Monday, April 23, 2012

ქუთაისის მერმა მედიის კონტროლი დაიწყო (?!)

ქუ­თა­­სის მე­რის გი­ორ­გი თევ­დო­რა­ძის თანხმობის გა­რე­შე მერიის სამ­სახურების უფ­რო­სები მე­დი­ას­თან კო­მე­ნტარს აღარ აკე­თებენ. უკ­ვე რამ­დე­ნი­მე კვი­რაა ჟურ­ნა­ლის­ტებს ინ­ტერ­ვი­უების ჩა­წე­რა მას შემ­დეგ უხდებათ, რაც პრე­სსამ­სახურის წარ­მო­მად­გენ­ლები ქა­ლა­ქის მერ­თან სა­კითხებს შე­­თანხმებენ. რო­გორც სხვა­დასხვა უწყების წარ­მო­მად­გენ­ლები ჟურ­ნა­ლის­ტებთან პი­რად საუბარ­ში აცხადებენ, ისი­ნი მკაც­რად არი­ან გაფრთხილებულ­ნი, რომ მე­რის ნებარ­თვის გა­რე­შე, მე­რი­­დან არა­ნა­­რი ინ­ფორ­მა­ცია არ გა­ვი­დეს.

აღ­ნიშ­ნუ­ლი დი­რექ­ტი­ვის გა­მო, პრო­ფე­სი­­ლი საქ­მი­­ნობის განხორ­ცი­­ლების დროს პრობლე­მები „ახალი გა­ზე­თის" ჟურ­ნა­ლის­ტებს არა­ერთხელ შე­ექ­მნათ. „ახალი გა­ზე­თის" ჟურ­ნა­ლის­ტი თეკ­ლა მორ­გო­შია იხსე­ნებს ბოლო­ პე­რი­ოდ­ში მე­რი­­ში გან­ვი­თა­რებულ მოვ­ლე­ნებს, რო­დე­საც ამა თუ იმ სა­კითხზე კო­მენ­ტა­რის მი­სა­ღებად პრეს­სამ­სახურის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი შე­სა­თანხმებლად მერ­თან შე­ვი­და. „პრეს­სამ­სახური ქა­ლა­ქის მერ­თან მი­დის სა­კითხების შე­სა­თანხმებლად. ქალ­აქის პირ­ვე­ლი პი­რი მკაც­რად აკონ­ტრო­ლებს სამ­სახურების ურ­თი­ერ­თობის სა­კითხებს მე­დი­ას­თან," - ამბობს ჟურ­ნა­ლის­ტი თეკ­ლა მორ­გო­ში­ა. მორ­გო­შია რამ­დე­ნი­მე ინ­ცი­დენ­ტსაც იხსე­ნებს, რის გა­მოც მას სა­გა­ზე­თო მა­სა­ლის მომ­ზა­დების დროს ხელი შე­­შა­ლა. „ვამ­ზა­დებდი სა­გა­ზე­თო სტა­ტი­ას. აღ­ნიშ­ნუ­ლი თე­მა მე­რი­ის არ­ქი­ტექ­ტუ­რის სამ­სახურის კომ­პე­ტენ­ცი­­ში შე­დი­­და. შე­საბამი­სად, მივ­მარ­თე პრე­სსამ­სახურს, რა­თა ჩა­მე­წე­რა სამ­სახურის უფ­რო­სი. თუმ­ცა, პრეს­სამ­სახურის უფ­როს­მა ქე­თი დე­­სა­ძემ სა­კითხის შე­სა­თანხმებლად მერს მი­მარ­თა. მე­რის კაბინე­ტი­დან გა­მო­სულ­მა პრეს­სამ­სახურის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა მითხრა, რომ სამ­სახურის ხელ­მძღვა­ნელს ვერ ჩავ­წერ­დი კი­დევ 2 დღის მან­ძილ­ზე, რად­გან ის ად­გილ­ზე არ იმყოფებოდა. თუ­კი ქა­ლა­ქის მერ­მა თანხმობა არ გას­ცა, არა­ვინ კო­მენ­ტარს არ აკე­თებს," - ამბობს თეკ­ლა მორ­გო­ში­ა.

„ახალი გა­ზე­თის" ჟურ­ნა­ლის­ტის ქრის­ტი­ნა ქარჩხაძის თქმით, ქუ­თა­­სის მე­რი­­დან მი­სა­ღები ინ­ფორ­მა­ცი­ის ოპე­რა­ტი­­ლობის ხარისხი ძა­ლი­ან დაბალი­ა. „რამ­დე­ნი­მე შემთხვე­ვა მქონ­და, რო­დე­საც ქე­თი დე­­სა­ძეს ვთხოვე სა­კითხის შე­თანხმება, თუმ­ცა ორ­შაბათს შე­თანხმებული მა­სა­ლა კვი­რის ბოლომ­დე არ მო­მა­წო­დეს. ასე­ვე, პრაქ­ტი­კუ­ლად წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია მე­რი­ის იმ ჩი­ნოვ­ნი­კების ჩა­წე­რა პრეს­სამ­სახურის ნებარ­თვის გა­რე­შე, რომ­ლებიც აქამ­დე ნებარ­თვის გა­რე­შეც გვეწ­ერებოდ­ნენ. ახლა აცხადებენ, რომ ამ­გვა­რი დი­რექ­ტი­ვა აქვთ მი­ღებული. სა­ინ­ტე­რე­სო­ა, თუ პრეს­სამ­სახურ­მა და ქალ­აქის მერ­მა უნ­და გა­დაწყვი­ტონ რა თქვას ამა თუ იმ სამ­სახურის უფ­როს­მა, მა­შინ რა სა­ჭი­როა მე­რი­­ში სხვა­დასხვა სამ­სახური?" - ამბობს ქრის­ტი­ნა ქარჩხაძე.

ანა­ლო­გი­­რი პრობლე­მები აქვთ გა­ზეთ P.S." ჟურ­ნა­ლის­ტებსაც. „მე­რი­ის უწყებებიდან ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­მო­ტა­ნა ქუ­თა­ის­ში გარ­კვე­ულ­წი­ლად გმი­რობის ტოლ­ფა­სად იქ­ცა. მა­შინ რო­ცა, დღა­ვან­დელ დღეს, ჟურ­ნა­ლის­ტიკა­ში ოპე­რა­ტი­­ლობა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი­ა, ყოვე­ლი წა­მი გა­დამწყვე­ტი­ა. ჟურ­ნალ­ის­ტებს კონ­კრე­ტუ­ლი რეს­პონ­დენ­ტის ჩა­სა­წე­რად რამ­დე­ნი­მე „მარ­ტი­ვი" პრო­ცე­დუ­რის გავ­ლა გვი­წევს: მე­რის პრეს­სამ­სახურს უნ­და ვუთხრათ ვი­სი ჩა­წე­რა გვსურს და რა თე­მა­ზე, შემ­დეგ ცო­ტა ხანი უნ­და და­­ლო­დო, ალბათ, სა­ნამ მე­რი გა­­გებს დე­ტა­ლებს და ამის შემ­დეგ, ზა­რი ხორ­ცი­ელ­დება კონ­კრე­ტულ პი­როვ­ნებას­თან, რომ ჟურ­ნა­ლის­ტი მო­დის და ხომ იცი"რაც უნ­და ისაუბრო­ო". შემ­დეგ კი უკ­ვე ჩვენ­თვი­საც გზა ხსნი­ლია და მივ­დი­ვართ რეს­პონ­დენ­ტის ჩა­სა­წე­რად", - ამბობს გა­ზეთ P.S."-ის ჟურ­ნა­ლის­ტი ირაკ­ლი ვა­ჩიბერა­ძე.

ად­გი­ლობრივ თვით­მმარ­თვე­ლობაში მე­დი­ის მი­მართ მსგავს და­მო­კი­დებულებას უარყოფენ და აქ­ცენტს ურ­თი­ერ­თთა­ნამ­შრომ­ლობაზე აკეთბენ. „ურ­თი­ერ­თთა­ნამ­შრომ­ლობის ხასი­­თი აქვს ჩვენს ურ­თი­ერ­თობას. ვერ ვიხსე­ნებ ისეთ ფაქტს, რო­დე­საც ჟურ­ნა­ლის­ტი მე­რი­­დან კო­მენ­ტა­რის გა­რე­შე წა­სუ­ლა. არის სა­კითხები, თე­მები, რო­მელ­საც კონ­სულ­ტა­ცი­ის სახით სამ­სახურის უფ­რო­სებთან გავ­დი­ვარ, ან ხშირ შემთხვე­ვა­ში ქა­ლა­ქის მერ­თან. ეს არ არის ზე­წო­ლა ან შეზ­ღუდ­ვა," - ამბობს ქუ­თა­­სის მე­რი­ის სა­ზო­გა­დოებას­თან ურ­თი­ერ­თობის სამ­სახურის მთა­ვა­რი სპე­ცი­­ლის­ტი ქე­თი დე­­სა­ძე.

თეო ხარაბაძე

No comments:

Post a Comment