Thursday, April 12, 2012

მეწარმეები ახალი თვალთახედვით


სოფლის მეურნეობის სფეროში არსებული საწარმოების განვითარების შესახებ იმსჯელეს, დღეს, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამართულ მრგვალ მაგიდაზე. შეხვედრას სასოფლო–სამეურნეო საწარმოების და კოოპერატივების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ასევე, იყვნენ არასამათავრობო ორგანიზაციებია, სამთავრობო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. შეხვედრაზე, სოფლის მეურნეობის სფეროში არსებულ მდგომარეობასა და პერსპექტივებზე იმსჯელეს. ,,ქუთაისის განათლებისა და განვითარების ცენტრის ორგანიზებით მოეწყო შეხვედრა იმ მეწარმეებთან, რომლებიც სოფლის მეურნეობის დარგში წარმოებისა და გადამუშავების დარგში მოღვაწეობენ. მეწარმეებმა გაიარეს სრული კურსი, რომელიც ითვალისწინებდა, სოფლის მეურნეობის სფეროში არსებული საწარმოების განვითარებას“, – აღნიშნა განათლების და განვითარების ცენტრის ხელმძღვანელმა ლიკა კილაძემ.

სასოფლო–სამეურნეო საწარმოს წარმომადგენლებს, ორთვიანი გადამზადების კურსი ჩაუტარა არასამთავრობო ორგანიზაციამ ,,ადამიანი გაჭირვებაში“. ,,ორთვიანი კურსი თებერვლში დაიწყო. ძირითადად, სასოფლო–სამეურნეო საწარმოების წარმომადგენლები გადაემზადნენ საწარმოს მართვაში, მარკეტინგში, შეისწავლეს ახალი ტექნოლოგიები, აიმაღლეს კვალიფიკაცია ამ განხრით. გვინდა, რომ მომავალშიც ჩავატაროთ მსგავსი ტრენინგები,“ – განაცხადა ,,ადამიანი გაჭირვებაში“ პროექტის კოორდინატორმა დავით ჭეიშვილმა.

მეწარმეები ფიქრობენ, რომ გადამზადების კურსები, მათ, ბიზნესის დაგეგმვასა და განვითარებაში დაეხმარებათ. ,,სოფლის მეურნეობაში, მარკეტინგიული მენეჯმენტი ჯერჯერობით არ ყვავის. ამ სემინარზე, მოცული იყო იურდიული სფერო, ეკონომიკა, ბუღალტერია, რომლის შესწავლაც დაგვეხმარება გავაფართოვოთ, განვავითაროთ და ვაკონტროლოთ ჩვენი ბიზნესი. სრულიად, ახალი თვალით დავინახეთ, როგორ უნდა შევიდეთ ბაზარზე,“ – ამბობს ადგილობრივი მეწარმე ავთანდილ ვაშაკიძე.

ხათუნა მაისურაძე

No comments:

Post a Comment