Monday, January 30, 2012

ნაგავსაყრელი წყალში


ქუ­თა­ის­ში ყოველ­წლი­­რად ნა­გავ­საყრელ­ზე სა­შუ­­ლოდ 380 მ3 (3,8 ტო­ნა) საყოფაცხოვ­რებო ნარ­ჩე­ნი გა­აქვთ. მიუხედა­ვად ამი­სა, ქა­ლაქ­ში არ­სებული მდი­ნა­რის ნა­პი­რები და მცი­რე არხები და­სუფ­თა­ვების კუთხით სა­ვა­ლა­ლო მდგო­მა­რეობაში­ა. წყალ­ში ჩაყრილ­მა ნარ­ჩე­ნებმა გა­მო­იწ­ვია მა­თი არამხოლოდ დაბინ­ძუ­რება, არა­მედ მდი­ნა­რე რუ­­სა და მდი­ნა­რე წყალ­წი­თე­ლას გა­ნად­გუ­რებამ­დე მიყვა­ნა. გა­რე­მოს­დამ­ცვე­ლები ეკო­ლო­გი­ურ რის­კებზეც საუბრობენ.

ქუ­თა­ის­ში, სამხარეო კლი­ნი­კუ­რი სა­­ვადმყოფოს მიმ­დებარე ტე­რი­ტო­რი­­ზე გა­მა­ვა­ლი მცი­რე არხი სა­გან­გა­შოდ დაბინ­ძუ­რებული­ა. აღ­ნიშ­ნუ­ლი არხი საცხოვ­რებელი კორ­პუ­სებისა და სა­­ვადმყოფოს წინ გა­დის. ან­ტი­სა­ნი­ტა­რი­­ლი პრობლე­მა კი უკი­დუ­რე­სად მძი­მე­ა, გან­სა­კუთ­რებით ზაფხულობის პე­რი­ოდ­ში, რო­დე­საც არხი შრება და მღრღნე­ლების, ძაღ­ლებისა თუ მწე­რების „ნავ­საყუდე­ლად" იქ­ცე­ვა. „ზაფხულობით გა­­საძ­ლი­სი მდგო­მა­რეობაა, ბუნ­კე­რებში ტა­რაკ­ნები, მატ­ლები ჩნდება, შემ­დეგ ბინებში შე­მო­დის და მე­რე თვი­თონ მო­სახლეობა ვწამ­ლავთ," - ამბობს ად­გი­ლობრი­ვი მო­სახლე შუ­რა გო­გოხია.

მო­სახლეობის თქმით, მუდ­მი­ვად ხედა­ვენ, თუ რო­გორ ყრი­ან არხში ნარ­ჩე­ნებს საცხოვ­რებელი კორ­პუ­სების მა­ღა­ლი სარ­თუ­ლებიდან მე­ზობლები. თუმ­ცა, მა­თი თქმით, ბოლო 4 წე­ლია არხი არა­ვის გა­უწ­მენ­დი­ა. ,,მე რო­გორც ვი­ცი, ეს არხები ორ წე­ლი­წად­ში ერთხელ მა­ინც უნ­და იწ­მინ­დებოდეს. ამ ახლო პე­რი­ოდ­ში არ და­მი­ნახავს ვინ­მეს ეს არხები გა­­სუფ­თა­ვებინოს. ასე­თი მდგო­მა­რეობა მო­სახლეობის ბრა­ლი­ცა­ა," - ამბობს კლი­ნი­კუ­რი სა­­ვადმყოფოს მიმ­დებარე ტე­რი­ტო­რი­­ზე არ­სებული მარ­კე­ტის გამყიდ­ვე­ლი ­უდ­მი­ლა მებურიშ­ვი­ლი.

ანა­ლო­გი­­რი სუ­რა­თი დაგვხვდა ავ­ტო­ქარხნის და­სახლებაში არ­სებული კი­დევ ერთ არხის მო­ნახულებისას. ად­გი­ლობრი­ვი მო­სახლეობის თქმით, საცხოვ­რებელი კორ­პუ­სის გა­რე­თა ტე­რი­ტო­რი­­ზე არ დგას ნაგ­ვის ურ­ნა, რის გა­მოც იქ­ვე არ­სებული მა­ღა­ზიებიდან გა­მო­ტა­ნი­ლი ნარ­ჩე­ნები არხში ხვდება.

გან­სა­კუთ­რებულად კრი­ტი­კულ მდგო­მა­რეობაშია ბუა­ჩი­ძის ქუ­ჩის №2 შე­სახვე­ვის ბოლოს მდებარე არხი. რო­გორც გა­ირ­კვა, აღ­ნიშ­ნუ­ლი არხი მო­სახლეობამ თვით­ნებურად გა­და­აქ­ცია სა­ნი­აღ­ვრედ და მას სა­კა­ნა­ლი­ზა­ციო მი­ლები მი­­ერ­თეს. ფე­კა­ლუ­რი მა­სების ჩა­დი­ნების გა­მო მიმ­დებარე ტე­რი­ტო­რი­­ზე სა­ში­ნე­ლი სუ­ნი და სიბინ­ძუ­რე­ა. „ად­რე არხის სიღ­რმე იყო, ახლა ამოვ­სებულია ხეხილით. არ ხდება წყლის გა­დი­ნება და ფაქ­ტი­­რად დამყაყებულ ტბად არის ქცე­­ლი. მო­სა­ლოდ­ნე­ლია ეპი­დე­მი­ა", - ამბობს ზე­მო­თაღ­ნიშ­ნუ­ლი ქუ­ჩის მცხოვ­რები ჰამ­ლეტ ბობოხიძე.

ქუ­თა­­სის 2012 წლის ბიუჯეტ­ში და­სუფ­თა­ვების კუთხით გა­მოყოფი­ლი თანხა 2 მი­ლი­ონ 336 000 ლარს შე­ად­გენს. მე­რი­ის და­სუფ­თა­ვების სამ­სახურ­ში აცხადებენ, რომ ნარ­ჩე­ნების მარ­თვის სის­ტე­მის სრულყოფას შე­მოდ­გო­მის­თვის (თა­რი­ღი არ აქვთ და­ზუს­ტებული) გეგ­მა­ვენ. 2012 წლის ნარ­ჩე­ნების მარ­თვის სის­ტე­მა გუ­ლისხმობს: ვი­დე­­კა­მე­რების მონ­ტაჟს, ახალი ტექ­ნი­კის შე­ძე­ნა­სა და ქა­ლა­ქის და­სუფ­თა­ვების საქ­მე­ში სა­ზო­გა­დოების აქ­ტი­ურ ჩარ­თვას.

პრობლე­მის მოგ­ვა­რების სა­კითხებში ექ­სპერ­ტები გან­სა­კუთ­რებულ როლს სწო­რედ სა­ზო­გა­დოების იმ ნა­წილს აკის­რებს, რო­მელ­თაც საყოფაცხოვ­რებო ნარ­ჩე­ნების მი­მო­ფანტ­ვა ერ­თგვარ ჩვე­ვად აქვთ ჩა­მოყალიბებული. „პრობლე­მის გა­მოს­წო­რებას გარ­კვე­­ლი პე­რი­­დი სჭირ­დება, რად­გან სა­ზო­გა­დოების ცნობიე­რება უნ­და ამაღ­ლდეს ისე, რომ მი­ეჩ­ვი­ოს საყოფაცხოვ­რებო ნარ­ჩე­ნების ურ­ნა­ში მო­თავ­სებას. თო­რემ ქმე­დება უკუქ­მე­დებას იწ­ვევს და ბუნებაც შე­საბამის შე­დეგს მოგ­ვი­ტანს," - აცხადებს სა­ქარ­თვე­ლოს მწვა­ნე­თა მოძ­რაობა „დე­და­მი­წის მე­გობრები" ქუ­თა­­სის კო­ორ­დი­ნა­ტო­რი თე­მურ კე­პუ­ლა­ძე.

გა­რე­მოს­დამ­ცველ­თა გან­მარ­ტებით, მდი­ნა­რეებში ჩაყრილ­მა ნარ­ჩე­ნებმა ძა­ლი­ან მა­ლე შე­იძ­ლება მიგ­ვიყვა­ნოს ისეთ გლობალურ პრობლე­მებთან, რო­გო­რი­ცა­ა: ატ­მოს­ფე­რუ­ლი ჰაე­რის დაბინ­ძუ­რება, მწვა­ნე სა­ფა­რის მდგო­მა­რეობის გა­­­რე­სება, მო­სახლეობის ხარისხია­ნი სას­მე­ლი წყლით უზ­რუნ­ველყოფის სის­ტე­მუ­რი დე­ფი­ცი­ტი, ფლო­რი­სა და ფა­­ნის ეკო­სის­ტე­მების მოშ­ლა, მდი­ნა­რეების ბინა­დარ­თა გა­და­შე­ნება და მე­ტიც, საფრთხემ შე­საძ­ლოა გლობალუ­რი ფარ­თობით ზღვაც მო­იც­ვას. „ნარ­ჩე­ნები, რომ­ლებიც შე­­ცა­ვენ ორ­გა­ნულ ნივ­თი­­რებეს, ხელს უწყობს ისე­თი წყალ­მცე­ნა­რეების გავ­რცე­ლებას, რო­მე­ლიც იწ­ვევს ჟანგბადს დე­ფი­ციტს წყალ­ში. ასეთ დროს მდი­ნა­რეები ფაქ­ტი­­რად მკვდა­რი­ა", - აღ­ნიშ­ნავს იმე­რე­თის მხარის მეც­ნი­ერ­თა კავ­ში­რის „სპექ­ტრი"-ს ­კო­ლო­გი­­რი პროგ­რა­მების მე­ნეჯერი ლა­ლი გი­ორ­გა­ძე.

„მო­სახლეობაში არ­სებობს მცდა­რი აზ­რი: „წყალი ყვე­ლა­ფერს აი­ტანს და გა­­ტანს". ეს არას­წო­რი­ა. მდი­ნა­რე ,,რუ­­სა" და „წყალ­წი­თე­ლას" მდგო­მა­რეობა სა­გან­გა­შო­ა. თუ მო­სახლეობამ არ გა­­თა­ვი­სა თა­ვი­სი წვლი­ლი პრობლე­მის მოგ­ვა­რებაში, მა­შინ რას იზამს მარ­ტო ხელი­სუფ­ლება?!" - აცხადებს „სპექ­ტრი" - გამ­გეობის თავმჯდო­მა­რე ქე­თე­ვან ცხაკა­­ა.

ქუ­თა­­სის მე­რი­ის და­სუფ­თა­ვების სამ­სახური აცხადებენ, რომ მიმ­დი­ნა­რე წელს არხებს კონ­ტროლ­ზე აიყვა­ნენ. ასე­ვე, მოხდება გამ­წვა­ნების ზო­ლის დაც­ვა, რო­მელ­საც უხელ­მძღვა­ნე­ლებს ტენ­დერ­ში გა­მარჯვებული კომ­პა­ნია „ფლო­რა". გარ­და ამი­სა, და­სუფ­თა­ვების სა­მსახურის შაბათობის დღეების მოწყობას გეგ­მავს, რო­მელ­შიც მო­ქა­ლა­ქეები სურ­ვი­ლი­სა­მებრ ჩა­ერ­თვებიან.. „არხების გაწ­მენ­და ძა­ლი­ან სპე­ცი­ფი­კურ პრობლე­მებთა­ნაა და­კავ­ში­რებული, ამი­ტომ, ამინ­დის გა­მოს­ვლის­თა­ნა­ვე, რო­ცა ქა­ლაქ­ში გას­ვლის შე­საძ­ლებლობა მოგ­ვე­ცე­მა, სა­გან­გებო სი­ტუ­­ციების მარ­თვის თა­ნამ­შრომ­ლებთან ერ­თად, საკ­რებულო და ქა­ლა­ქის მე­რია მთლი­­ნი შე­მად­გენ­ლობით გა­ვალთ და სა­დაც შე­საძ­ლებელი იქ­ნება, იმ ნა­პი­რებს გა­ვა­სუფ­თა­ვებთ. მთა­ვა­რი­ა, რომ გაწ­მენ­დის შემ­დეგ არხებისა და ნა­პი­რების მოვ­ლა-პატ­რო­ნობა მოხდეს", - ამბობს ქუ­თა­­სის მე­რი­ის და­სუფ­თა­ვების სამ­სახურის უფ­რო­სი ფრი­დონ ბეშ­კე­ნა­ძე.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვი­ა, რომ სტრა­ტე­გი­ულ ობიეტ­ექბსა და და­ცულ ტე­რი­ტო­რიებზე ნა­­ვის უკა­ნო­ნო დაყრი­სათ­ვის ად­გი­ლობრი­ვი თვით­მმარ­თვე­ლობის­თვის დე­ლე­გი­რებული კა­ნო­ნის თა­ნახმად (146 მუხლის 6 ნა­წი­ლი), ჯარი­მის თანხა (დამ­ნაგ­ვი­­ნებლის­თვის) გა­ნი­საზ­ღვრება 200 ლა­რი­დან, ხოლო 1000 ლა­რი იმ კომ­პა­ნი­ას და­­კის­რება, რო­მე­ლიც კონ­კრე­ტუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ის სი­სუფ­თა­ვის დაც­ვა­ზე იქ­ნება პა­სუხის­მგებელი.

ანა ჯანაშია