ქუთაისის მერი გიორგი თევდორაზე ოპოზიციური სპექტრის მიერ დასმულ ბრალდებებს უარყოფს. „თავისუფალი საქართველოსთვის“ იმერეთის რეგიონალურმა ხელმძღვანელმა გოგი წულაიამ დღეს ადგილობრივი ხელისუფლება წინასაარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებაში დაადანაშაულა.
„თუკი არჩევნების გაყალბება ქვია დაგებულ გზებს და მოწესრიგებულ ინფრასტრუქტურას, მაშინ ჩვენ ნამდვილად ვაყალბებთ არჩევნებს,“ - განაცხადა ქუთაისის მერმა გიორგი თვედორაძემ. თევდორაძის თქმით, დემოკრატიული არჩევნების ჩატარება სახელისუფლებო გუნდის ინტერესებში შედის.
„მმართველ გუნდს არ სჭრიდება არჩევნების გაყალბება. მზად ვარ, თუკი სამართალდარღვევის ფაქტი იქნება, დავდგე ამ ადამიანების უფლებების დასაცავად“ - აღნიშნა გიორგი თევდორაძემ.
თეა ზიბზიბაძე
No comments:
Post a Comment