ქუთაისის მერიაში არსებულ დოკუმენტაციას ამჟამად კონტროლის პალატა ამოწმებს. საუბარი ეხება 2009-2010 წლების მონაცემების შესწავლას. კერძოდ, კონტროლის პალატა საგზაო და სხვა ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგს ახორციელებს.
საქართველოს კონტროლის პალატის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების აუდიტის დეპარტამენტის უფროსის ვასილ გიგოლაშვილი განმარტავს, რომ ქუთაისის მერიაში გეგმიური შემოწმება ხორციელდება. შემოწმების მიზნით ქუთაისის მერიაში კონტროლის პალატა მიმდინარე წლის იანვრის ბოლოდან შევიდა.
,,კონტროლი ძირითადად ეხება საგზაო ინფრასტრუქტურასა და გამწვანების სამუშაოებს, როგორიცაა: ყვავილების დარგვა, მონიშვნის ხაზები, შუქნიშნები და სხვა. ჩვენი მხრიდან გარკვეულწილად მოხდა ამ საკითხების წინასწარი შესწავლა," - აცხადებს ვასილ გიგოლაშვილი.
როდის დაასრულებს კონტროლის პალატა ქუთაისის მერიაში არსებული დოკუმენტაციის შემოწმებას, ამდროისთვის უცნობია. კონტროლის პალატის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების აუდიტის დეპარტამენტის უფროსის განცხადებით, ვადები შეზღუდული არ არის.
„ეს დამოკიდებულია იმაზე, რამდენად სწრაფად მოხდება საჭირო დოკუმენტების მოწოდება. სავარაუდოდ, მალე უნდა დავასრულოთ," - ამბობს ვასილ გიგოლაშვილი.
No comments:
Post a Comment