Wednesday, February 15, 2012

ქუთაისის ქუჩებში წყალი იღვრება


ქუთაისის ქუჩებში წყლის ამორტიზებული სისტემის გამო მიწიდან წყალი იღვრება. დადიანის ქუჩის მოსახლეობას აღნიშნული პრობლემა უკვე ერთი თვეა აწუხებს. ადგილობრივების თქმით, ამორტიზებული ქსელი წყლის წნევას ვერ უძლებს, რის შედეგადაც ქუჩა იტბორება.

`სიძველის გამო, მილები ყველგან დახეთქილია. სასწრაფოდ საჭიროებს გამოცვლას. რადგან, ჯერ ერთი - წყლის დანაკარგია და მეორე - გზა ფუჭდება~, - ამბობს დადიანის ქუჩაზე მცხოვრები ნიკოლოზ ჯიმშელეიშვილი.

წყლის მაღალ წნევაზე საუბრობენ საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ქუთაისის სერვის ცენტრშიც. `ქუთაისის სერვის ცენტრმა უზრუნველყო აბონენტების მრიცხველების დამონტაჟება. რამაც გამოიწვია მოსახლეობის მხრიდან სასმელი წყლის ყაირათიანი მოხმარება. Aამის შედეგად, გაიზარდა როგორც წყლის მარაგი, ასევე წნევა ქსელში და ხანდაზმული, ამორტიზებული წყლმომარაგების სისტემის დაზიანებები~, - აცხადებენ წყალმომარაგების კომპანიის ქუთაისის სერვის ცენტრში.

Aარსებული დაზიანების გამო, დადიანის ქუჩაზე წყლის კომპანიის წარმომადგენლებმა დროებითი სამუშაოები უკვე განახორციელეს, თუმცა: `მილების გამაგრებითი სამუშაოების მიუხედავად, მაინც იღვრება წყალი~, - ამბობს მოსახლეობა.

აღსანიშნავია, რომ ქუთაისში წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის გაზაფხულზე უნდა დაიწყოს. თუმცა, ირკვევა, რომ წყალმომარაგების ახალი სისტემის სარეაბილიტაციო სამუშოების პროექტი ამდროისთვის მხოლოდ შემუშავების პროცესშია. `გერმანული ფირმა `კორქსი~ მუშაობს ახალი სისტემის დაპროექტებაზე და უახლოეს დღეებში იქნება პროექტის პრეზენტაცია~, - ამბობს ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი ლევან ჭანჭალეიშვილი.

Mმანამდე კი, როგორც წყალმომარაგების კომპანიაში ირწმუნებიან, თვის ბოლომდე კვლავ უზრუველყოფენ ზემოთაღნიშნულ მისამართზე არსებული დაზიანების დროებით შეკეთებას.

თუმცა, მოსახლეობას, დატობრილი ქუჩის გარა, წყლის დანაკარგის საკითხიც აღელვებს. `საინტერესოა, ეს დანაკარგი ვისზე აისახება? ალბათ, ისევ ჩვენ დაგვაწერენ~, - ამბობს დადიანის ქუჩაზე მცხოვრები ნიკოლოზ ჯიმშელეიშვილი.

`თუ დაზიანება დაფიქსირდა მომხმარებლის კუთვნილ ტერიტორიაზე, აბონენტი ვალდებულია თავად შეაკეთოს ამორტიზებული ქსელი. ხოლო, მრიცხველამდე არსებულ დაზიანებების ლიკვიდაციას სერვის ცენტრი უზრუნველყოფს. შესაბამისად, დანაკარგებზე პასუხისმგებლობის გადანაწილება დაზიანებული უბნის ადგილმდებარეობით განისაზღვრება. კონკრეტულად, თუ წყალქცევა აბონენტის კუთვნილ ქსელზე დაფიქსირდა, ის ნეგატიურად აისახება მრიცხველზე და თავად აბონენტმა უნდა უზრუნველყოს ქსელის გამართული მუშაობა. მრიცხველამდე არსებული წყალქცევები კომპანიის პრობლემაა და მომხმარებელზე არ აისახება~, - აცხადებენ წყალომარაგების კომპანიაში.

კომპანიის ქუთაისის სერვის ცენრტი არსებულ დაზიანებებსა და სხვა სასურველი ინფორმაციების მისაღებად მოსახლეობას ცხელ ხაზზე დაკავშირებას ურჩევს. `ცხელი ხაზია – 26 62 26, სადაც აბონენტს შეუძლია ნებისმიერ საკითხზე მიიღოს სასურველი ინფორმაცია~, - აცხადებენ წყალმომარაგების კომპანიაში.

თეკლა მორგოშია

No comments:

Post a Comment