ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე, გარემოვაჭრეებსა და ბაზრის შენობაში თავშეფარებულ მოვაჭრეებს შორის დაპირისპირება მოხდა. კონფლიქტის მიზეზი დღემდე გადაუნაწილებელი სავაჭრო ობიექტებია, რომელიც ჯერ კიდევ მშენებლობის პროცესშია.
მოვაჭრეების ნაწილი, მშენებარე ობიექტის პირველ სართულზეა შეფარებული, ნაწილი კი, მიმდებარე ტერიტორიაზე, გარეთ ვაჭრობს. გარემოვაჭრეების თქმით, აღნიშნული ბაზარი უკანონოა და მოსახლეობამ მისი არსებობის შესახებ არ იცის. ამიტომ, გარემოვაჭრეების მტკიცებით, ბაზარში ვაჭობას ვერ ახერხებენ. შენობაში განთავსებული მოვაჭრეები კი, მათ შიგნით შეყვანას ითხოვენ.
დღეს, ადგილზე მერიის საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენლები მივიდნენ და გარემოვაჭრეებს ადგილის დაუყოვნებლივ დატოვება მოსთხოვეს. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ ძალის გამოყენებით დაემუქრნენ. გარემოვაჭრეები ადგილზე დარჩენას აღდგომამდე ითხოვენ.
„ახალი გაზეთი“ აგრძელებს თემაზე მუშაობას.
ხათუნა მაისურაძე
No comments:
Post a Comment