9 აპრილის ტრაგედიისას გარდაცვლილთა ხსოვნისადმი მიძღვნილ სანთლების აქციაში მონაწილეობა მიიღეს ქუთაისში მოქმედმა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმაც. კოალიცია ,,ქართული ოცნების“, ,,ახალი მემარჯვენეებისა” და ,,ქრისტიან-დემოკრატების” აქტივისტებმა, 9 აპრილის მემორიალს პატივი მიაგეს და გვირგვინებით შეამკეს.
,,არცერთ ქართველს და არცერთ ქუთაისელს არ უნდა დაავიწყდეს ეს დღე და ეს ადგილი. ამ დღეს, უნდა აღინიშნოს გლოვის დღე და პატივი მივაგოთ დაღუპული გმირების ხსოვნას,“ - აღნიშნა ,,რესპუბლიკური პარტიის” ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ნატო ქათამაძემ.
,,ეს არის დღე, რომელიც აერთიანებს ყველა ადამიანს, მიუხედავად მისი პოლიტიკური შეხედულებისა. დღე, რომელიც უკავშირდება საქართველოს დამოუკიდებლობას. სწორედ, ეს დღეE უდევს საფუძვლად, საქართველოს ეროვნულობას“ - განაცხადა ,,ახალი მემარჯვენეების” ლიდერმა ქუთაისში მამუკა მღვდელაძემ.
სანთლების აქცია ქუთაისში დღეს, 9 აპრილის მემორიალთან, დილიდან მიმდინარეობს. აქციაში მონაწილეობის მიღება ყველა მსურველს შეუძლია.
ხათუნა მაისურაძე
No comments:
Post a Comment