ქუთაისის ადგილობრივ თვითმმართველობაში საჯარო
პირებზე სააღდგომო საჩუქრებად ფულადი პრემიები დაირიგეს. პრემიებისთვის თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო და მან 753 ათას
420 ლარი შეადგინა. სააღდგომოდ პრემიები ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის, მიმდინრე
წლის 3 აპრილის №356-ე ბრძანების საფუძველზე გაიცა.
სადღესასწაულო პრემიები ქუთაისის მერიიაში
დასაქმებულ ყველა პირს ერგო. პრემიების მოცულობა თითოეული საჯარო მოხელის ხელფასის ოდენობით განისაზღვრა. შესაბამისად,
ადგილობრივ თვითმმართველობაში პრემიები
ასე გადანაწილდა: ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული სამსახური (სულ მუშაობს 120 ადამიანი)
– 57 200 ლარი. მერიის საფინანსო
სამსახურში დასაქმებულ 23 ადამიანიზე გაიცა 11 410 ლარი. მერიის ეკონომიკური
სამსახური (მუშაობს 10 ადამიანი) - 5200 ლარი. მერიის ტრანსპორტის სამსახური –8
ადამიანზე გაიცა 4200 ლარი. მერიის კულტურის, სპორტის, განათლების, ძეგლთა
დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური, 19 თანამშრომელზე - 9540 ლარი. მერიის ჯანმრთელობის დაცვის,
სოციალურ საკითხთა და ლტოლვილთა სამსახური (მუშაობს 11 ადამიანი) – 5550 ლარი.
მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის
სამსახური (23 ადამიანი) – 13400 ლარი. მერიის სამხედრო სამსახური (18 ადამიანი) –
9010 ლარი. მერიის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დასაქმებულ 120
ადამიანზე გაიცა – 52250 ლარი. მერიის კეთილმოწყობის სამსახური (43
ადამიანი) – 20 130 ლარი. მერიის საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და
განვითარების სამსახური (12 ადამიანი)
– 6 040 ლარი. მერიის სახელმწიფო
შესყიდვების სამსახური (8 ადამიანი)
- 4180 ლარი. მერიის ტერიტორიულ
ორგანოებში (სულ არის 12 მართვის ტერიტორიული ორგანო) დასაქმებული 125 ადამიანზე
გაიცა პრემია 253 420 ლარის ოდენობით.
თეკლა მორგოშია
No comments:
Post a Comment