დღეს სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი ლადო ვარძელაშვილი ზესტაფონში ახალგაზრდებს შეხვდა. მინისტრმა მათ იმ პროექტების შესახებ ესაუბრა, რომელსაც სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ახორციელებს.
„პირველი სექტემბრიდან სპორტის რვა სახეობაში სასკოლო ლიგას ვიწყებთ. ჩატარდება საქართველოს ჩემპიონატი და მასში ყველა სკოლა ჩაერთვება. იქნება საზაფხულო ბანაკი ,,პატრიოტი”. ახალ პროგრამებში ჩართვა ზესტაფონელ ახალგაზრდებსაც შეეძლებათ,“ - აღნიშნა ლადო ვარძელაშვილმა.
მინისტრმა პროფესიული განათლების ვაუჩერული დაფინანსების შესახებაც ისაუბრა: „ვისაც პროფესიული გადამზადების ცენტრებში რომელიმე პროფესიის დაუფლების სურვილი ექნება, სახელმწიფო იღებს ვალდებულებას ვაუჩერის სახით დაუფინანსოს მას სწავლა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ჩვენი ახალგაზრდების დასაქმებისთვის, ასევე, პროფესიების პოპულარიზაციისა და შესწავლისათვის“.
ხათუნა მაისურაძე
No comments:
Post a Comment