Monday, February 20, 2012

სადაზღვევო პოლისები შეზღუდული პირობებით

უთა­ის­ში, სა­დაზ­ღვე­ვო პა­კე­ტის მფლობელი სო­ცი­­ლუ­რად და­უც­ვე­ლი მო­ქა­ლა­ქეები პო­ლი­სით ვერ სარ­გებლობენ. სახელ­მწი­ფო პროგ­რა­მის ფარ­გლებში, სო­ცი­­ლუ­რად და­უც­ვე­ლი მო­სახლეობის ჯამ­რთე­ლობის დაზ­ღვე­ვას ქუ­თა­ის­ში სა­დაზ­ღვე­ვო კომ­პა­ნია „ალ­და­გი ბისი­­ი" უზ­რუნ­ველყოფს. სი­ღა­რიბის ზღვარს ქვე­მოთ მყოფი მო­სახლეობის სა­მე­დი­ცი­ნო დაზ­ღვე­ვის პროგ­რა­მის ფარ­გლებში, კომ­პა­ნია სულ 23 957 ბენე­ფი­ცი­არს ემ­სახურება.

ქუ­თა­ის­ში მცხოვ­რები ნუ­ნუ ლორ­თქი­ფა­ნი­ძე ქრო­ნი­კუ­ლი და­­­ვა­დების მქო­ნე პა­ცი­ენ­ტთა რიცხვს მი­­კუთ­ვნება. მას სა­დაზ­ღვე­ვო კომ­პა­ნია „ალ­და­გი ბისი­­ი"-ს დაზ­ღვე­ვა გა­სუ­ლი წლის ოქ­ტომბრი­დან აქვს. ბენე­ფი­ცი­არს პო­ლი­სის გა­მოყენება დაზ­ღვე­ვის მი­ღებიდან 1 თვე­ში დას­ჭირ­და. ლორ­თქი­ფა­ნი­ძე ინ­სულ­ტის დი­აგ­ნო­ზით შპს „ი­მე­რე­თის რე­გი­­ნა­ლურ კლი­ნი­კურ სა­­ვადმყოფო­ში" მოხვდა (რო­მე­ლიც „ალ­და­გი ბისი­ა"-ის სა­კუთ­რებაშია). ნუ­ნუ ლორ­თქი­ფა­ნი­ძის შვი­ლიშ­ვი­ლის, ქე­თე­ვან ღუ­დუ­შა­­რის თქმით, მდგო­მა­რეობის გა­უმჯობესების­თვის პა­ცი­ენტს 5 დღი­­ნი ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცია სჭირ­დებოდა, თუმ­ცა ის 3 დღე­ში გა­მო­წე­რეს.

„სა­დაზ­ღვე­ვო კომ­პა­ნი­ამ ძა­ლი­ან გა­­ფუ­ჭა პო­ლი­სის პი­რობები. ბებიას მუდ­მი­ვად ესა­ჭი­როება ექი­მის მეთ­ვალყურეობა და მე­დი­კა­მენ­ტების მი­ღება. წამ­ლები სა­შინ­ლად ძვი­რი ღირს. კარ­გი იქ­ნებოდა, პო­ლი­სი წამ­ლებზე გარ­კვე­ულ შე­ღა­ვათს რომ ით­ვა­ლის­წი­ნებდეს. გარ­და ამი­სა, ნების­მი­ერ სა­­ვადმყოფო­ში ექიმ­თან ვი­ზიტს კომ­პა­ნია არ აფი­ნან­სებს. მხოლოდ იმ და­წე­სებულებაში შეგ­ვიძ­ლია მის­ვლა, რო­მე­ლიც უბნით გვე­კუთ­ვნის," - ამბობს ქე­თე­ვან ღუ­დუ­შა­­რი.

ქუ­თა­ის­ში მცხოვ­რები 20 წლის სა­ლო­მე მა­მა­გე­იშ­ვი­ლი ერთ-ერ­თი მათ­გა­ნი­ა, რო­მე­ლიც სა­მე­დი­ცი­ნო პო­ლი­სის მეშ­ვეობით სა­სურ­ვე­ლი მომ­სახურების მი­ღებას ასე­ვე ვერ ახერხებს. სა­ლო­მეს ორი­ვე მკერ­დის სიმ­სივ­ნე აქვს. მას გა­და­­დებელი ქი­რურ­გი­­ლი ჩა­რე­ვა სჭირ­დება. სა­დაზ­ღვე­ვო კომ­პა­ნი­­ში მა­მა­გე­იშ­ვილ­მა 1044 ლა­რი­­ნი ან­გა­რიშ­ფაქ­ტუ­რა მი­­ტა­ნა. კომ­პა­ნი­ამ მას მხოლოდ ერთი სარ­ძე­ვე ჯირ­კვლის ოპე­რა­ცია და­­ფი­ნან­სა, თუმ­ცა მოც­დის პე­რი­ოდ­ში ჩას­ვა. შე­საბამი­სად, პა­ცი­ენ­ტი ოპე­რა­ცი­­სათ­ვის სა­ჭი­რო თანხას მიმ­დი­ნა­რე წლის მარ­ტში მი­­ღებს.

„რა­ტომ გვაძ­ლე­ვენ სა­დაზ­ღვე­ვო პო­ლი­სებს, თუ ის არა­ფერს წარ­მო­ად­გენს? კომ­პა­ნი­ამ მხოლოდ ექი­მის ვი­ზი­ტი და­მი­ფი­ნან­სა. 30 ლარს ბოლოს და ბოლოს ვი­სესხებდი სად­მე და აქამ­დე ისე მო­ვი­დო­დი, ოპე­რა­ცი­ის თანხა სა­­დან მო­ვი­ტა­ნო?" - ამბობს სა­ლო­მე მა­მა­გე­იშ­ვი­ლის დე­და ზე­­ნაბ ხეცუ­რი­­ნი.

ჯან­მრთე­ლობის დაზ­ღვე­ვის მე­დი­­ცი­ის სამ­სახური, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს შრო­მის, ჯან­მრთე­ლობისა და სო­ცი­­ლუ­რი დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში გა­სუ­ლი წლის მა­ის­ში ამოქ­მედ­და, სწო­რედ მსგავ­სი სახის და­ვებს გა­ნიხილავს. აღ­ნიშ­ნუ­ლი სამ­სახურის მო­ვა­ლეობას წარ­მო­ად­გენს იმის გა­კონ­ტრო­ლება, რამ­დე­ნად სარ­გებლობენ მო­ქა­ლა­ქეები დაზ­ღვე­ვით, არის თუ არა და­ცუ­ლი მა­თი უფ­ლებები სა­დაზ­ღვე­ვო კომ­პა­ნიებთან ურ­თი­ერ­თობისას? ასე­ვე, გა­ნიხილავს იმ მო­ქა­ლა­ქე­თა საქ­მეებს, რომ­ლებსაც უა­რი ეთ­ქვათ მომ­სახურების და­ფი­ნან­სებაზე სა­დაზ­ღვე­ვო კომ­პა­ნი­ის მხრი­დან, ხოლო მომ­სახურების გა­წე­ვა­ზე კლი­ნი­კის მხრი­დან. მე­დი­­ცი­ის სამ­სახურს მო­ქა­ლა­ქე­თა ად­ვო­კა­ტი­რების ფუნ­ქცი­აც აკის­რი­ა.

ჯან­მრთე­ლობის დაზ­ღვე­ვის მე­დი­­ცი­ის სამ­სახურ­ში გან­მარ­ტა­ვენ, რომ პრობლე­მას მო­ქა­ლა­ქეების არა­ინ­ფორ­მი­რებულობა წარ­მო­ად­გენს. მე­დი­­ცი­ის სამ­სახურის და­ვების განხილ­ვის სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სი სპე­ცი­­ლის­ტის - ალექ­სან­დრე ასა­თი­­ნის თქმით, მათ მო­ქა­ლა­ქეები მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტაბით მი­მარ­თა­ვენ. მი­მარ­თვების წი­ლი იმე­რე­თის რე­გი­ონ­სა და მათ შო­რის, ქუ­თა­ის­ში მცხოვ­რებ მო­ქა­ლა­ქეებზეც მო­დის. ალექ­სან­დრე ასა­თი­­ნის თქმით, მო­ქა­ლა­ქეები სამ­სახურს ძი­რი­თა­დად ინ­ფორ­მა­ცი­­ლი ში­ნა­არ­სის კითხვებით მი­მარ­თა­ვენ. კერ­ძოდ, რო­მელ სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სახურებას ით­ვა­ლის­წი­ნებს სა­დაზ­ღვე­ვო პო­ლი­სი და რო­მელს-არა. ასა­თი­­ნი ამბობს, რომ მო­ქა­ლა­ქეებსა და სა­დაზ­ღვე­ვო კომ­პა­ნიებს შო­რის და­ვას სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სებულების არ­ჩე­ვის სა­კითხიც წარ­მო­შობს.

„ა­და­მი­ანს უნ­და, რომ სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სახურება მის მი­ერ არ­ჩე­ულ სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სებულებაში და­­ფი­ნან­სდეს. სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სებულების არ­ჩე­ვა კი სა­დაზ­ღვე­ვო კომ­პა­ნი­ის პრე­რო­გა­ტი­ვა­ა. მო­ქა­ლა­ქეები ითხოვენ აგ­რეთ­ვე, მა­ღალ­ტექ­ნო­ლო­გი­ურ კვლე­ვებსა და მე­დი­კა­მენ­ტებს. ძი­რი­თა­დი პრობლე­მა არის ის, რომ მო­ქა­ლა­ქებმა იცოდ­ნენ პო­ლი­სის ინ­სტრუქ­ცია," - ამბობს ასა­თი­­ნი.

სა­დაზ­ღვე­ვო კომ­პა­ნია „ალ­და­გი ბისი­­ის" სა­ზო­გა­დოებას­თან ურ­თი­ერ­თობის სამ­სახურის უფ­რო­სი მა­ია ივ­ჩენ­კო კომ­პა­ნი­ის მი­ერ დაზ­ღვე­­ლი მო­ქა­ლა­ქეების პრე­ტენ­ზიებთან და­კავ­ში­რებით გან­მარ­ტებას აკე­თებს. ივ­ჩენ­კოს თქმით, ნუ­ნუ ლორ­თქი­ფა­ნი­ძე სა­­ვადმყოფო­ში ურ­გენ­ტის რეჟიმ­ში მოხვდა. ურ­გენ­ტუ­ლი ჰოს­პი­ტა­ლუ­რი მომ­სახურება კი დაზ­ღვე­­ლის ჯან­მრთე­ლობის მდგო­მა­რეობის გა­­­რე­სების შემთხვე­ვა­ში, სამ­კურ­ნა­ლო-დი­აგ­ნოს­ტი­კუ­რი ღო­ნის­ძიებების ჩა­ტა­რებას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

„მდგო­მა­რეობის დას­ტაბილუ­რების შემ­დეგ, დაზ­ღვე­­ლის კონ­სერ­ვა­ტი­­ლი მკურ­ნა­ლობა სტა­ცი­­ნა­ლუ­რად არ იფა­რება სი­ღა­რიბის ზღვარს ქვე­მოთ პო­ლი­სით მო­სარ­გებლეებისათ­ვის. სტა­ცი­­ნა­რი­დან გა­წე­რი­სას პა­ცი­ენ­ტის მდგო­მა­რეობა გა­უმჯობესებული იყო. ინ­სულ­ტი­ან პა­ცი­ენტს მუდ­მი­ვი მეთ­ვალყურეობა და მე­დი­კა­მენ­ტო­ზუ­რი მკურ­ნა­ლობა ესა­ჭი­როება. ამ მომ­სახურებას პო­ლი­სი ფა­რავს უბნის პო­ლიკ­ლი­ნი­კის დო­ნე­ზე ოჯახის ექი­მის და სპე­ცი­­ლის­ტის მომ­სახურების სახით," - ამბობს მა­ია ივ­ჩენ­კო.

რო­გორც სა­დაზ­ღვე­ვო კომ­პა­ნი­ის სა­ზო­გა­დოებას­თან ურ­თი­ერ­თობის ხელ­მძღვა­ნე­ლი ამბობს, არ ყოფი­ლა შემთხვე­ვა, რო­ცა დაზ­ღვე­ულს ან კლი­ნი­კას მათ­თვის მი­­მარ­თოს და კომ­პა­ნი­ას სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სახურება არ და­­ფი­ნან­სებინოს. სა­ლო­მე მა­მა­გე­იშ­ვილ­თან და­კავ­ში­რებით მა­ია ივ­ჩენ­კო გან­მარ­ტავს, რომ ამ შემთხვე­ვა­ში საქ­მე გვაქვს კე­თილ­თვი­სებიან სიმ­სივ­ნეს­თან, რო­მე­ლიც არ შე­დის ავ­თვი­სებია­ნი სიმ­სივ­ნეების რიცხვში და რო­მე­ლიც სა­ჭი­როებს გეგ­მი­ურ ქი­რურ­გი­ულ ჩა­რე­ვას.

გეგ­მი­­რი ჰოს­პი­ტა­ლუ­რი მომ­სახურება სახელ­მწი­ფო დად­გე­ნი­ლების თა­ნახმად, ით­ვა­ლის­წი­ნებს მოც­დის პე­რი­ოდს 6 თვემ­დე," - ამბობს მა­ია ივ­ჩენ­კო.

ქრისტინა ქარჩხაძე

No comments:

Post a Comment