4 დეკემბერს საზოგადოების ერთმა ნაწილმა საპატრიარქოს წინ აქცია გამართა. აქცია ტექსტის ხმამაღალი დეკლამირებით გამოიხატა. ტექსტის, რომელიც კითხვებს წარმოადგენდა. კითხვებს საქართველოს პატრიარქის ილია მეორის მისამართით. 27 პუნქტისა და 77 კითხვისგან შედგენილი ნუსხა, რომელსაც ხელს 235 ადამიანი, მათ შორის სასულიერო პირებიც აწერდნენ, გაეგზავნა ადრესატს და დაიდო სოციალურ ქსელში -http://www.facebook.com.
საზოგადოებას წარმოდგენა რომ შეექმნას კითხვების შინაარსსა და პათოსზე, გაგაცნობთ რამოდენიმე მათგანს:
- რა ურთიერთკავშირი არსებობდა საქართველოს საპატრიარქოსა და საბჭოთა სახელმწიფო უშიშროებას შორის?
- პირადად თქვენ (ანუ საქართველოს პატრიარქი ილია მეორე - რედ.) თანამშრომლობდით თუ არა საბჭოთა სუკ-თან?
- მართლაც ითამაშა თუ არა გადამწყვეტი როლი საბჭოთა ხელისუფლებამ თქვენს პატრიარქად არჩევაში, როგორც ეს განაცხადა ედუარდ შევარდნაძემ?
- რატომ არ დაიცავით 1983 წელს ე.წ. "თვითმფრინავის საქმეზე" დახვრეტილი უდანაშაულო მღვდელი თეოდორე ჩიხლაძე?
- რატომ მოუწოდებდით დასჯისკენ საქართველოს საბჭოთა ტელევიზიის ეთერით?
- 1989 წლის გაზაფხულზე მაშინდელი მთავრობის სახლის წინ საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართულ მიტინგზე რატომ ერთხელაც კი არ მიხვედით თქვენი ნებით, არამედ მხოლოდ 9 აპრილს ცეკა-ს ბრძანებით და მისივე ავტომობილით?
რატომ არ დარჩით განსაცდელში მყოფ თქვენი სამწყსოს გვერდით? და ა.შ.
ტექსტს "კითხვები მართლმადიდებლური ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქს" საკმაოდ მძაფრი რეაგირება მოჰყვა ყველა მხრიდან. გავრცელებული ინფორმაციით, ამ კითხვებმა საპატრიარქოდან მხოლოდ ერთადერთი პასუხი მიიღო: "შეკითხვების ავტორებს ჩვენ საზოგადოების ნაწილად არ ვთვლით და არ ვაპირებთ მათზე პასუხის გაცემას". სამაგიეროდ, მრავალნაირი გამოხმაურება მოჰყვა ოპოზიციის და პოლიტიკოსების მხრიდან: "ესენი ერთი მუჭა მწვალებლები არიან", - აცხადებს გია ცაგარეიშვილი კითხვების ავტორებზე და ხელმომწერებზე. "ამ კითხვებით ისინი პატრიარქის მოკვლას ცდილობდნენ და ამიტომ ხალხმა უნდა იცოდეს ყოველი ხელმომწერის გვარი," - წყრება ნინო ბურჯანაძე. ნათელაშვილი ხელმომწერების სამართლებრივ დევნას მოითხოვს. "ქრისტიან-დემოკრატები" ეკლესიის მიმართ მორიგ ფართომასშტაბიან შეტევაზე საუბრობენ. კომენტარები გააკეთეს ხელისუფლების წარმომადგენლებმაც: "საპატრიარქო და პატრიარქი თავის საქმეს მიხედავს", - აცხადებს მიხეილ მაჭავარიანი, თუმცა მართლმადიდებელი ექსტრემისტების განწყობის გათვალისწინებით, ხელისუფლების წარმომადგენლის ამ განცხადებაში გარკვეულ მუქარას ხედავენ შეკითხვების ავტორები და ხელმომწერები.
კვლევების თანახმად, საზოგადოება ეკლესიას დიდ ნდობას უცხადებს. ხალხის რწმენით, ეკლესია არის ქართული სახელმწიფოებრიობის საფუძველი და ქვეყნის ეროვნული იდენტობის სახე, ხოლო პატრიარქი - სიწმინდის და ჭეშმარიტების სიმბოლო და ერის მორალური სახე, რომლის ყოველი ქმედება ეჭვშეუხრელად უნდა მიიღოს ქართულმა მრევლმა (რომლებიც თითქმის მთელ ქართულ მოსახლეობას შეადგენენ). საზოგადოების დიდი ნაწილის ამ განწყობას და აზრს ახმოვანებს ქუთაისის მერიის კულტურის, სპორტის და ძეგლთა დაცვის სამსახურის ხელმძღვანელი გიზო თავაძეც: "მიმაჩნია, რომ ჩვენ გვყავს გამორჩეული პატრიარქი. ამას აღიარებენ მართლმადიდებლური სამყაროს დიდი მღვდელმთავრები, პატრიარქები, ეპისკოპოსები. ისინი თვლიან, რომ ჩვენი პატრიარქი მართლმადიდებელ წინამძღოლთაგან არის პირველი. ასე არ მოიხსენიებენ არც რუსული ეკლესიის მთავარს და არც ვინმე სხვას, არამედ - პატრიარქს. იმხელა ავტორიტეტის ადამიანია და ერის სულიერი მამა. ილია მეორე არის ჩვენი მწყემსი, ამიტომ მის მიმართ ასეთი კითხვების დასმა მკრეხელობად მიმაჩნია."
სამაგიეროდ, მკრეხელობას, უწმინდურებას და ბევრი პრობლემის სათავეს ამ აქციის ავტორები სხვა რამეში ხედავენ, კერძოდ, ჩაკეტილობაში, საეკლესიო იერარქთა სრულ ძალაუფლებაში და კრიტიკის არარსებობაში საპატრიარქოს მისამართით. "საქმე იმაში გახლავთ, რომ ამ წერილის და კითხვების შედგენა განაპირობა იმ არანორმალურმა მდგომარეობამ, რაც დღეს შეიქმნა საქართველოში. ეკლესიის და საეკლესიო პირთა ქმედებების ანალიზი და კრიტიკა აკძალულია, მხოლოდ ქება-დიდება იბეჭდება და ჟღერდება ქართულ მედიაში", - ამბობს ვასილ კობახიძე, რელიგიათმცოდნე და ამ აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი.
კითხვებში, მართლმადიდებლური ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქის მიმართ, ბევრი სხვა პრობლემაც ჟღერდება, კერძოდ, ღირებულებების სხვაგვარი ხედვა, ანუ ეკლესია, რომელიც ქართული სახელმწიფოებრიობის საფუძველია, იმ კურსს არ ირჩევს, რასაც - სახელმწიფო. დასავლეთი და დასავლური ღირებულებები ქართული სახელმწიფოს მიმართულებაა (ყოველ შემთხვევაში, ფორმალურად მაინც). ქართულ ეკლესიაში კი, კითხვების ავტორების აზრით, პრორუსული განწყობები შეინიშნება (მაგალითად, კითხვა პატრიარქისადმი: რატომ არ გაემიჯნეთ რუისისა და ურბნისის მიტროპოლიტ იობ აქიაშვილის ლოცვა-კურთხევით გამომავალ ჟურნალ "ქვაკუთხედში" გამოქვეყნებულ სარედაქციო განაცხადებას, რომ რუსეთის მიერ 2008 წლის აგვისტოში ნასროლი ბომბები ღვთის მიერ კურთხეული იყო და რომ რუსი სამხედროების ბლოკ-პოსტები საქართველოს ტერიტორიაზე ზეციდან გარდამოვლენილი მარწუხებია საქართველოს ევროპაში ინტეგრაციის შესაჩერებლად?)
"საქართველოს საპატრიარქო იყენებს მართლმადიდებლურ იდეოლოგიას პრორუსული განწყობების დასამკვიდრებლად, იგი წარმოადგენს "მეხუთე კოლონას" და აქტიურად ეწევა რუსულ პროპაგანდას", - ამბობს ვასილ კობახიძე.
"ფაქტი ისაა, რომ საპატრიარქომ ბოლო დროს მეტად მკაფიოდ გამოკვეთა თავისი, თუ ასე შეიძლება ითქვას, საგარეო პოლიტიკური კურსი - რაც გამოიხატება პატრიარქის შემდეგი ფრაზით: ,,მზის ამოსვლამდე გაიხედე მეზობლისკენ", - ამბობს თეოლოგი და ამ კითხვების ერთ-ერთი ავტორი ბექა მინდიაშვილი.
კითხვებით პატრიარქს მიმართავენ კორუფციის ფაქტებთან დაკავშირებითაც, რომელიც აქციის მონაწილეთა და ხელმომწერთა მტკიცებით, ეკლესიაში არის და რომელშიც შეინიშნებიან სასულიერო პირები. "შემოჰქონდათ სიგარეტი, ლუდი და სხვა პროდუქტები და ამით ვაჭრობდნენ მაღალიერარქი სასულიერო პირები", - ამბობს ვასილ კობახიძე.
კითხვებში გაცხადებული ბევრი პრობლემის მიზეზს "პროტესტანტი" ხელმომწერები ხედავენ მედიის უმოქმედობაში და კრიტიკის არარსებობაში. "ჭაობი, რაც გაჩნდა ქართულ ეკლესიაში, გამოიწვია იმანაც, რომ ჩვენი მედია არ გვაძლევს საშუალებას ვისაუბროთ ამ საკითხებზე, რომ გახდეს საზოგადოებსიათვის ცნობილი ბევრი დაფარული ფაქტი. ეს კითხვებიც და ეს აქციაც მიმართული იყო საზოგადოების ინფორმირებისთვის. საპატრიარქო რომ ყურადღებას არ მოგვაქცევდა, ვიცოდით, ეს მათი ფაშისტური პასუხითაც დამტკიცდა", - მიიჩნევს ვასილ კობახიძე.
"საპატრიარქოს მიმართ მხოლოდ პანგირიკული დამოკიდებულებაა "დაშვებული" და ნებისმიერი სახის, თუნდაც მეტისმეტად კონსტრუქციული კრიტიკაც კი აღიქმება მის შეურაცხყოფად. ეს მანკიერი დუმილის წრე უნდა გაირღვეს. ქვეყნის მოქალაქეები ღირსნი არიან, იცოდნენ რეალურად, რა წარსულისა და აწმყოს მქონე ძალასთან აქვთ საქმე, რათა უკეთესი მომავლისკენ შევძლოთ გადავდგათ ნაბიჯი. ვფიქრობ, შეკითხვების დასმა გვარიანად დავაგვიანეთ, მაგრამ სჯობს გვიან, ვიდრე - არასდროს,"- ამბობს ბექა მინდიაშვილი.
ასეთ ჩაძიებებს ეკლესიის საქმიანობაში და პატრიარქის მიმართ კრიტიკულ შენიშვნებს მკრეხელობად მიიჩნევს ქართული საზოგადოების ერთი ნაწილი. ეკლესიის კონკრეტული პირების კრიტიკა იგივდება სარწმუნოების და ეკლესიის კრიტიკასთან. "ასეთი ტიპის კითხვები ეს შეურაცხყოფაა არა მხოლოდ პატრიარქის, არამედ ქართველი ერის, ეკლესიის და რწმენის შეურაცხყოფა", - მიაჩნია გიზო თავძეს. ასევე მიჩნევს საპატრიარქო, ამიტომ პასუხს არ იძლევა დასმულ კითხვებზე იმ მოტივით, რომ კითხვების ავტორები საზოგადოების ნაწილი არაა.
"ვფიქრობ, ეს პასუხი აშიშვლებს პირადად ჩემთვის ყველაზე არსებით საკითხს, რომელიც დაკავშირებულია იმასთან, თუ დღეს რამდენადაა საპატრიარქო ქრისტიანული ორგანიზაცია. ჩვენთვის გაცემული ეს პასუხი, ფაქტობრივად, აცხადებს, რომ იგი არამარტო არაქრისტიანული, არამედ არაჰუმანური ორგანიზაციაც არის და ამ მხრივ საკმაოდ სახიფათოც ადამიანებისთვის," - მიაჩნია ბექა მინდიაშვილს.
"საზოგადოების დიდ ნაწილს სურს, რომ მოიტყუოს თავი. იგი რჩება მონად გაუნათლებელი სამღვდელოებისა, რომლებიც აგრესიულს ხდიან საზოგადოებას. პატრიარქის კრიტიკა არ არის ღმერთის და ეკლესიის კრიტიკა. ეს არის თანამდებობა და არა - კუთვნილება", - მიაჩნია ვასილ კობახიძეს.
თუმცა ცნებების გამიჯვნა ქართულ საზოგადოებაში ძნელად ხდება, ბარიერს ქმნის საბჭოთა წარსული, ნაკლები რელიგიური განათლება, ორმაგი მორალი და ორმაგი სტანდარტები, რითაც გაჟღენთილია ქართული სივრცე. ამ გარემოში თეოლოგიური განმარტება "არასაიმედოდ" მიიჩნევა. ის, რაც სტანდარტულ ჩარჩოში არ ჯდება, მტკივნეულად აღიქმება და გარკვეულ აგრესიას ბადებს საზოგადოებაში. აგრესიას, რამაც მათი სიწმინდეები უნდა დაიცვას. "ილია მეორედან დღეს ისევეა შექმნილი კერპი, როგორც თავის დროზე სტალინიდან", - ამბობს ვასილ კობახიძე. "ყველამ უნდა ამოიღოს ხმა, რომ არ შეიძლება დაკნინება ყველაფრის, რაც სულიერებას ეხება. პატრიარქის სუკ-თან თანამშრომლობა არის შეუძლებელი. პატრიარქი არაფრით შეიძლება ამას აკეთებდეს. პატრიარქი გვყავს სიბრძნით სავსე ადამიანი, რომელმაც გამოატარა საქართველოს უმძიმესი გზა, როცა "კგბ" ზეობდა. ილია მეორე მთელი ერის ცოდვას იღებს საკუთარ თავზე და თვალცრემლიანი ლოცულობს ერისთვის", - ამბობს გიზო თავაძე.
მაგრამ ცრემლების ნაკლებად ჯერათ და კონკრეტულ კითხვებზე კონკრეტულ პასუხებს ითხოვენ პატრიარქის მიმართ დასმული კითხვების ავტორები. თუმცა, კითხვები და პროტესტი უჩნდება საზოგადოების მეორე მხარეს. მხარეს, რომელიც მკრეხელობად მიიჩნევს კრიტიკას იმის მიმართ, რაც ქართული სახელმწიფოებრიობის და ზნეობის საფუძველს წარმოადგენს, მათი რწმენით. "ვფიქრობ, რომ ადამიანები, რომლებიც დღეს ჩვენგან და ამ შეკითხვებისგან იცავენ თითქოს საპატრიარქოს, იცავენ მას ერთადერთი რამისგან - სიმართლისგან," - ამბობს ბექა მინდიაშვილი.
და სად არის სიმართლე? ეს რომ გავიგოთ, კითხვები უნდა დავსვათ. კითხვის დასმას კი დღევანდელ საქართველოში სხვა სახელი ერქმევა და მკრეხელობად კვალიფიცირდება.
ეკა კუხალაშვილი

მოკლედ თქვენი სტატიების კრიტიკოსი გავხდი რაა :),
ReplyDelete"კვლევების თანახმად, საზოგადოება ეკლესიას დიდ ნდობას უცხადებს. ხალხის რწმენით, ეკლესია არის ქართული სახელმწიფოებრიობის საფუძველი და ქვეყნის ეროვნული იდენტობის სახე, ხოლო პატრიარქი - სიწმინდის და ჭეშმარიტების სიმბოლო და ერის მორალური სახე, რომლის ყოველი ქმედება ეჭვშეუხრელად უნდა მიიღოს ქართულმა მრევლმა (რომლებიც თითქმის მთელ ქართულ მოსახლეობას შეადგენენ).
ეს პარაგრაფი მაინცდამაინც კარგი არაა. როცა ვუთითებთ კვლევებს აუცილებელია მივუთითოთ წყარო, რა კვლევებია. სხვა შემთხვევაში მე მკითხველს მგონია, რომ ჟურნალისტმა თვითონ მოიგონა. და კიდე არამგონია რო ამდენი ეპიტეთები თუ მეტაფორები თუ რა ქვია სოცილოგიური კვლევების დროს გამოეყენებიათ არის ჟურნალისტის ჩამატებული და საბჭოთა ქართულის მასწავლებლის ესსეს უფრო გავს ვიდრე ჟურნალისტის სტატიას.
სტატიის ბოლო ფრაზაც ძალიან შეფასებითია. ჩანს რომ სტატიის ავტორი წუწუნებს საზოგაოების "სიბნელეზე", რაც არ უნდა ჩანდეს და შეფასებებისგან ჟურნალისტი თავს უნდა იკავებდეს.
მოკლედ საქართველოში ასეთი მწარე კრიტიკა ძან ცუდად აღიქმება და ძალიან მძაფრად ბრაზდებიან. იმედია თქვენ არ გაბრაზდებით.
საუკეთესო მოკითხვებით :)
ხო, თუმცა ბრწყინვალე ხალხი ხართ რო ტაბუირებულ თემებზე წერისგან თავს არ იკავებთ.
ReplyDeleteყველაფერი საუკეთესო, :)
მოგესალმებით, ბატონო გივი. კარგია რომ ასე გაისარჯეთ და წაიკითხეთ, უფრო მეტიც შეისწავლეთ, ჩვენი სტატიები. ამას მხოლოდ მივესალმებით.
ReplyDeleteთქვენს შენიშვნებს რაც შეეხება...
კვლევებს ბევრი ატარებს, არა მარტო სოციოლოგიური სამსახურები, თავად საპატრიარქოც მათ შორის. თუმცა კვლევა ის სიტყვა არ არის. კვლევა გარკვეულ შრომას მოითხოვს. საპატრიარქოსა და პატრიარქზე საერთო-სახალხო აზრის დადგენა, ვფიქრობ ამდენ მუშაობას არ უნდა საჭიროებდეს, ისედაც ცხადია. საკმარისია ალბათ სამარშრუტო ტაქსით ვიმგზავროთ და პირჯვრის გადამწერთა რაოდენობა დავთვალოთ, ან სუფრაზე მოვხვდეთ, ან სამეზობლოს გავესაუბროთ, ასეთი აქტივობაც საკმარისია მორწმუნე მართლმადიდებელთა სიმრავლის დასადგენად და მათ დამოკიდებულებაზე სარწმუნოებასთან, გასარკვევად.
საბჭოთა ქართულის მასწავლებლის ესსეს რაც შეეხება. სრულიად მართალი ბრძანდებით. სწორედ ასეთი საბჭოურ-ესსეისტური სტილით წერენ დღეს, როცა რელიგიას ეხებიან. ჩემს სტატიაში ეს პარაგრაფი წერის ამ ფორმის ერთგვარი სტილიზაცია იყო. ამ სტილში შეგიძლიათ წაიკითხოთ უამრავი სხვა სტატია, მაგალითად საეკლესიო ჟურნალ-გაზეთებში და შეგიძლიათ თქვენი მშვენიერი კრიტიკული ნიჭი (ამას ყოველგვარი ირონიის გარეშე ვამბობ) მიმართოდ მათ საკრიტიკოდ. ეს ძალიან მნიშვნელოვან (თუმცა არც თუ უხიფათო) შრომად ჩაგეთვლებათ.
ბოლო ფრაზა დასკვნაა, დასკვნა კი გარკვეულ შეფასებას გულისხმობს. იგი (ჟურნალისტი) არ ითველბა მხოლოდ ამბის გადამტან-გადმომტანად. გარკვეული დამოკიდებულების გამოხატვის უფლება, თვით ამ ტიპის სტატიებში, ჟურნალისტსაც აქვს.
და საერთოდ ობიექტურობა (მათ შორის სტატიის წერისას) ილუზია მგონია, ადამიანი სუბიექტურობას ვერსად გაექცევა. მაგრამ ამ თემაზე შეგვიძლია სხვა დროს ვისაუბროთ.
პატივისცემით ეკა კუხალაშვილი