ქუთაისის მერიამ ქალაქში არსებულ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თავმჯდომარეებს სააღდგომო საჩუქრები გადასცა. 1720 ნობათის დასამზადებლად ადგილობრივმა თვითმმართველობამ ტენდერი მიმდინარე წლის 6 აპრილს, 24 196 ლარზე გამოაცხადა. ტენდერში ქუთაისურმა ფირმამ შპს „აშრიალმა“ გაიმარჯვა. ბინის ამხანაგობების თავმჯდომარეებმა საჩუქრები 13 აპრილს, მუნიციპალიტეტებში მიიღეს.
„პაკეტი პასკას, წითელ კვერცხებს, ერთ ბოთლს ღვინოს, შოკოლადსა და ხატს მოიცავდა. ნიკეას მუნიციპალიტეტში 30 კაცამდე ვიყავით და საჩუქრები იქ გადმოგვცეს. გასულ წელსაც, ახალ წელსა და აღდგომას იყო მსგავსი ღონისძიება,“ - ამბობს ნიკეას მეორე შესახვევში მდებარე ბინის ამხანაგობის თავმჯდომარე ნაზი გიგიაძე.
აღსანიშნავია, რომ ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობების თავმჯდომარეების უმრავლესობა საარჩევნოდ „ნაციონალური მოძრაობის“ კოორდინატორები და პარტიის წარმომადგენლები არიან საარჩევნო კომისებში.
ქრისტინა ქარჩხაძე
No comments:
Post a Comment