თბილისიდან სპეციალურად გამოგზავნილი პრობაციის სამსახურის წარმომადგენლები, პრობაციონერებს ქუთაისში, პარლამენტის მშენებლობაზე უფასოდ ამუშავებენ – ეს ინფორმაცია, პარტია ,,თავისუფალი საქართველოს“ ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, გოგი წულაიამ, დღეს ჟურნალისტებისთვის გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე გაავრცელა.
,,მაქვს დაზუსტებული ინფორმაცია, რომ იმ ადამიანებს, რომელთაც პირობითი სასჯელი აქვთ, პრობაციის სამსახურის წარმომადგენლები, პარლამენტის მშენებლობაზე უფასოდ მუშაობას ავალდებულებენ,“ – აცხადებს გოგი წულაია. პარტიის ლიდერი, ამ ფაქტს, მშენებლობისთვის გაწერილი თანხის გადახარჯვასა და დროის სიმცირეს უკავშირებს. ,,მიშა სააკაშვილის ახირების გამო, რომ პარლამენტის სხდომა ქუთაისში 26 მაისს უნდა ჩატარდეს, საჭირო გახდა მუშახელის დამატება, რადგან დროში ვეღარ ეტევიან. ხომ წარმოგიდგენიათ, რა ხარისხით იქნება შესრულებული სამუშაოები. იმ ხარჯებს, რაც გაწერილი იყო, უკვე ათჯერ აჭარბებს დახარჯული თანხა, ამიტომაც ფულის დაზოგვის მიზნით, დაჭირდათ უფასო მუშახელი. ძირითადად, გათხრით სამუშაოებზე ხდება მათი დასაქმება,“ - განაცხადა ,,თავისუფალი საქართველოს“ ლიდერმა გოგი წულაიამ.
პარტიის ინფორმაციით, პრობაციონერებს სასჯელი, შესრულებული სამუშაოების მიხედვით შეუმსუბუქდებათ.
რა პასუხი აქვთ აღნიშნულ ბრალდებებზე სახლემწიფო სტრუქტურებში? „ახალი გაზეთი“ აგრძელებს თემაზე მუშაობას.
ხათუნა მაისურაძე
No comments:
Post a Comment