ქუთაისში, ნიკეას უბანში მდებარე კომპაქტურ ცენტრში ჩასახლებული დევნილები ელექტროენერგიის გადასახადზე შეღავათებით ვეღარ სარგებლობენ. საუბარია, გამსახურდიას ქუჩა #61/ა-ში მცხოვრებ დევნილებზე, რომლეთაც დაწესებული შეღავათი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ მიმდინარე წლის იანვრიდან შეუწყვიტა.
`იანვრიდან ელექტროენერგიის გადასახადს ჩვენ ვიხდით. ადგილობრივ შტაბში მისულებს გვითხრეს, რომ ეს მინისტრის ბრძანება იყო~, - ამბობს გამსახურდიას ქუჩაზე მცხოვრები დევნილი ჯიმშერ გიორგობიანი.
დევნილები შეღავათის გაუქმებას უკანონობას უწოდებენ. `ასეთი კანონი როგორაა, ადამიანს ფართს არ უკანონებ და ეუბნები - დენზეც შეღავათს გიხსნიო. ჩვენ არც ბუნებრივი აირი გვაქვს შემოყვანილი და არც ფართი გვაქვს დაკანონებული. გვეუბნებიან მალე იქნებაო, მაგრამ როდის არის ეს `მალე~? უკვე ორი წელი გავიდა, რაც რეაბილიტირებულ ცენტრში ვცხოვრობთ~, - განმარტავს გიორგობიანი.
დევნილების განცხადებით, სამინისტრომ ისინი შუა ზამთარში გათბობის გარეშე დატოვა. `ბუნებრივი აირი ჩვენ არ გავქვს, ელექტრო ღუმელები იმდენს წერს რომ მისი გადახდის შესაძლებლობა ჩვენ არ გავქვს. ხალხი ისეთ დღეშია, საჭმელს ვერ აკეთებს. მთელი დღე გაყინული ვართ~, - ამბობს დევნილი ბადრი სიჭინავა.
`კორპუსში გაზის მილები გაყვანილია, მაგრამ გაზის შემოყვანაზე არავინ ფიქრობს~, - აღნიშნავენ დევნილები.
Dსაქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო დევნილებზე ელექტოენერგიის დანახარჯს ამ დრომდე სულადობის მიხედვით იხდიდა. `ერთ სულზე 13 ლარამდე იყო შეღავათი. Eეს ძალიან დიდს ნიშნავდა ჩვენთვის. ახლა რა უნდა ვქნათ?~, - აცხადებენ უშეღავათოდ დარჩენილი დევნილები.
გამსახურდიას #61/ა-ში მცხოვრები დევნილები, გარდა აღნიშნული პრობლმისა, ლტოლვილთა და განსახლების სამინტროსთან ერთად ადგილობრივი ხელისუფლების უყურადღებობაზეც საუბრობენ. `ჩვენ აქ ხალხად არ გვთვლიან. Aარავინ დაინტერესებულა თუ რა პირობები გვაქვს~, - აღნიშნავენ დევნილები. მათი თქმით, რეაბილიტირებულ ცენტრში საკუთარი სახსრებით მოუწიათ არსებული ხარვეზების გაწსორება.
`შიდა საკანალიზაციო ქსელი იყო მოშლილი. წყალი ჩამოგვდიოდა, სახურავი აღარ ვარგა, პრაქტიკულად გვაწვიმს~, - ამბობს დევნილი ჯიმშერ გიორგობიანი. `ჩვენი არსებობა არავის ახსოვს. არჩევნები რომ მოვა, მაშინ რიგი დგას კანდიდატების. ჩვენი უბნის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ბარათშვილი დადიოდა, შეგვპიდა ყველაფერში დაეგახმარებითო. Kკაბინეტები რომ დაისაკუთრეს, მერე არც კი გვცნობენ. წესიერად რამე რომ აგვიხსნან, ლაპარაკიც ეზარებათ. გვითხრეს სპონსორი თქვენ მოძებნეთო. ჩვენ საიდან მოვძებნოთ?! ცოტა ხანს ვიცდით და თუ არავინ მოგვხედა, ივანიშვილს ვთხოვთ დახმარებას. Aაბა რა უნდა ვქნათ?!~, - ამბობს ჯიმშერი გიორგობიანი.
ქუთაისის თვითმმართველობის წარმომადგენელი, ნიკეას უბნის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ბარათაშვილი მხოლოდ ზოგადი კომენტარით შემოიფარგლა. ბარათაშვილი აცხადებს, რომ დევნილთა პრობლემები მისთვის ცნობილია და მათ მოსაგვარებლად მუშაობენ.
ხოლო რაც შეეხება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს პოზიციას, პრესსასმახურში აცხადებენ, რომ დევნილებს შეღავათები არ მოხსნიათ. Kკონკრეტულად, რას გულისხმობს შეღავათების არ მოხსნა არსებული სიტუაციის ფონზე, სამინისტროდან ჩვენს შეკითხვებზე წერილობით პასუხებს ველოდებით, რომელსაც მოგვიანებით შემოგთავაზებთ.
თეკლა მორგოშია
No comments:
Post a Comment