მიცვალებულებს არ ასამართლებენ.
ეს წესი მტკიცედ არის დაცული საქართველოში. მიცვალებულები ფრიად საპატიო ხალხია, ადამიანები, რომლებიც სიცოცხლეში არაფერს წარმოადგენდნენ სიკვდილი მათ საპატიოს ხდის, მათი უმეტესობა პომპეზურად საფლავდება. რადგან ურყევი ქართული წესის მიხედვით დასაფლავება პომპეზური და ხალხმრავალი უნდა იყოს. სიკვდილი პატივისცემით, მოწიწებით, თეატრალურობით აშკარად ჯაბნის სიცოცხლეს. თუკი სიცოცხლეს ათას რამეს პარავ, სიკვდილს ვერაფერს მოაკლებ. თუკი სიცოცხლესთან შეიძლება მირიგება, კომპრომისის მოთხოვნა, შეღავათი, გადადება, დროის გაწელვა. სიკვდილი უკომპრომისოა, სიკვდილთან დაკავშირებული ბევრი წესი და ტრადიცია გასამართლებას არ ექვემდებარება და ჭირისუფალმა ყველაფრის ფასად ის უნდა აღასრულოს.
მაგრამ ეს წესი დაირღვა საქართველოში და ქუთაისში. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი თამაზ კანდელაკი ამ ზაფხულში გარდაიცვალა. ხსენებული პირის გასვენება ურყევი წესების დარღვევით წარიმართა. ქვეყანა, სადაც მიცვალებულებს არ ასამათლებენ, სადაც აღდგომას სასაფლაოზე აღნიშნავენ, სადაც გასვენებას მეტ მნიშვნელობას ანიჭებენ, ვიდრე ცოცხალ ადამიანთან დაკავშირებულ სხვა ყველა ღონისძიებას და სადაც მიცვალებულები უფრო უყვართ, ვიდრე ცოცხლები, კანდელაკის გასვენებაში ყველა წესი ბათილად გამოცხადდა.
მიცვალებულის გასვენებაში სულ ორიოდ კაცი მივიდა, შესაბამისად არ იყო თეატრალურობა, არ იყო წესების დაცვა, არ იყო მოწიწება, სიკვდილმა ვერ გააპატიოსნა სიტუაცია, სიკვდილმა არ იხსნა მიცვალებული ხალხის გასამართლებისგან.
გამოდის რაღაც არის საქართველოში სიკვდილსა და ნეკროფილიაზე ძლიერი? ნეკროფილიაზე, რომელსაც აღდგომაც კი ვერ ამარცხებს. რა არის და ჰომოფობია (შეგახსენებთ ჰომოფობია ბერძნული სიტყვაა და შიშს, განდგომასა და დისკრიმინაციას ნიშნავს ჰომოსექსუალთა მიმართ).
ყველასთვის ცნობილი იყო თამაზ კანდელაკის სექსუალური ორიენტაცია, ეს ტელევიზიითაც გაცხადდა. თუმცა მას სიცოცხლეში ასე თუ ისე იღებდნენ, სამაგიეროდ ის საერთოდ არ მიიღეს სიკვდილში.
გარდაცვლილისთვის პატივის მისაგებად ძალიან ცოტა ადამიანი მივიდა, უმეტესობამ ხელი დაიბანა. გეი თანაგრძნობის გარეშე დარჩა. ის კინაღამ დაუმარხავი დატოვეს, რადგან სასახლის ამწევი არავინ გამოჩნდა, მოხდა მიცვალებულის გასამართლება, ის რაც არ ხდება სერიოზულ დამნაშავეებთან მიმართებაში, რაც არ გაკეთებულა მაგალითად, სტალინის მიმართ და ბევრი სხვა ტირანის მიმართ, გაკეთდა თამაზ კანდელაკის მიმართ ქუთაისში. სიკვდილი, რომელიც ყველას ერთნაირს და თანაბარს ხდის, არ განხორციელდა მის მიმართ. კანდელაკი სიკვდილის მერეც გეი დარჩა. გარდაცვლილი ჰომოსექსუალი კი, როგორც ჩანს, ცოცხალზე მეტი „დაწყევლილია" საქართველოში.
თანაც გარდაცვლილს არც მემკვიდრეობა და არც მემკვიდრეები არ დაუტოვებია, შესაბამისად გულგრილობას (სისასტიკეს) ვერავინ დაინახავს. ზედმეტი პატივისცემა კი რატომ უნდა გამოიჩინო?! ამას მაინც არავინ დაგიბრუნებს. პრაგმატულობა და აღებ-მიცემობა სიკვდილში. გამოდის ვაჭრობა და ანგარიშიც სიკვდილზე ძლიერია.
მოკლედ სიკვდილზე ძლიერი მხარეები გამოაჩინა კანდელაკის სიკვდილმა.
მართალია მემკვიდრეები არ დარჩენია, შეიძლება არც მნიშვნელოვანი საქმეები, არც ხალხი, ვინც მის გასვენებაში მოვიდოდა. სამაგიეროდ დატოვა დასკვნები, რომ ადამიანები შეიძლება სიკვდილზე სასტიკები იყვნენ და სიკვდილზე დაუნდობლად გამოუვიდეთ გასამართლება.

ეკა კუხალაშვილი
No comments:
Post a Comment