Monday, February 6, 2012

კონკურენტი სასწრაფოები ქუთაისში

ქუ­თა­ის­ში არ­სებული სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახმა­რების პა­რა­ლე­ლუ­რად, ახალი სას­წრა­ფო დახმა­რების სამ­სახური იქ­მნება. ო.ჩხობაძის სახელ­მწი­ფო ინ­ვლიდ­თა და ხან­დაზ­მულ­თა სამ­კურ­ნა­ლო, სა­რეაბილი­ტა­ციო რე­გი­­ნა­ლუ­რი ცენ­ტრის ბაზა­ზე შექ­მნი­ლი სას­წრა­ფო დახმა­რების სამ­სახური მიმ­დი­ნა­რე წლის თებერ­ვლის შუა რიცხვებიდან ამოქ­მედ­დება. ის ქუ­თა­­სის მას­შტაბით მო­ემ­სახურება მო­სახლეობას.

ახალი სას­წრა­ფო დახმარების შექ­მნის მი­ზე­ზად ქუ­თა­ის­ში სა­დაზ­ღვე­ვო კომ­პა­ნია „ალ­და­გი ბისი­ა"-ის შე­მოს­ვლა სახელ­დება. სა­დაზ­ღვე­ვო კომ­პა­ნი­ას, რო­გორც ცნობილი­ა, ქა­ლა­ქის მას­შტაბით გა­სულ წლის ოქ­ტომბერ­ში სა­კუთ­რებაში გა­და­­ცა რამ­დე­ნი­მე სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სებულება, მათ შო­რის სას­წრა­ფო სამ­სახური. ქუ­თა­­სის სა­მე­დი­ცი­ნო სფე­რო­ში უკ­ვე ღი­ად საუბრობენ სა­დაზ­ღვე­ვო კომ­პა­ნია „ალ­და­გი ბისი­ა"-ის მო­ნო­პო­ლის­ტურ მიზ­ნებზე.

„ალ­და­გი" მო­ნო­პო­ლის­ტი გახდა. ჩვენ ფაქ­ტობრი­ვად ისეთ გა­რე­მო­ში აღ­მოვ­ჩნდით, რომ სა­ჭი­როა სა­კუ­თარ თავ­ზე ვიზ­რუ­ნოთ. საუბრობდნენ ჩვე­ნი სა­ავადმყოფოს მარ­თვა­ში გა­და­ცე­მა­ზე, მაგ­რამ ასე არ მოხდა. შე­საბამი­სად, კონ­კუ­რენ­ცის პი­რობებში სა­ჭი­როა ახალი ნაბიჯები გა­დავ­დგათ", - ამბობს ო. ჩხობაძის სახელ­მწი­ფო ინ­ვალიდ­თა და ხან­დაზ­მულ­თა სამ­კურ­ნა­ლო, სა­რებილი­ტა­ციო რე­გი­­ნა­ლუ­რი ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე გი­ორ­გი სან­დუხაძე.

ახალი სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახმა­რების სამ­სახურმა (133) სახელ­მწი­ფო ლი­ცენ­ზია რამოდენიმე დღეა მიიღო. მე­დი­კო­სებს უკ­ვე შერ­ჩე­­ლი აქვთ ფარ­თი, სა­დაც სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სებულება გან­თავ­სდება. სას­­რა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახმა­რების სამ­სახური ე.წ ავ­ტო­ქარხნის სა­ავადმყოფოს პი­რველ სარ­თულ­ზე და­­დებს ბინას. ამჟა­მად ფარ­თის მო­წეს­რი­გება მიმ­დი­ნა­რეობს. რო­გორც სა­ავადმყოფო­ში საუბრობენ, ქა­ლაქს 3 „ბრი­გა­და", 12 ექი­მი - ჯამ­ში 35 - კა­ცი­­ნი პერ­სო­ნა­ლი მო­ემ­სახურება.

ახალი სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახმა­რების ექი­მები ძი­რი­თა­დად, ქუ­თა­ის­ში უკ­ვე არ­სებული სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახმა­რების სამ­სახურის (03) ყოფი­ლი თა­ნამ­შრო­­ლებით და­კოპ­ლექ­ტდება. შე­გახსე­ნებთ, რომ მას შემ­დეგ რაც „03" (ამჟამინ­დე­ლი „113") „ალ­და­გი ბისი­ას" მარ­თვე­ლობაში გა­და­­ცა, ექიმ­თა ნა­წი­ლი სამ­სახური­დან გა­­თა­ვი­სუფ­ლეს.

„ახლა ექი­მებთან ად­გილ­ზე შეხვედ­რას ვერ მოახერხებთ. მუ­შაობა არ დაგ­ვიწყია. მზა­დების პრო­ცეს­ში ვართ. გარ­და პერ­სო­ნა­ლის მზადყოფ­ნი­სა, ძა­ლიან ბევ­რი სა­კითხია მო­საგ­ვრებელი. ამ ეტაპ­ზე მა­ტე­რი­­ლურ-ტექ­ნი­კუ­რი ბაზის მო­წეს­რი­გება მიმ­დი­ნა­რეობს. ასე­ვე, სა­ჭი­რო მე­დი­კა­მენ­ტებითა და სა­მე­დი­ცი­ნო საქ­მი­­ნობის სხვა ინ­ვენ­ტა­რით უზ­რუნ­ველყოფა", - ამბობს გი­ორ­გი სან­დუხაძე.

ო. ჩხობაძის სახელ­მწი­ფო ინ­ვალიდ­თა და ხან­დაზ­მულ­თა სამ­კურ­ნა­ლო, სა­რეაბილი­ტა­ციო რე­გი­­ნა­ლუ­რი ცენ­ტრში გან­მარ­ტა­ვენ, რომ მათ ბაზა­ზე შექ­მნი­ლი სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახმა­რება ფა­სი­­ნი იქ­ნება. „თუ სტა­ცი­­ნა­რი­ში გა­დაყვა­ნა მოხდება, შე­საბამი­სად მომ­სახურება უფა­სო იქ­ნება, მაგ­რამ გა­მო­ძახების სა­ფა­სუ­რი 35-40 ლა­რი იქ­ნება. თუმ­ცა, ვგეგ­მავთ სახელ­მწი­ფო და­ფი­ნან­სების მო­პო­ვებას. წი­ნას­წარ მი­ჭირს დე­ტა­ლებზე საუბარი", - ამბობს ო. ჩხობაძის სახელ­მწი­ფო ინ­ვალიდ­თა და ხან­დაზ­მულ­თა სამ­კურ­ნა­ლო, სა­რებილი­ტა­ციო რე­გი­­ნა­ლუ­რი ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე.

რაც შეეხება „ალ­და­გი ბისი­ა"-ის სა­კუთ­რებაში გა­და­ცე­მულ სას­წრაფო სა­მე­დი­ცი­ნო სა­მსახურს, ის ამ ეტაპ­ზე ჩვე­ულ რეჟიმ­ში გა­ნაგ­რძობს ფუნ­ქცი­­ნი­რებას. გა­მო­ძახება კვლავ უფა­სო­ა, თუმ­ცა საუბარი­ა, რომ მომ­სახურებას „ალ­და­გიც" ფა­სი­ანს გახდის. თა­ვად სა­დაზ­ღვე­ვო კომ­პა­ნი­­ში ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ და აცხადებენ, რომ ფასიან მომსახურებაზე გადასვლა ჯერჯერობით არ იგეგმება.

თეონა ხარაბაძე

No comments:

Post a Comment