„ეს არის პროვოკაცია, ან მას ეშლება ვინც ამ ინფორმაციას ავრცელებს“ - ასეთ განცხადებას აკეთებს ქუთაისის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსი ვასილ მებურიშვილი, რომლის სახელი (სხვებთან ერთად) ფიგურირებს „ქართული ოცნების“ აქტივისტების ცემის საქმეში.
ქუთაისში „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაცის წარმომადგენელთა განცხადებით, მერიის წარმომადგენლები კოალიციის წევრებს 30 მარტს თავს დაესხნენ და თეთრი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე სცემეს.
„ქართული ოცნების“ გაზეთებს ვარიგებდით, როდესაც დახლოებით 15 კაცამდე თავს დაგვესხა. გაზეთები წაგვართვეს და წყალში გადაყარეს. შემთხვევა დღის მოერე ნახევარში მოხდა. ამის თვითმხილველი იმ დროს სიყვარულის ბაღში მყოფი ხალხია, თუმცა არავინ საუბრობს, რადგან ყველა საკუთარ თავს უფრთხილდება და პრობლემების შექმნის ეშინია,“ - ამბობს „ქართული ოცნების“ შემადგენლობაში შემავალი „თავისუფალი დემოკრატების“ ქუთაისის ახალგაზრდული ორგანიზაცის წევრი ბუბა ჩივაძე.
„ქართული ოცნების“ ქუთაისის ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მერიის წარმომადგენლები ახალგაზდული ფრთის წევრებისთვის ჯერ გაზეთების წართმევას ცდილობდნენ, ხოლო შემდეგ ფიზიკურ შეურაცხყოფაზე გადადიოდნენ. „ჩვენ 6 კაცი ვიყავით. ისინი 10-15 იყვნენ. მთელი მოედანი დაგვდევდნენ. ერთ-ერთ გოგოს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, მე ხელი მომხვდა სახეში, თუმცა სერიოზულად არავინ დაშავებულა. საპატრულო პოლიციაში დავრეკეთ, მაგრამ არ მოვიდნენ,“ - ამბობს კოალიციის ერთ-ერთი აქტივისტი გაგა ამბროლაძე.
ქუთაისის მერიაში თვითმმართველობის წარმომადგენელთა მიერ პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ აქტივისტების ცემის ფაქტს არ ადასტურებენ. მერიაში კოალიციის წარმომადგენელთა ბრალდებებს სისულელესა და სიცრუეს უწოდებენ.
ქუთაისის მერიაში განმარტავენ, რომ შემთხვევის დროს ისინი სამსახურში იმყოფებოდნენ. „ამის დადასტურება იმ მოქალაქეებს შუძლიათ, რომელთაც დღის განმავლობაში ვხვდებოდი. ჩემი თანამნშრომელიც ასევე, აღმაშენებლის გამზირზე კონკრეტულ სამუშაოებს აკონტროლებდა. ამ ადამიანებს საერთოდ არ ვიცნობ. ჩემი აზრით, ეს არის პროვოკაცია ან მას ეშლება ვინც ამ ინფორმაციას ავრცელებს. მსგავსი ფაქტის არსებობის შემთხვევაში არის სამართალდამცავი ორგანოები და მათ მიმართონ,“ - ამბობს ვასილ მებურიშვილი.
„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიების დაწყების თხოვნით ძალოვანი უწყებებისათვის ამ ეტაპზე არ მიუმართავთ, თუმცა განმეორების შემთხვევაში ამის გაკეთებას არ გამორიცხავენ.
ქრისტინა ქარჩხაძე
No comments:
Post a Comment