Tuesday, March 20, 2012

ქუთაისში 21 წლის ახალგაზრდა გარდაცვლილი ოპოვეს

ქუთაისში მცხოვრები 21 წლის ახალგაზრდა საკუთარი ბინის სარდაფში გარდაცვლილი იპოვეს. ნიკეას №76-ში მცხოვრები თორნიკე ჯიშკარიანი 2 დღის წინ გაუჩინარდა. დღეს ის სარდაფში შემთხვევით მეგობრებმა იპოვეს.
ჯერჯერობით უცნობია, 21 წლის თორნიკე ჯიშკარიანის გარდაცვალების გარემოებები. ადგილზე თვითმკვლელობისა და მკვლელობის ვერსიებს განიხილავენ.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.
შემთხვევის ადგილზე იპყოფება „ახალი გაზეთის“ ჟურნალისტი. დამატებით ინფორმაციას მოგვიანებით მოგაწვდით.
„ახალი გაზეთი“

No comments:

Post a Comment