ადამიანის უფლებათა სახლში დღეს გამართულ შეხევდრაზე სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა მედიასა და სამოქალაქო სექტორს გასული წლის განმავლობაში ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებულ ვითარებაზე ესაუბრა.
„ჩემი მიზანი იყო ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ ჩამოვსულიყავი ქუთაისში და ადგილობრივ მედიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად მესაუბრა ანგარიშის შესახებ,“ - განაცხადა გიორგი ტუღუშმა.
ომბუდსმენის თქმით, ყოველწლიურ ანგარიშში ტრადიციული თავების გარდა, არატრადიციული თავებიც მოხვდა. მაგალითად ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა. როგორც ომბუდსმენმა აღნიშნა, ანგარიშში ყურადღება დაეთმო სასამართლო ხელისუფლების საქმიანობას, რადგან: „სასამართლო ადამინის უფლებათა ერთ-ერთი პირველი დამცველია,“ - მიიჩნევს ტუღუში.
ომბუდსმენი გასული წლის განმავლობაში გამართულ აქციებსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ქუთაისში, ქარხანა „ჰერკულესის“ მუშების აქცია შეწყდა. ასევე, მან აქციების პერიოდში ჟურნალისტების მიმართ პროფესიულ საქმიანობაში ხელისშეშლის ფაქტებზეც ისაუბრა.
გიორგი ტუღუში ყოველწლიური ანგარიშის ტრადიციულ თემას - სასჯელაღსრულების სისტემას შეეხო. მისი თქმით, ქვეყანაში არსებულ 18 სასჯელაღსრულების დაწესებულებას შორის, ქუთაისის №2 ციხე ერთ-ერთ ყველაზე რთულ დაწესებულებად რჩება.
ომბუდსმნეის ანგარიშში საჯარო დაწესებულებებიდან საჯარო ინდფორმაციის გამოტანის ხელმისაწვდომობის საკითხიც მოხვდა. როგორც ტუღუშმა აღნიშნა, ამ პრობლემასთან დაკავშირებით მას ძირითად შემთხვევაში ჟურნალისტები მიმართავენ. სახალხო დამცველის თქმით, ომბუდსმენის აპარატს სოციალურად დაუცველმა და უსახლკარი პირებმაც მიმართეს.
„უნდა ითქვას, რომ ადგილობრივ ბიუჯეტებში ამ კატეგორიის პირთა დასახმარებლად გამოყოფილი თანხა აბსურდულია. მათი პრობლემის გარდა, ჩვეს ანგარიშში საგადასახადო ორგანოების საქმიანობის შესწავლის შედეგებიც არის ასახული. საგადასახადო ორგანომ გადასახადების გადამხდელთა უფლებები დაარღვია, რადგან მათ მიმართ ადგილი ჰქონდა უკანონო დაჯარიმებას. ანგარიშში ასევე, საუბარია ჯანდაცვის მომსახურების ხელომისაწვდომობის კუთხით არსებულ ვითარებაზეც. კერძოდ, რამდენად ადეკვატურია დაზღვეული ადამინის სამედიცინო მომსახურება და რა მდგომარეობაში იმყოფება დაუზღვეველი მოქალაქე,“ - ამბობს გიორგი ტუღუში.
ზემოთაღნიშნული საკითხების გარდა, ომბუსდმენის ანგარიშში სხვადასხვა ეთნიკური უმცირესობისა და ეკომიგრანტების პრობლემებიც მოხვდა. ანგარიშის ძირითადი მიმართულებების წარმოდგენის შემდეგ, ტუღუშმა შეხვედრის მონაწილეთა კითხვებს უპასუხა და ქუთაისში სახალხო დამცველის ოფისის გაფართოების საკითხიც აღნიშნა.
No comments:
Post a Comment