მდინარე რიონში, ამ დრომდე ეძებენ 24 წლის ბადრი მამულაძის ცხედარს, რომელიც მდინარეში გუშინ გადავარდა. ახალგაზრდა მამაკაცი ქობულეთის მცხოვრებია. წინასწარი ინფორმაციით, იგი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა. იმერეთის სამაშველო სამსახური უწყვეტ რეჟიმში მუშაობს, თუმცა, სამძებრო სამუშაოებს, მდინარე რიონში, წყლის მკვეთრი მომატება აფერხებს. ,,შემოვიდა შეტყობინება, მდინარე რიონში, მოქალაქის გადავარდნის შესახებ. ჯგუფი გავიდა სამძებრო სამუშაოებზე. ამ დრომდე მიმდინარეობს მუშაობა. მოქალაქე, ჯერჯერობით, ნაპოვნი არ არის. ძიების პროცესს, მდინარე რიონში, წყლის მკვეთრი მომატება ართულებს“-აღნიშნა იმერეთის სამაშველო სამსახურის უფროსმა სპეციალისტმა თენგიზ შალამბერიძემ.
Tuesday, April 17, 2012
მდინარე რიონში 24 წლის ახალგაზრდას ამ დრომდე ეძებენ
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment