ქუთაისის მერმა გიორგი თევდორაძემ დღეს ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონს რაულ ცირეკიძეს დიპლომი, ფასიანი საჩუქრები და ფულადი პრემია გადსცა. მერმა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა ძალოსანს მერიის თეთრ დარბაზში უმასპინძლეს.
„ცირეკიძის გამარჯვება, არამარტო ქუთაისის გამარჯვება, არამედ მთელი საქართველოს გამარჯვება. ესაა ადეკვატური შედეგი იმ ინვესტიციებისა, რომლესაც ქვეყანა სპორტის განვითარებაში დებს,“ - აღნიშნა ქუთაისის მერმა გიორგი თევდორაძემ.
ძალოსანმა რაულ ცირეკიძემ მიმდინარე წლის 10–14 აპრილს თურქეთში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა და ჩემპიონის ტიტული დაისაკუთრა. ცირეკიძემ, ამავდროულად, ლონდონის ოლიმპიური თამაშების საგზურიც მოიპოვა.
„ორთაბრძოლა მარტივი არ ყოფილა, თუმცა გამარჯვება შევძელი. ვემზადები ლონდონის ოლიმპიური თამაშებისათვის“ - აღნიშნა ძალოსანმა რაულ ცირეკიძემ.
თეო ხარაბაძე
No comments:
Post a Comment