ქუთაისში, გორკის ქუჩის სავალი ნაწილის კაპიტალური შეკეთებითი სამუშაოები უახლოეს დღეებში დაიწყება. ქუჩის საწყისი მონაკვეთი ბეტონის საფარით უნდა მოეწყოს. სამუშაოებს, 220 ათას ლარად, ტენდერში უკონკურენტოდ გამარჯვებული შპს „ტობე“ განახორციელებს. ტენდერის პირობების თანახმად, სამშაოები 3 თვეში უნდა დასრულდეს. ტენდერი ადგილობრივმა თვიმმართველობამ 14 მარტს 256 961 ლარზე გამოცხადა. „ტობე“ ადგილზე 18 სანტიმეტრიან „ალმირებულ“ ბეტონის საფარს 5 039 კვ.მეტრზე დააგებს.
„სოცილაურ ქსელებში და მოსახლეობაშიც გორკის ქუჩა ყბადაღებული თემა იყო. ამიტომ, გავითვალისწინეთ საზოგადოების სურვილი და გორაზე, პირველ რიგში, ამ ქუჩის რეაბილიტაციას დავიწყებთ,“ - აღნიშნა ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა ლევან ჭანჭალეიშვილი.
ადგილობრივ თვითმმართველობაში აცხადებენ, რომ გორას დასახლებაში, ასევე, იგეგმება ვაჟა-ფშაველას ქუჩის მოწყობასაც. „ვაჟა-ფშაველას ქუჩა რამდენიმე წლის წინ ახალი ბეტონის საფარით დაიფარა. თუმცა, თანხის არასაკამარისი რაოდენობის გამო, გზის დაგება ბოლომდე ვერ მოხერხდა და იგი სხირტლაძის ქუჩის კვეთასთან (მე-20 საჯარო სკოლასთან) შეჩერდა. ახალმა გზამ გააუმჯობესა მდგომარეობა, მაგრამ, დარჩელინი მონაკვეთი, ყაზბეგის ქუჩამდე, კვლავაც მძიმე მდგომარეობაშია. ამის გამო გამოცხადდა 257 053 ლარიანზე ტენდერი გზის დარჩენილი ნაწილის (500 მეტრის) შეკეთებაზე. სამუშაოები მიმდიანრე წლის აპრილში დაიწყება და ზაფხულში დამთავრდება,“ - ამბობს ლევან ჭანჭალეიშვილი.
თეო ხარაბაძე
No comments:
Post a Comment