კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საერთაშორისო დღე, წელს პირველად, ქუთაისშიც აღნიშნეს. მოწამეთის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე, შემეცნებითი ხასიათის ღონისძიება გაიმართა. სტუდენტები და სტუმრები, ისტორიული ძეგლის ისტორიას გაეცნენ. ასევე, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის იმერეთის სააგენტოს წარმომადგენლებისგან, ძეგლზე ჩატარებული სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მიიღეს. ჩატარდა ფოტოგამოფენაც, სადაც ქუთაისის სახელმწიფო მუზეუმში დაცული, მოწამეთის წარსულისა და აწმყოს ამსახველი ფოტოები იყო წარმოდგენილი. ,,გამოფენაში გადავწყვიტეთ გაგვეკეთებინა ფოტოკოლაჟი, თუ რა იყო მოწამეთა მე–19 მე–20 საუკუნეებში, რა გაკეთდა რეაბილიტაციის ფარგლებში და როგორი სახე მივიღეთ მისი დასრულების შემდეგ,“ – აღნიშნა ისტორიულ–არქეოლოგიური მუზეუმის თანამშრომელმა შალვა ბუაძემ.
ღონისძიება ქუთაისის მერიის კულტურის სამსახურისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით ჩატარდა. „მოწამეთა ერთ–ერთ ყველაზე მნიშვნელოვანი რეაბილიტირებული ძეგლია. ეს არის ამ დღის აღნიშვნის საუკეთესო გადაწყვეტა,“ – განაცხადა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს წარმომადგენელმა ეკა კაჭარავამ.
ხათუნა მაისურაძე
No comments:
Post a Comment