ქუთაისში წყალმომარაგების პრობლემებთან დაკავშირებით დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შეხვედრა გაიმართა. არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ახალი სამოქალაქო აზროვნების“ ორგანიზებით მოწყობილ შეხვედრაზე მოწვეულნი იყვნენ არასამთავრობო ორგანიზაციების, სამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და ადგილობრივი მცხოვრებლები, რომლებსაც უშუალოდ აწუხებთ წყალმომარაგების პრობლემები. თუმცა, სამთავრობო უწყებისა და წყალმომარაგების კომპანიის მხრიდან შეხვედრაზე არავინ გამოცხადდა.
შეხვედრაზე მისულმა მოსახლეობამ წყალმომარაგებასთან დაკავშირებულ სხვადასხვა პრობლემაზე ისაუბრა. ,,წყალს დიდძალი შეკუმშული ჰაერი მოჰყვება, რაც ათჯერ მეტს წერს. ქვითრების პრობლემაც გვაქვს. ნებისმიერ დროს შეუძლიათ, მოსახლეობას უსაფუძვლო პრეტენზია წაუყენონ,“ - ამბობს ადგილობრივი მცხოვრები შაქრო გაბელაშვილი.
,,არსებული პრობლემები გამოწვეულია წყალმომარაგების სისტემაში ბოლო წლებში განხორციელებული ძალიან სწრაფი ცვლილებებიდან გამომდინარე. ყველაზე თვალშისაცემი პრობლემა, მოსახლეობაზე ზედმეტი სულადობის მიწერაა. ასევე, გამოიკვეთა სხვა პრობლემური საკითხები, როგორიცაა: ტარიფები, წყლის დაბინძურება, მრიცხველები, წყლის კარგვა და ა.შ,“ - აღნიშნა ,,ახალი სამოქალაქო აზროვნება +“-ის ხელმძღვანელმა ლაშა ჭელიძემ.
ხათუნა მაისურაძე
No comments:
Post a Comment