Monday, April 9, 2012

სანთლების აქცია ქუთაისში


ქუთაისში, 9 აპრილის მემორიალთან დღეს სანთლების აქცია მიმდინარეობს. 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიისას გარდაცლილთა ხსოვნის პატივსაგებად მემორიალთან სანთლები დილიდან დაინთო. სანთლების აქცია მთელი დღის მანძილზე გაგრძელდება და მასში მონაწილეობის საშუალება ყველა მსურველს შეეძლება.

სანთლების აქციის გარდა, 9 აპრილის მემორიალთან 23 წლის წინ, ტარგედიის დღეს გადაღებული ფოტოებიც გამოიფინა. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მემორიალი ყვავილებით შეამკეს.

9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი სტუდენტებმაც მიაგეს. აქციაში მონაწილეობა აკ. წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის თვითმმართველობამ და ახალგაზრდულმა პარლამენტმაც მიიღო.

1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 23 წელი შესრულდა. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.
დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა და პარლამენტის წინ შეკრებილი ათასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.

„ახალი გაზეთი“

No comments:

Post a Comment