ამერიკის ელჩმა ჯონ ბასმა პრეზენტაცია – ,,ჩემი ცხოვრება“ გამართა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ამერიკის შემსწავლელი სტუდენტებისა და პროფესორ–მასწავლებლებისთვის. პრეზენტაცის შემდეგ ღია დისკუსია გაიმართა, სადაც სტუდენტებსა და ელჩს შორის დიალოგი შედგა. „ჩვენ სტუდენტებთან ვისაუბრეთ დიპლომატიის შესახებ და იმაზე, თუ როგორია იგი თანამედროვე ცხოვრებაში. ასევე, ვისაუბრეთ პოლიტიკაზე საქართველოში, რომელიც მუდმივი ინტერესის საგანია ქვეყნაში“ .
,,ეს შეხვედრა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ელჩი გვესაუბრა საქართველოში გატარებულ რეფორმებზე, მთავრობასა და საზოგადოების ურთიერთობაზე და აქტიური მოქალაქეობის როლზე. ბედნიერი ვარ, რომ ამერიკის ელჩს შევხვდი, ეს ჩემთვის კარგი მოტივაციაა, როგორც სტუდენტისათვის“ – ამბობს წერეთლის უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის სტუდენტი თამუნა კეთილაძე.
ამერიკის ელჩმა წერეთლის უნივერსიტეტის სტუდენტების დამოკიდებულება და ინტერესები საზოგადოებრივი ცხოვრების მიმართ დადებითად შეაფასა. ჯონ ბასის თქმით: ,,სტუდენტები მოტივირებულები არიან და მე მომწონს მათი ინტერესი გარე სამყაროსთან მიმართებაში. ვხედავ, რომ ქართველი სტუდენტები ზრუნავენ თავიანთი უნარ–ჩვევების განვითარებისათვის და გააჩნიათ მართებული დამოკიდებულება ცხოვრებისადმი“.
ანა ჯანაშია
No comments:
Post a Comment