Monday, January 30, 2012

„ანტიკვარად ქცეული „გაზ-24" საქალაქო ტრანსპორტის ნუსხაში


ქუ­თა­ის­ში, გო­რის უბნის მიმართულე­ბით ად­გი­ლობრი­ვი თვითმმართველ­ობა ახალი სა­ქა­ლა­ქო ტრ­ანსპორტის და­ნიშ­ვნას გეგ­მავს, რის გა­მოც, შე­საძ­ლოა უკ­ვე დასაქმე­ბულ­მა პირე­ბმა სამ­სახური და­კარ­გონ.

გო­რის უბნის მიმართულე­ბით ოთხ სატრ­ანსპოტო ხაზს ამჟამად რვა ერ­თეული „გაზ-24"-ის მარ­კის ავტო­მობილი ემ­სახურე­ბა. სხვა მარ­კის ავტო­მობი­ლე­ბი მგზავ­რთა გა­დაყვა­ნას მოუწეს­რიგე­­ელი გზის გა­მო ვერ ახერ­ხე­­ენ. მგზავ­რობის ღირე­ბუ­ლე­ბა 50 თეთრს შეა­დგენს. „გაზ-24"-ის მარ­კის ავტო­მობი­ლზე დასაქმე­ბულ თი­თო­­ულ მძღოლს ყოველ­დღი­­რად, ად­გი­ლობრივი ბი­უჯ­­ტში მოსაკრე­ბლის სახით 5 ლა­რი შე­აქვს. მა­თი ე.წ სადისპე­ჩერო „წი­თელ ხიდ­ზე­ა" განთავსე­ბული.

გო­რის და­სახლე­ბაში მცხოვრე­ბი მო­სახლე­ობის ტრ­ანსპორტი­რე­ბას კომ­პა­ნია „ავტ­ოტრანსკორპორაცია" უზრუნველ­ყოფს. აღ­ნიშ­ნულ­მა ფირ­მამ 2009 წელს ქუ­თა­­სის მე­რის მი­ერ გა­მოცხადე­ბული ტენ­დერში ყოველ­გვა­რი კონ­კუ­რენ­ცი­ის გარე­შე მო­­გო და დღემ­დე ასრულე­ბს დაკისრე­ბულ მოვალე­ობას. „ფა­ქტიურად სხვა კომ­პა­ნია არც იყო წარ­მოდ­გე­ნი­ლი. არა­ვინ გა­მოჩ­ნდა ისე­თი, ვინც გო­რის მიმართულე­ბით ტრ­ანსპორტის გაყვა­ნას უზრუნველ­ყოფ­და", - ამბ­ობს მე­რი­ის ტრ­ანსპორტის სამ­სახურის უფ­რო­სი ვა­ლე­რი კლდი­აშ­ვი­ლი.

ტრ­ასნპორტის სამ­სახურ­ში აცხადე­­ენ, რომ გო­რის უბნის მიმართულე­ბით სა­ქა­ლა­ქო ტრ­ანპორტში ცვლილე­­­ბი მას შემ­დეგ განხორციელ­დე­ბა, რო­დე­საც გო­რა­ზე არსე­ბული გზის სა­ფა­რი მოწეს­რიგდე­ბა. „ველ­ოდე­ბით გზის კა­პი­ტა­ლურ შე­კე­თე­ბას. რო­გორც კი პრობ­ლემა აღ­მო­იფხ­ვრე­ბა, გა­მო­ვაცხადე­ბთ ტენ­დერს", - აღ­ნიშ­ნა ვა­ლე­რი კლდი­აშ­ვილ­მა.

მო­სა­ლოდ­ნე­ლი ცვლილე­­­ბის შეს­ახებ გო­რის უბნის მიმართულე­ბით დასაქმე­ბული მძღოლე­ბი ინ­ფორ­მა­ცი­ას არ ფლ­ობ­ენ. ამ დრომ­დე არაფ­ერი იცი­ან გა­დამ­ზი­და­ვი კომ­პა­ნი­ის წარმომადგენ­ლე­ბაც. „ა­მის შეს­ახებ არ მსმე­ნი­ა. წი­ნას­წარ ვერ გე­ტყვით, მი­ვი­ღებ თუ არა მონაწილე­ობას გა­მოცხადე­ბულ ტენ­დერში", - ამბ­ობს „ავტ­ოტრანსკორპორაციის" დირე­ქტორი და­ვით მატა­რაძე. კომ­პა­ნი­ის მი­ერ დასაქმე­ბული მძღოლე­ბი ში­შობ­ენ, რომ ტენ­დერის ჩატა­რე­ბის შემ­დეგ, მათ ახალი სატრ­ანსპორტო საშუალე­­­ბით ჩაანაცვლე­­ენ. „თუ ასე მოხდა, სამ­სახურის გარე­შე დავრჩე­ბით. ხოლო თუ გზა არ და­­გო, ჩვენს გარ­და მგზავ­რთა გა­დაყვა­ნას ვერ­ცერთი სხვა გა­დამ­ზი­და­ვი ვერ შეძ­ლე­ბს," - ამბ­ობს მძღო­ლი გიგ­ლა ჯიშ­კა­რი­­ნი.

ტრ­ანსპორტის სამ­სახურ­ში აცხადე­­ენ, რომ ტენ­დერში მონაწილე­ობის შეს­აძლე­ბლ­ობა „ავტ­ოტრანსკორპორაციასაც" ექ­ნე­ბა. პი­რობ­­ბის დაკ­მაყოფი­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში გა­მარჯ­ვე­ბასაც შეძ­ლე­ბს.

მა­ნამ­დე კი, ად­გი­ლობრივ­მა თვითმმართველ­ობამ გო­რის და­სახლე­ბაში გზის რე­აბი­ლიტა­ციაზე უნ­და იზ­რუ­ნოს, რა­საც მო­სახლე­ობა წლე­ბია, ითხოვს. „უ­ზარ­მა­ზა­რი ორმოე­ბია და ასფა­ლტი ამოც­ვე­ნი­ლი­ა. ამ გზა­ზე სხვა რა მან­ქა­ნა ამო­ვა? მარ­თა­ლი­ა, უკ­ვე ან­ტიკ­ვა­რად ქცე­­ლი „გაზ-24"-ის მგზავ­რობა არაკომფო­რტულია, მაგ­რამ სა­ერ­თოდ რომ არაფ­ერი იყოს, მა­ინც ეს სჯ­ობს", - ამბ­ობს გო­რის და­სახლე­ბაში მცხოვრე­ბი ნუ­ნუ ამბრ­ოლაძე.

გორ­კის ქუ­ჩის მო­სახლე­ობა მწყობრი­დან გა­მო­სუ­ლი გზის გა­მო შექ­მნილ სხვა პრობ­ლე­მე­­ზეც საუბრ­ობს. მა­თი თქმით, მწვა­ვედ დგას დასუფთ­ავე­ბის სა­კითხი, რად­გან: „მოუწესრ­იგე­­ელი გზის გა­მო, დასუფ­თავე­ბის მან­ქა­ნა თვე­ში ერ­თხელ, ან ორ თვე­ში ერ­თხელ ამო­დის. უფრთხიან ტექ­ნი­კის დაზიანე­ბას", - ამბ­ობს გორ­კის გუ­ჩა­ზე მცხოვრე­ბი ქე­ბარ გრძე­ლიშ­ვი­ლი.

კონკრე­ტულად, რო­დის გა­დაწყდე­ბა გო­რის და­სახლე­ბაში შექმნი­ლი პრობ­ლემათა გრძე­ლი ჩა­მო­ნათ­ვა­ლი, ამის შეს­ახებ უქ­მე­რი­­ნის მაჟორი­ტარ დეპ­უტ­ატს კახა ნემ­ისწვერ­იძეს და­ვუ­კავ­შირ­დით. თუმ­ცა, პი­რა­დი პრობ­ლე­მე­ბის მი­ზე­ზით, მას­თან შეხ­ვედრა ვერ შედ­გა.

სა­მა­გი­­როდ, ქუ­თა­­სის 2012 წლის ბი­უჯ­­ტში აღ­ნიშ­ნუ­ლი­ა, რომ გზე­ბის რე­აბი­ლიტაციისათვის 500 ათა­სი ლა­რია გა­მოყოფი­ლი. „ქა­ლა­ქის ქუჩე­ბის კეთ­ილმოწყობის გა­უმჯ­ობ­­სე­ბისათ­ვის პირ­ველ რიგ­ში, უნ­და შეი­რჩეს პრიორიტ­­ტული ქუჩე­ბი (რომლე­ბსაც უფ­რო მე­ტი დატ­ვირ­თვა აქვს), და­მუ­შავ­დეს მა­თი კა­პი­ტა­ლუ­რად შე­კე­თე­ბის ღონისძიე­­­ბი, აღ­დგე­ნის სამუშაოე­ბი შეს­რულდეს დრო­­ლად და მა­ღალხარისხოვ­ნად. ამის პა­რა­ლე­ლუ­რად უნ­და მიმდინარე­ობ­დეს ად­რე შე­კე­თე­ბული ქუჩე­ბის საექ­სპლუატაციო სამუშაოე­ბი (ორ­მო­­ლი შე­კე­თე­ბა)", - აღ­ნიშ­ნუ­ლია 2012 წლის ბი­უჯ­­ტის გან­სახორციე­ლე­­ელ ღონისძიე­­ათა ნუსხაში. ბი­უჯ­­ტში ქუჩე­ბის დამ­ცა­ვი კედ­ლე­ბის მოწყობისათ­ვის დამატ­­ბით 200 ათა­სი ლა­რია ჩადე­ბული. ასე­ვე, მითითე­ბულია ის ქუჩე­ბი, სა­დაც დაუყონე­ბლივ უნ­და განხორციელ­დეს დამ­ცა­ვი კედ­ლე­ბის შე­კე­თე­ბა. მათ შო­რის არის გო­რის და­სახლე­ბის რამდენ­იმე ქუ­ჩაც: ლე­სელიძის ქუ­ჩის მე-5 შეს­ახვე­ვის N16 და N44, ვაჟა ფშ­აველას N27, ას­ლა­ნი­კაშ­ვი­ლი-ჩან­ჩიბაძის ქუჩე­ბის გა­დაკ­ვე­თა და ქე­თევან წამე­ბულის N4.

ქუ­თა­­სის თვითმმართველ­ობაში საუბრ­ობ­ენ, რომ ად­გი­ლობრი­ვი ბი­უჯ­­ტი სრუ­ლად ვერ უზრუნველ­ყოფს ქა­ლაქ­ში ­ზე­ბის რე­აბი­ლიტაციას. მე­რი­­ში რე­გი­­ნა­ლუ­რი განვითარე­ბის ფონ­დის იმედ­ზე არი­ან, რო­მელ­მაც ქუ­თა­­სის ში­და გზე­ბის რე­აბი­ლიტაციისათვის მარ­ტის­თვის რამდენ­იმე მი­ლი­­ნი ლა­რი უნ­და გად­მო­რიცხოს. „რა თქნმა უნ­და ეს საკ­მა­რის არ არის პრობ­ლე­მე­ბის გა­და­საჭ­რე­ლად. მხოლოდ გო­რის და­სახლე­ბის გზის სრუ­ლი­ად რე­აბი­ლიტაციას 8 მი­ლი­­ნი სჭირდე­ბა. ამი­ტომ მხოლოდ პრიორიტ­რე­ტული უბ­ნე­ბი გაკეთ­დე­ბა, მათ შო­რის გო­რის და­სახლე­ბაში," - აღ­ნიშ­ნა მე­რი­ის კეთ­ილმოწყობის სამ­სახურის უფ­როს­მა ლე­ვან ჭან­ჭა­ლე­იშ­ვილ­მა.

თეონა ხარაბაძე

No comments:

Post a Comment