Monday, February 6, 2012

შადრევანის მშენებლებმა „სობოროს" ნაშთები აღმოაჩინეს


ქუ­თა­­სის ცენ­ტრში, შად­რე­ვა­ნის მშე­ნებლობისას წარ­მოებული გათხრების დროს, მშე­ნებლები ის­ტო­რი­­ლი ნაგებობების ნაშ­თებს გა­დაეყარ­ნენ. გავ­რცე­ლებული ინ­ფორ­მა­ცი­ით, აღ­მო­ჩე­ნი­ლი იყო სა­მარხი, წმინ­და­ნის ნეშ­თით. თუმ­ცა ჩვენს მი­ერ მოკ­ვლე­­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­ფუძ­ველ­ზე, ეს ფაქ­ტი არ და­დას­ტურ­და. გა­ირ­კვა, რომ ქა­ლა­ქის ცენ­ტრში მშე­ნებლებმა კულ­ტუ­რულ ფე­ნას მი­აკ­ვლი­ეს. მათ მუ­შაობის პრო­ცეს­ში მე18-მე-19 სა­­კუ­ნეების სოფ­ლუ­რი და ქალ­აქუ­რი ტი­პის და­სახლებების ნაშ­თები აღ­მო­­ჩი­ნეს.

სახელ­მწი­ფო ის­ტო­რი­­ლი მუ­ზე­­მის დი­რექ­ტო­რის, ის­ტო­რი­კო­სი­სა და არ­ქე­­ლო­გის ომარ ლან­ჩა­ვას ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამ ტე­რი­ტო­რი­ას მე-18 სა­­კუ­ნე­ში, სოფ­ლის ტი­პის და­სახლება იკა­ვებდა, სა­დაც შე­ნობების ძი­რი­თად მა­სა­ლას ხე წარ­მო­ად­გენ­და. ის­ტო­რი­კოს­თა დას­კვნით­, ეს და­სახლება ხან­ძრის შემ­დეგ გა­ნად­გურ­და.­ მე-19 სა­­კუ­ნი­დან ამა­ვე ტე­რი­ტო­რი­­ზე ქა­ლა­ქუ­რი ტი­პის კა­პი­ტა­ლუ­რი შე­ნობები გაჩ­ნდა, რომ­ლის ტი­პი­ურ მა­გა­ლითს წარ­მო­ად­გენს ის­ტო­რი­­ლი მუ­ზე­­მის ყოფი­ლი შე­ნობა, რო­მე­ლიც იმ პე­რი­­დი­სა­ა. თუმ­ცა მთა­ვა­რი ნა­გებობა, რო­მე­ლიც ამ ტე­რი­ტო­რი­­ზე იყო გან­თავ­სებული, „სობორო" გახლდათ. „სობორო" სი­დი­დით თით­ქმის ბაგ­რა­ტის ტა­ძარს უტოლ­დებოდა. ხსე­ნებული ძეგ­ლი „ბოლ­შე­ვიკებმა" და­ან­გრი­ეს 1923 წელს სა­ქარ­თვე­ლოს გა­საბჭოების შემ­დეგ.

ცენ­ტრა­ლურ მო­­დან­ზე შად­რე­ვა­ნის მშე­ნებლობისას, გათხრების დროს მშე­ნებლები სწო­რედ ამ ტაძ­რის სა­ძირ­კველს გა­დაეყარ­ნენ. თუმ­ცა, ამ აღ­მო­ჩე­ნას მშე­ნებლობა არ შე­­ფერხებია.­ ­მარ ლან­ჩა­ვას თქმით, ხსე­ნებული აღ­მო­ჩე­ნა არ არის ის­ტო­რი­კო­სების­თვის სიახლის შემ­ცვე­ლი და არც შე­ნობების ეს ნაშ­თები წარ­მო­ად­გე­ნენ რა­­მე გან­სა­კუთ­რებულ კულ­ტუ­რულ, ან ის­ტო­რი­ულ ღი­რებულებას.

ეკა კუხალაშვილი

No comments:

Post a Comment