ტრეფიკინგის პრევენციის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა, დღეს ქუთაისში დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში. შეხვედრა ,,ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის“ ორგანიზებით ჩატარდა. პროექტი ,,სამოქალაქო განათლება ტრეფიკინგის პრევენციისთვის“ იუსტიციის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება. პროგრამის მიზანია, იმერეთის რეგიონის მოსახლეობის ინფორმირება, ადამიანებით ვაჭრობის საფრთხეებისა და ლეგალური მიგრაციის შესაძლებლობების შესახებ.
,,პროექტი სამთვიანია და იგი ითვალისწინებს იმერეთის მასშტაბით საინფორმაციო კამპანიის წარმოებას საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებთან. შეხვედრებზე განხილული იქნება ტრეფიკინგის და არალეგალური მიგრაციის საფრთხეები, კანონი ,,ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“, ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის სამოქმედო გეგმა და სხვა,“ - აღნიშნა ,,განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრის“ დირექტორმა ლიკა კილაძემ.
პროექტის ფარგლებში დაგეგმლია ქუთაისისა და იმერეთის რეგიონის 11 ადმინისტრაციული ცენტრის მოსახლებასთან, საინფორმაციო შეხვედრების მოეწყობა. ასევე, ვიდერგოლების, ესეების, ბლოგების კონკურსების ორგანიზება, ტრეფიკინგის თემაზე მიძღვნილი საუკეთესო ნამუშევრის გამოსავლენად.
დღეს გამართული პრეზენტაციით, პროექტი სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს გააცნეს: ,,ძალიან მნიშვნელოვანია, ახალგაზრდები ვიყოთ ინფორმირებულები ტრეფიკინგის შესახებ, თუ, როგორ დავიცვათ თავი საზღვარგარეთ წასვლის შემთხვევაში. როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ არ გავხდეთ მსხვერპლი. ვაპირებ, მეგობრებთან ერთად გავაკეთო ბლოგი, რომელიც ხელს შეუწყობს საზოგადოების ინფორმირებას ამ კონკრეტულ საკითხზე,“ - ამბობს ქუთაისის მე-11 კლასის მოსწავლე ბელა ნიშნიანიძე.
ინფორმაციის მიღების შესაძლებლობების გაზრდის მიზნით, „ქუთაისის განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრის ოფისში, დაგეგმილია საინფორმაციო რესურსის უზრუნვეყოფა, რომელიც საზღვარგარეთ წასვლის და მუშაობის მსურველებს მუდმივად მიაწოდებს ინფორმაციას ლეგალური გზებით მიგრაციასთან დაკავშირებით.
ხათუნა მაისურაძე
No comments:
Post a Comment