Wednesday, April 4, 2012

ესეების ონლაინ კონკურსი

12 მარტიდან სოციალურ ქსელ facebook-ის ქუთაისის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვისა და ახალგზრდულ საქმეთა სამსახურის გვერდზე (http://www.facebook.com/pages/) ესეების ონლაინ კონკურსი, `ჩემი კულტურა~, მიმდინარეობს. კონკურსი 12 აპრილს 18 საათზე დასრულდება და თავის ორ პრიზიორს გამოავლენს - `like”-ების ლიდერს და ჟიურის გამარჯვებულს. თავისი რჩეულის გამოვლინების საშუალება ექნება ჟურნალ `ცხელ შოკოლადსაც~.

გარდა რჩეულად აღიარებისა, გამარჯვებულები ფულად პრემიებსაც მიიღებენ - 1000 ლარის ოდენობით. Pპროექტის ინიციატორი და მხარდამჭერი ქუთაისის მერიის კულტურის სამსახურია. შესაბამისად, კონკურსის ძირითადი თემა და სათქმელი აღნიშნული სამსახურის საქმიანობას უკავშირდება. K`კონკურის ძირითადი თემა კულტურაა. ჩვენ გვაინტერესებდა საინტერესო, ორიგინალური შემოქმედებითი ფორმით გამოხატული სუბიექტის მოსაზრება და დამოკიდებულება კულტურის მიმართ. ზოგადად, როგორია დღეს კულტურა, საზოგადოება და ადამიანი ავტორების თვალთახედვით~, - ამბობს ქალაქის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის კულტურის განყოფილების მთავარი სპეციალისტი ნატალი პატარიძე.

A`ავტორების თვალთახედვის~ შეფასება ყველას შეუძლია. `რადგან კონკურსი სოციალურ ქსელში გამოცხადდა, ამიტომ გამოვიყენეთY მისი ყველაზე პოპულარული ფუნქცია - like~, - ამბობს ნატალი პატარიძე.

კონკურსის ფარგლებში ამ დროისთვის 23 ნაშრომია შესული, როგორც დებიუტანტი, ასევე გამოცდილი ავტორების ტექსტები. `ძირითადად დამწყები ავტორები აქტიურობენ, სტუდენტები. არის საკმაოდ სუსტი ნაშრომებიც, თუმცა ჩვენ ვაქვეყნებთ ყველს გამჭვირვალობისთვის და საბოლოო გადაწყვტილებას ჟიურის ვანდობთ. Aარის რამდენიმე პროფესიონალი ავტორიც, ასევე საინტერესო დებიუტიც. აღმოჩენაც გავაკეთეთ, თუმცა ამ ყველაფერზე საუბრის საშუალება ალბათ კონკურსის შემდეგ გვექნება~, - ამბობს ნატალი პატარიძე.

ჟიურის წევრები არიან გიორგი კეკელიძე, პოეტი, ესეისტი, ელექტრონულ ბიბლიოთეკა lib.ge- დამფუძნებელი, პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი და მწერალი ნენე კვინიკაძე.

გამარჯვებული ესე დაიბეჭდება ჟურნალ `focus”-ში. გამარჯვებულთა ვინაობა 14 აპრილს გახდება ცნობილი.

ეკა კუხალაშვილი

No comments:

Post a Comment