ქუთაისში, საფიჩხიაძე, „ხარაზოვის ბაღის“ რეაბილიტაციის პროექტზე ჰონალდიური კომპანია Dutch Desing Garden-ი მუშაობს. როგორცქუთაისის მერიაში აცხადებენ,საპროექტო სამუშაოებსჰოლანდიური კომპანია უფასოდგანახორციელებს. ბაღის რეაბილიტაცია მიმდინარე წლის ზაფხულში უნდა დაიწყოს და წლის ბოლომდე დასრულდეს. სამუშაოები ნახევარი მილიონი დაჯდება. კეთილმოწყობის სამსახურმა უკვე გამოაქვეყნა ბაღის პირველადი მაკეტები.
პროექტის თანახმად, ბაღში დამონტადება ახალი განათება, მოწესრიგდება გამწვანება, ხოლო ბაღის ცენტრალურ ნაწილში დაიდგემება შადრევანი. ასევე, მოეწყობა ბავშთა გასართობი მცირე ატრაქციონის კუთხეც. ბაღში მდებარე გალაკტიონ ტაბიძის ძეგლი ძველ ადგილმდებარეობას შეინარჩუნებს და მას რესტავრაცია ჩაუტარდება.
„სამუშაოების დასაწყებად ტენდერს უახლოეს პერიოდში გამოვაცხადებთ. ბაღი სრულად განახლდება. იცით, რომ საფიჩხიის მმართვის ტერიტორიული ორგანოს შენობაც „ხარაზოვის ბაღში“ უნდა განთავსდეს. ქუთაისის კეთილმოწყობის სამსახური ქალაქის მასშტაბით, 2012 წელს, ძირითადი ბაღებისა და მცირე სკვერების მოწესრიგებას გაგემავს. რეკრეაციული ზონების რეკონსტრუქციისათვის ბიუჯეტში 1 400 000 ლარია გამოყოფილი,“ - აღნიშნა ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა ლევან ჭანჭალეიშვილმა.
No comments:
Post a Comment