Thursday, March 15, 2012

უცნობ ჩემოდანში შესაძლოა ბომბი იყოს



ქუთაისში ნაპოვნი უცნობი ჩემოდანი გამნაღველებს ჯერ არ უნახავთ. ვარაუდობენ, რომ მიტოვებულ ჩემოდანში შესაძლოა ბომბი იყოს.

მიტოვებული ჩემოდანი ქუთაისში დღეს, დაახლოებით 12:00 საათზე ხის ძირში იპოვეს. შემთხვევის ადგილი რუსთაველის ხიდისა და წითელი ხიდის დამაკავშირებელი ტერიტორიაა. ადგილზე მობილიზებულია პატრულისა და კრიმინალური პოლიციისა მანქანები.

შემთხვევის ადგილი გადაკეტილია, მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით. სამართალდამცველები კომენტარს არ აკეთებენ. დამატებით ინფორმაციას არც ადგილზე მყოფი მოქალაქეები ფლობენ.

მომხდარი ფაქტის გამო მიმდებარე ტერიტორიაზე შეფერხებულია ტრანსპორტით გადაადგილება.

ანა ჯანაშია

No comments:

Post a Comment