ქუთაისში, სასტუმრო „თბილისში“ მცხოვრებ დევნილებს ელექტროენერგია არ მიეწოდებათ. როგორც დევნილები აცხადებენ, ელექტროენერგიის მიწოდება ერთი კვირის წინ შეუწყდათ. „ელექტროენერგია დავალიანების გამო გამოგვირთეს. გვითხრეს, მარტის თვის დავალინება გაქვთო. მაგრამ იმდენი არის დავალიანება, მგონი წინა თვეებიც არის დამატებული“, - ამბობს სასტუმრო „თბილისში“ მცხოვრები ნინო ჩაჩავა.
დევნილები განმარტავენ, რომ მათი დავალიანება ამ დროისთვის 3 800 ლარს შეადგენს. დევნილებმა დავალიანების დასაფარად 1040 ლარამდე უკვე შეაგროვეს, რაც არასაკმარისია. „გვითხრეს,ნახევარი მაინც აკირბეთო. რა შესაძლებლობაც გვქონდა კი ავკრიბეთ 20 -20 ლარი. მეტი საშუალება ჩვენ არა გვაქვს ამ იმუშევარ ხალხს. შტაბიდან იყვნენ მოსულები და გვითხრეს, რაც გაქვთ ის მაინც შეიტანეთ და შეიძლება შუქი ჩაგირთონო. მაგრამ ამათ ვერ ვენდობით. ჯერ ჩაგვირთონ და მერე შევიტანთ თანხას“, - აღნიშნავენ დევნილები.
რა პირობით და როდის შეიძლება აღუდგეს ელექტროენერგიის მიწოდება სასტუმრო „თბილისში“ მცხოვრებ დევნილებს, ამ კითხვებით „ახალმა გაზეთმა“ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს წერილობით მიმართა. სამინისტროს პოზიციას პასუხების მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.
თეკლა მორგოშია
No comments:
Post a Comment