Tuesday, April 3, 2012

კავშირი „წახალისების“ ფუნქციით


ქუთაისის ცენტრში მშენებარე შადრევნისთვის განკუთვნილი 31 ქანდაკების მზადება ბოლო სტადიაში შევიდა. 11 კაციანმა მოქანდაკეთა ჯგუფმა (მოქანდაკე გიორგი კიკვაძის ხელმძღვანელობით) ძირითადი სამუშაოები უკვე დაასრულა. ქუთაისელ საზოგადოებას ქანდაკებების ხილვა 2 მაისს შეეძლება. Qშეეძლება იმის განსაზღვრაც, ქალაქის იერსახეში მხატვრებმა თუ როგორი სეგმენტი შეიტანეს.

`მხატვრები ქალაქის იერსახეს ქმნიან~ – აღნიშნავენ საქართველოს მხატვართა კავშირის ქუთაისის ორგანიზაციაში.

თუმცა ამ ფრიად მნიშვნელოვანი საქმის წარმოება ათწლეულების განმავლობაში ნაკლებად შეეძლოთ ქუთაისელ ავტორებს. `იშვიათად, რომ ქუთაისელს დაედგა ქანდაკება. მართალია ვალიკო მიზანდარის რამოდენიმე ქანდაკება არის ქუთაისში, მაგრამ წესით გაცილებით მეტი უნდა ყოფილიყო. ყოველთვის პრობლემა იყო მოქანდაკეებისთვის თავის ქალაქში ძეგლის დადგმა. Aამ ქალაქში ცხოვრობდა ვალიკო მიზანდარი და გასაქანი არ ქონდა~, - ამბობს საქართველოს მხატვართა კავშირის ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი კიკვაძე.

სხვა მხრივ ქართველი მხატვრები ერთ-ერთ პრივილეგირებულ ფენას წარმოადგენდნენ საბჭოთა კავშირში და მოთხოვნად პროფესიას ფლობდნენ. `საბჭოთა კავშირის მასშტაბით იყო სულ სამი სამხატვრო აკადემია და ამათგან ერთ-ერთი იყო თბილისში. რადგან Pპროცენტულად ძალიან ბევრი შემოქმედი გახლდათ საქართველოში. უამრავი სერიოზული სპეციალისტი მოღვაწეობდა ქანდაკების, ფერწერის, გრაფიკის დარგში. მხატვართა კავშირის გარდა იყო `სამხატვრო ფონდი, რომელზეც მოდიოდა შეკვეთები საბჭოთა კავშირის სხვადასხვა რესპუბლიკებიდან და კეთდებოდა მაშინდელი იდეოლოგიის შესაბამისი ქანდაკებები~, - ამბობს გიორგი კიკვაძე.

ფონდი მუდმივად აძლევდა სამუშაოს მხატვართა კავშირის ყველა წევრს. შეკვეთების საშუალებით მხატვრები არ საჭიროებდნენ სახელმწიფოს მხრიდან პირდაპირ დაფინანსებას. ფონდი გარკვეულ ფინანსურ დამოუკიდებლობას უქმნიდა. სამაგიეროდ აკისრებდა იდეოლოგიურ `ბაჟს~. `ლენინის და სხვა ბელადების დიდი ქანდაკებების დამზადება თითქმის იმდენივე შემოსავალს აძლევდა მოქანდაკეს, რამდენსაც კოსმოსურ დარგში მომუშავე ასტრონავტებს და მეცნიერებს უხდიდნენ. გააკეთებდა ლენინის ქანდაკებას და ეს ფული, ვთქვათ ნახევარი მილიონი, მთლიანად იმ მხატვრის იყო. მოქანდაკე კოლოსალურ შრომას წევდა და ანაზღაურებასაც იღებდა~, - ამბობს გიორგი კიკვაძე.

ამ `კოლოსალური შრომის~ კვალი, იდეოლოგიასთან ერთად ბევრ ქვეყანასა და ქალაქში გააქრო ახალმა დროებამ. მანვე გააქრო შეკვეთები და კავშირის ბევრი მხატვარი უმუშევარი დატოვა.D`დამოუკიდებელი~ ორგანიზაცია დამოკიდებული გახდა ახალი ხელისუფლების კეთილ ნებაზე. E`მთავრობის კეთილი ნებაა რომ არ ვწყვეტთ გამოფენებს, მათ შეგვაძლებინეს ამდენი წლის მანძილზე რომ შენარჩუნებულიყო კავშირი. მერიასთან თანამშრომლობით მხატვრების წახალისების მიზნით ტარდება საშემოდგომო და საგაზაფხულო გამოფენები. Gგამოიყოფა რაღაც თანხა, რომელიც სხვადასხვა კეტეგორიებად დაყოფილი ნამუშევრების ავტორებს გადაეცემათ, ჩარჩო რომ იყიდოს და ტილო. მეტის შესაძლებლობას არ იძლევა ეს თანხა.Eარის პრემიებიც, გამოფენის გამარჯვებულისა და წლის გამარჯვებულისთვის. ბევრის შესაძლებლობა არ არის. მხოლოდ ცხოვრებას ვუხალისებთ ერთმანეთს~, - ამბობს მხატვართა კავშირის ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარე.

მხატვართა კავშირმა დაკარგა ადრინდელი პრივილეგია. ის `წახალისების~ და შენარჩუნების ფუნქციით დაკმაყოფილდა. თუმცა შეინარჩუნა სტატუსი. `როდესაც დასავლეთის რომელიმე ქვეყანაში წარადგენ საქართველოს მხატვართა კავშირის წევრობის მოწმობას, მას ლეგიტიმურად და სერიოზულად იღებენ. `სამართლებრივადაც~ მხატვარი ხარ მათ თვალში. Mმოწმობას ძალა აქვს~, - ამბობს მხატვართა კავშირის ქუთაისის ორგანიზაციის ოფის-მენეჯერი იზა ქობულაძე.

ძალა აქვს ტრადიციებსაც. ეს ტრადიციები გამოფენიდან გამოფენას მიყვება. ახალი დროების კვალი და ტენდენციები ნაკლებად აღწევს მხატავრთა კავშირთან არსებულ საგამოფენო დარბაზ `ვარლაში~.

მხატვართა კავშირის ქუთაისის ორგანიზაციას, 55 წლიანმა ისტორიამ - ტრადიციები, შენობა (მართალია ძალზედ სარემონტო, მაგრამ მაინც შენობა), საგამოფენო დარბაზი და სხვადასხვა დროებასთან ურთიერთობის გამოცდილება არგუნა მემკვიდრეობად. Gგამოცდილება, რომელიც კავშირის წევრების თქმით, მომავალს რთულს, თუმცა მაინც საიმედოს ხდის.

ეკა კუხალაშვილი

No comments:

Post a Comment