„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელებმა და პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებმა 1989 წლის 9 აპრილს დაღუპული პირების ხსოვნას პატივი მიაგეს. მათ ქუთაისში დაღუპულთა მემორიალი ტიტებით შეამკეს.
„ჩვენ, ახალგაზრდა „ქრისტიან-დემოკრატებმა“ თავი მოვალედ ჩავთვალეთ მოვსულიყავით აქ და ამ ჟესტით ჩვენი მცირედი პატივისცემა გამოგვეხატა დაღუპულთა მიმართ,“ - ამბობს „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ ქუთაისის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი მერი წიქორიძე.
„ქრისტიან–დემოკრატების“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ მათთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხი გარდაცვლილთა სულების მოხსენიებაა, განსაკუთრებით იმ ადამიანების, რომლებმაც სამშობლოსათვის გასწირეს თავი.
„დღევანდელი დღე მნიშვნელოვანია ქართველი ერისა და ხალხისათვის. მე დიდ მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანის ოჯახს, რომელთა წევრებმა თავი გასწირეს. ისინი ღირსეული ხალხი არიან და ასევე, ღირსეულად ეკუთვნით პატივის მიგება,“ - ამბობს „ქრისტიან–დემოკრატების“ ქუთაისის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი ჩოგოვაძე.
23 წლის წინ, 1989 წლის 9 აპრილს, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისში, პარლამენტის წინ შეკრებილ მოქალქეთა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც 21 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ქრისტინა ქარჩხაძე
No comments:
Post a Comment