„მუნიციპალიტეტი არის პირველი რგოლი მოსახლეობასა და ხელისუფლებას შორის, ამიტომ მნიშვნელოვანია, კეთილმოწყობილი, კომფორტული გარემოს შექმნა, სადაც მოქალაქეებს პროფესიონალი კადრები მოემსახურებიან,“ - განაცხადა იმერეთის გუბერნატორმა ლაშა მაქაცარიამ, რომელმაც ქალაქის ხელმძღვანელობასთან ერთად, მშენებარე მართვის ტერიტორიული ორგანოების შენობები მოინახულა.
ქუთაისში მართვის ტერიტორიული ორგანოებისთვის ახალი შენობები კახიანაურის, გუმათის, საფიჩხიისა და ავტოქარხნის მუნიციპალიტეტებისთვის შენდება. მშენებლობა მიმდინარე წლის ივნისში დასრულდება. მისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 428 ათასი ლარი დაიხარჯება.
ახალი, გამჭირვალე შენობა 4 მუნიციპალიტეტისთვის გასულ წელსაც აშენდა. ქუთაისში სულ 12 მუნიციპალიტეტია. დანარჩენი 4 მართვის ტერიტორიული ორგანოსთვის ახალი შენობები მიმდინარე წლის ბოლომდე აშენდება.
„ახალი გაზეთი“
No comments:
Post a Comment