Sunday, November 8, 2009

კორუფციული გარიგებები სატრანსპორტო მონოპოლიის მოსაპოვებლად


ქუთაისის საქალაქო ტრანსპორტში არსებული კორუფციული სქემებისა და გარიგებების თაობაზე უკვე უშუალოდ ტრანსპორტელები ალაპარაკდნენ.
"ქუთაისში ტრანსპორტის სფეროში კორუფციაა, რომელშიც მონაწილეობს ქალაქის ტრანსპორტის სამსახური, ქალაქის მერი ნუგზარ შამუგია და ზაალ სახელაშვილი," - ამბობს ს/ს "ავტოტრანსდიზელის" დირექტორი დანვერ ლომინაძე.
რა ხდებოდა ბოლო 5 წლის განმავლობაში და რა ხდება დღეს ქუთაისის საქალაქო ტრანსპორტში? - "ახალი გაზეთი" ამ კითხვებზე პასუხების მოძიებას შეეცადა. ამჯერად ჩვენ მხოლოდ ერთი კონკრეტული გადამზიდავის მაგალითზე შევეცდებით პრობლების წარმოჩენას. ეს გახლავთ ს/ს "ავტოტრანსდიზელი", რომელიც ათეული წლების განმავლობაში ეწეოდა ტრანსპორტის სფეროში საქმიანობას, თუმცა ამჯერად საწარმო გაჩერებულია და მთელ მის ქონებას, ბანკის მიმართ წარმოშობილი დავალიანების გამო, აუქციონზე გაყიდვა ემუქრება. საწარმოს ხელმძღვანელობის თქმით, პრობლემები მათ იმის გამო შეექმნათ, რომ მაშინაც და ახლაც ტრანსპორტის სისტემაში ადგილობრივი ხელისუფლება ერეოდა უხეშად. როგორც გაირკვა, 5 წლის წინ, როცა ქუთაისში პირველი ტენდერი ჩატარდა გადამზიდავების შესარჩევად, ამ სფეროში იმერეთის მაშინდელი გუბერნატორი - დავით მუმლაძე, მერია და საკრებულოს წევრები იყვნენ აქტიურად ჩართულნი. ამჯერად კი (ქუთაისში მეორე ტენდერი ამ სფეროში სწორედ ამ დროისთვის მიმდინარეობს) აღნიშნულ პროცესებს, "ავტოტრანსდიზელის" წარმომადგენლების თქმით, ქალაქის მერი - ნუგზარ შამუგია, ტრანსპორტის სამსახურის თანამშრომლები და ამავე სამსახურის ყოფილი თანამშრომელი და ამჟამად შპს "სამგზავროს" დირექტორი ზაალ სახელაშვილი აკონტროლებენ.

პირველი მოჯადოებული წრე

ქუთაისის საქალაქო ტრანსპორტში გადამზიდავების შესარჩევად ტენდერი პირველად 2004 წელს ჩატარდა. მაშინვე ქუთაისში პირველად გამოჩნდა რამდენიმე ჰოლანდიური ავტობუსი, რომელიც ქალაქში შპს "ბარეულმა" ჩამოიყვანა. ავტობუსების საქალაქო სამარშრუტო ხაზზე დასაქმების პირობა "ბარეულის" მფლობელმა ლევან გაბადაძემ ადგილობრივი ხელისუფლებისგან მიიღო, ხოლო ბაზის გამოყენების შესახებ ხელშეკრულება ამ ფირმამ სს `ავტოტრანსდიზელთან~ გააფორმა, როგორც პარტნიორთან, რისთვისაც ამ უკანასკნელისთვის "ბარეულს" თვეში 300 ლარი უნდა გადაეხადა საიჯარო თანხის სახით.
"მე კავშირები მქონდა ჰოლანდიის მხარესთან, ჩემი შვილი საქმიანობს იქ. მაშინ თბილისზე დადგა საკითხი, ჰოლანდიის მხარეს აინტერესებდა დიდი მოცულობის ავტობუსების გასხვისება. 500 ავტობუსი წამოვიდა თბილისში. აქედან, მე, როგორც შუამავალს ამ კომპანიასთან, ჰოლანდიის მხარისგან მერგებოდა თანხის 0,2%. მაშინდელ ქალაქის ხელმძღვანელობას - გუბერნატორ დავით მუმლაძეს და მერს გია გიორგაძეს ვუთხარი, რომ მე ჩემს შემოსავალზე ვიტყვი უარს და მისაღები თანხით ქალაქისთვის ავტობუსებს შემოვიყვანდი. გვქონდა მუმლაძის დაპირება, მას მიწერილი ქონდა ჰოლანდიის მხარისთვის, რომ ამ ავტობუსებს დაასაქმებდა," - ამბობს ლევან გაბადაძე.
როგორც გაირკვა, ხაზის მიღების სანაცვლოდ გაბადაძეს გარკვეული "ხარკი" უნდა გადაეხადა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის, რაც შემდეგში გამოიხატა: შპს "ბარეულის" არაოფიციალური მეწილეები დავით მუმლაძის უახლოესი მეგობარი - ბიზნესმენი დავით ქარქაშაძე და ქუთაისის საკრებულოს მაშინდელი წევრი, საქალაქო მეურნეობის კომისიის (სწორედ ეს კომისია კურირებდა საქალაქო ტრანსპორტის სფეროს) თავმჯდომარე ალეკო ბაძგარაძე გახდნენ. შპს "ბარეულში" წილების ქონას არ ადასტურებენ არც ქარქაშაძე და არც ბაძგარაძე, თუმცა "საქართველოს ბანკში" შპს "ბარეულმა" ავტობუსების შესაძენად სესხის აღება სწორედ იმით მოახერხა, რომ სხვა ქონებასთან ერთად, ბანკში ბაძგარაძისა და ქარქაშაძის საცხოვრებელი სახლები ჩაიდო გარანტად.
"წილი არ მაქვს, მე მეგობარს დავეხმარე, საკრებულოს წევრი ვიყავი და ხაზიც მიიღეს. ავტობუსების შესაძენად არ ეყოთ ქონება და ჩავდევი ჩემი სახლი," - ამბობს ალეკო ბაძგარაძე.
"ახლობელმა მთხოვა და დავუდექი გარანტად. წილი რომ მქონდეს, არ შემრცხვება ამის თქვა. ამ საკითხებზე ლაპარაკი არასწორად მიმაჩნია," - ამბობს დავით ქარქაშაძე.
"საქართველოს ბანკიდან" 115 ათასი ლარის ოდენობის სესხი შპს "ბარეულმა" 2004 წელს გამოიტანა ჰოლანდიური, "დაფის" მარკის ავტობუსების ჩამოსაყვანად. სესხის სანაცვლოდ ბანკში ქარქაშაძისა და ბაძგარაძის სახლების გარდა, გარანტად სხვა ქონებაც ჩაიდო. კერძოდ, თავად ლევან გაბადაძის საცხოვრებელი სახლი, მისი ძმის - ზაზა გაბადაძის სახლი და სს "ავტოტრანსდიზელის" მთელი ქონება, რომელიც 200 ათას დოლარადაა შეფასებული.

"გაბადაძემ გვითხრა, რომ როგორც კი ჩამოიყვანდა ავტობუსებს ჩვენს ქონებას ბანკიდან ამოიღებდა და ავტობუსებს ჩადებდა გარანტად, ჩვენც ვენდეთ სიტყვაზე და ამაში შევცდით, რადგან ეს სიტყვა აღარ შესრულდა და ახლა ჩვენს ქონებას ემუქრება გაყიდვა," - ამბობს "ავტოტრანსდიზელის" დირექტორი დანვერ ლომინაძე.

როგორ წარმოიშვა საბანკო დავალიანება?

#1 წრიულის ხაზზე ჰოლანდიური ავტობუსები 2004 წლის სექტემბრიდან დასაქმდა.
"თუკი ვიმუშავებდი ორი წლის მანძილზე და ვალს გავისტუმრებდი, დარჩენილი ორი წლის განმავლობაში შესაძლებელია პატივი მეცა ვიღაც-ვიღაცეებისთვის," - ამბობს ლევან გაბადაძე, მაგრამ ერთი წლის შემდეგ ავტობუსების დასაქმება უკვე შეუძლებელი აღმოჩნდა, რადგან ზუსტად ამ პერიოდში ადგილობრივი ხელისუფლება შეიცვალა. თანამდებობა ჯერ დავით მუმლაძემ დატოვა, შემდეგ მისმა მეგობარმა - გია გიორგაძემ. გიორგაძის ადგილი ბესიკ გულორდავამ დაიკავა.
"გულორდავამ გამომაგდო ხაზიდან. 2005 წლის 15 სექმებრიდან ეს ავტობუსები უმუშევარია," - ამბობს ლევან გაბადაძე. ამავე პერიოდიდან შეუძლებელი აღმოჩნდა საბანკო დავალიანების დაფარვა, რომელიც ამ დროისთვის 370 ათას ლარს აღწევს.
"დადგა ეს ავტობუსები უმოქმედოდ. მძღოლები გაიქცნენ და საკუთარი ავტობუსები იყიდეს. შემდეგ ხაზიც დაკარგა შპს "ბარეულმა" და ახლა ამ ხაზს შპს "სამგზავრო" ამუშავებს," - ამბობს დანვერ ლომინაძე. მისივე თქმით, გაბადაძემ 5 ავტობუსი მათთან და პარტნიორებთან შეუთახმებლად გაასხვისა, თუმცა სანაცვლოდ საბანკო დავალიანება არ გადაუხდია.
"400 000 ლარზე მეტია ჩემს მიერ შეტანილი ბანკში, რასაც ვიღებდი შემოსავალს, ყველა ბანკში მიდიოდა," - ამბობს ლევან გაბადაძე.

გადაუხდელი დავალიანების გამო საქმემ სასამართლოში გადაინაცვლა, რის შემდეგაც "საქართველოს ბანკს" გარანტიაში ჩადებული ქონების აუქციონზე გაყიდვის უფლება მიეცა.

რა გაკეთდა საბანკო დავალიანების დასაფარად?

შპს "ბარეულმა" 15 ავტობუსის ჩამოყვანა მოახერხა ჰოლანდიიდან, თუმცა 4 მათგანი დღემდე განუბაჟებელია და სს "ავტოტრანსდიზელის" ბაზაზეა დაყენებული.
2008 წელს ბანკის დავალიანების გადახდის ვალდებულება ს/ს "ავტოტრანსდიზელმა" აიღო. მან ხელშეკრულება გააფორმა "ბარეულთან" ავტობუსების იჯარით გადმოცემის თაობაზე. მათი ხაზებზე დასაქმების გზით "ავტოტრანსდიზელს" ბანკში ყოველთვიურად უნდა გადაეხადა თანხა.
ხაზის მისაღებად კვლავ ქალაქის პირველი პირების თანხმობა გახდა საჭირო, ამჯერად ნუგზარ შამუგიასი და ამჟამინდელი საკრებულოს შემადგენლობის. ქალაქის მერის შამუგიას სახელზე "ავტოტრანსდიზელმა" არაერთი წერილი გააგზავნა. 2008 წლის 15 თებერვალს მათ #27 საავტობუსო ხაზზე სამთვიანი ექსპერიმენტალური ვადა მიეცათ, თუმცა, საბოლოოდ ხაზი აღარ დაუმტკიცეს.
"საექპერიმენტო ვადა დასრულდა 2009 წლის 12 მარტს. მაისში გამოცხადდა ტენდერი. 4 ივნისს მოხდა სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერება. აღსანიშნავია, რომ იმავე დღე მოხდა #100 ჩქაროსნულ სვლა-გეზზე მომუშავე სატრანსპორტო საშუალების დათვალიერებაც, რომლებმაც მიიღეს ნებართვა მუშაობის გასაგრძელებლად, #27-ს კი უარი ეთქვა," - ამბობს "ავტოტრანსდიზელის" დირექტორი.
აღსანიშნავია, რომ გავრცელებული ინფორმაციით, #100 სამარშრუტო ხაზი არაოფიციალურად სწორედ ქალაქის მერის - ნუგზარ შამუგიას საკუთრებაა. "ავტოტრანსდიზელში" აცხადებენ, რომ ოფიციალუარდ მათ უარი შპს "ტრანსპორტი 2009"-ის დირექტორის ზაალ სახელაშვილის საჩივრის გამო ეთქვათ.
"ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსის ვიტალი ბოჭორიშვილის განმარტებით, ს/ს "ავტოტრანსდიზელზე" ნებართვის გაცემა შეფერხდა "ტრანსპროტი 2009"-ის დირექტორის ზაალ სახელაშვილის საჩივროს გამო, თითქოს ჩვენს მიერ ტენდერში წარმოდგენილი ავტობუსები ყოფილა მისი საკუთრება. მერიის იურიდიულმა სამსახურმა გამოავლინა, რომ ეს არის სიცრუე," - ამბობს დანვერ ლომინაძე.
ბოჭორიშვილი კი განმარტავს, რომ უარის თქმის მიზეზი, ბანკიდან მიღებული ცნობა იყო, რომ "ავტოტრანსდიზელის" ქონებას ყადაღა ადევს.
როგორც ირკვევა "ბარეულის" დირექტორმა ლევან გაბადაძემ "ავტოტრანსდიზელთან" გაფორმებული ხელშეკრულების პარალელურად ანალოგიური ხლეშეკრულება, ავტობუსების იჯრით გადაცემის თაობაზე, ზაალ სახელაშვილთანაც გააფორმა, როგორც შპს "ტრანსპორტი 2009"-ის დირექტორთან. თუმცა შემდგომში შექმნილი პრობლემების გამო ხელშეკრულება შპს "სამგზავროსთან" გაფორმდა, რომლის დირექტორიც, ასევე, ზაალ სახელაშვილია. "ავტოტრანსდიზელს" კი "ბარეულმა" წერილი გაუგზავნა, სადაც ხელშეკრულების შეწყვეტაზეა საუბრია: "გაცნობებთ, რომ ხლეშეკრულების მიხედვით არ სრულდება თქვენი პირობა. არცერთი სატრანსპორტრო საშუალება არ არის დასაქმებული და არც ერთი გადარიცხვა არ გაკეთებულა ბანკში კრედიტის დასაფარავად. ამ გარემოებიდან გამომდინარე, ვწყვეტ თქვენთან დადებულ ხელშეკრულებას. ხელშეკრულების შეუსრულებლობით შპს "ბარეულს" დაუგროვდა დავალიანება 2009 წლის თებერვლიდან "საქართველოს ბანკის" მიმართ. წინა პერიოდში დავალიანების დაფარვა ხდებოდა ჩემს მიერ. თუკი ამა წლის 20 ივნისს დავალიანება არ იქნება დაფარული, მისი დაფარვა მოხდება იძულების წესით ქონების აუქციონზე რეალიზაციის გზით".
ახლა "საქართველოს ბანკი" სწორედ აუქციონის გასამართად ემზადება, რომ ქონება გაყიდოს.
2008 წლის 3 აპრილის მორიგების აქტში წერია, რომ: "საქართველოს ბანკმა" მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით საკრედიტო და საგარანტიო ვალდებულებებიდან წარმოშობილი დავალიანებისა და იპოთეკით დატვირთული და დაგირავებული ქონების იძულებითი რეალიზაციის მოთხოვნით. დავალიანების დაფარვა მოხდება ქონების აუქციონზე რეალიზაციის გზით."
უქციონზე სარეალიზაციო ქონება განისაზღვრა შედეგი თანმიმდევრობით: 1. ლევან გაბადაძის საკუთრებაში არსებული სატრასპორტო საშუალებები (5 ერთეული). 2. "ბარეულის" საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებები (3 ერთეული). 3. ლევან გაბადაძის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინა. 4. ალეკო ბაძგარაძის მეუღლის, ნათელა ბაძგარაძის საკუთრებაში არსებული 444 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე განლაგებული საცხოვრებელი სახლის ნაწილი. 5. დავით ქარქაშაძის საკუთრებაში არსებული 538 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე განლაგებული საცხოვრებელი სახლი, სამეურნეო და სასარგებლო ფართები. 6. ზაზა გაბადაძის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინა. 7. ს/ს "ავტოტრანსდიზელის" საკუთრებაში არსებული ქონება - ამტომობილები (18 ერთეული) და სხვა ქონება, 16 130 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობები.
"გაიყიდება და დავრჩები ქუჩაში, სხვა რა უნდა ვქნა?" - ამბობს ალეკო ბაძგარაძე, რომელიც ამჟამად შპს "დასავლეთის წყლის" შემოსავლების განყოფილების უფროსია.
სწორედ არსებული მდგომარეობიდან გამოსავლის პოვნის მოტივით ახსნა გაბადაძემ სახელაშვილთან ხელშეკრულების გაფორმება, რადგან მისგან ავტობუსების დასაქმებისა და დავალიანების დაფარვის გარანტია მიიღო.
"თეგეტა მოტორსს" ხაზები აქვს და შეუძლია დაასაქმოს ეს ავტობუსები. თუკი "ავტოტრანსდიზელი" მომცემს იმის გარანტიას, რომ ის ამუშავებს ამ ავტობუსებს მან წაიყვანოს," - ამბობს ლევან გაბადაძე.

"გავატანე ავტობუსები, სხვა გზა აღარ დამიტოვეს, ხაზს არ მაძლევენ, რომ ვუმუშავო," - ამბობს დანვერ ლომინაძე.

ვისი მონოპოლიაა ქუთაისის საქალაქო ტრანსპორტში?

"ავტოტრანსდიზელში" აცახდებენ, რომ სახელაშვილი მერიას წილების სანაცვლოდ საქალაქო ტრანსპორტის სფეროში მონოპოლისტად ჰყავს ქცეული, რომელიც ხაზების მიღებას მის მიერვე დაფუძნებული შპს-ებით ახერხებს.
"სახელაშვილს აქვს ფურცლებზე შექმნილი შპს-ები, რომელთაც სინამდვილეში არანაირი ქონება არ გააჩნია. 11 ახალი ავტობუსი რაც შემოიყვანეს, ეს გააკეთა "სამგზავრომ", რომელიც არის "თეგეტა მოტორსის" საკუთრება. სხვა ავტობუსები, რაც სახელაშვილს ჩამოყავს, ამას აკეთებს მის მიერ დაფუძნებული შპს-ეებით. მიდის თურქეთში, სადაც არის კანონი, რომ 10 წელი როდესაც იმუშავებს ავტობუსი, მას აღარ გამოიყენებენ. ყიდულობს ასეთ ავტობუსებს, ჩამოყავს და აქ ამუშავებს. დღეს, ასეთი ქონების მიუხედავად, სახელაშვილს ნებისმიერ ხაზს გაუხსნიან, რადგან წილს უხდის მთავრობას," - ამბობს დანვერ ლომინაძე. კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობის ბრალდებას აბსურდულს უწოდებს ქუთაისის მერი ნუგზარ შამუგია.
იმ ფაქტს, რომ მეტი ხაზების მისაღებად შპს-ებს აფუძნებს, არც სახელაშვილი უარყოფს. ამბობს, რომ ათეულობით ფირმის დამფუძნებელი და დირექტორია, თუმცა ქონება ყველას არ გააჩნია.
"მინდა, რაც შეიძლება მეტი ხაზი მქონდეს. აქედან გამომდინარე, შეიძლება ახალი ფირმის დაფუძნება იყოს საჭირო. ამაში უკანონო არაფერია. ფირმის დასაფუძნებლად ქონება არ მჭირდება. ამისთვის ხელშეკრულებას ვაფორმებ ბაზებთან," - ამბობს ზაალ სახელაშვილი.
სახელაშვილის თქმით, ძირითადად, მისი ფირმები ხელშეკრულებას "სამგზავროსთან" აფორმებენ, რომლის დირექტორიც თავადვეა.
"თუ ვინმე უკანონოს შეხედავს ამაში, შეუძლია გამომიძახოს და დამკითხოს," - ამბობს სახელაშვილი.
"სამგზავროს" დირექტორი იმ ინფორმაციასაც ადასტურებს, რომ ძველი ავტობუსები ჩამოყავს.
"თუ ჩვენ გვინდა კარგი ავტობუსები გვყავდეს, მოსახლეობა უნდა იყოს იმასთან შეგუებული, რომ მგზავრობის ღირებულება 30 თეთრი ვერ იქნება. ეს ფასი რომ შევინარჩუნოთ, უნდა მოხდეს სულ მცირე, მიკროავტობუსების რიცხვის ორჯერ შემცირება. ჩვენ 10 ახალი "ბოგდანო" გვყავს. ერთი ავტობუსის ღირებულება რომ დაიფაროს, მან 7 წელიწადი უნდა იმუშაოს. ქალაქის ხელმძღვანელობამ და მოსახლეობამ უნდა დაანებოს ოცნებას თავი და შეეგუოს იმას, რომ თუ არ იქნა რენტაბელური, არავინ არ არის არაფრის ჩამნაცვლებელი," - ამბობს ზაალ სახელაშვილი.
არაერთი ფირმის დამფუძნებელი და დირექტორი აცხადებს, რომ დღეს ქალაქში უკონკურენტოა და ამისთვის მას "ჩინოვნიკების" მოსყიდვა არც ჭირდება: "რაში მჭირდება ვინმეს მოსყიდვა, როდესაც მაქვს სრული შესაძლებლობა, ისედაც მივიღო ის, რაც მე მჭირდება," - ამბობს სახელაშვილი და ამ განცხადებას შემდეგნაირად განმარტავს: "ამ ქალაქში დღეს არ მყავს კონკურენტი. განცხადებას მე რომ შევიტან სატენდერო კომისიაში, ან ავტობუსმა არ უნდა იაროს ამ ქალაქში, ანდა მოწონს თუ არ მოწონს ვინმეს, უნდა მომცეს ნებართვა, სხვანაირად არ გამოვა, რადგან სხვას პრაქტიკულად არ ჰყავს ავტობუსები".
შპს "სამგზავრო" ამ დროისთვის არსებული 17 საავტობუსო ხაზიდან 10-ის მფლობელია. თუმცა, 15 ნოემბრის შემდეგ ზაალ სახელაშვილი, სავარაუდოდ, ყველა ხაზს დაეპატრონება. საქმე ის არის, რომ გასულ კვირას დასრულდა საავტობუსო ხაზებზე გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია. უკვე ცნობილია, რომ სახელაშვილს კონკურენტი არ ჰყავს: ყველა საავტობუსო ხაზზე განაცხადი მხოლოდ მას აქვს შეტანილი, თუმცა სხვადასხვა ფირმის სახელით.
"ხაზების უმრავლესობა მისია, მონოპოლია აქვს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მან შემოიყვანოს ძველი, უვარგისი ავტობუსი და ჩვენ ნებართვა მივცეთ. ვინ რა წილს იღებს, ჩვენს სამსახურს ეს არ შეეხება, ჩვენი ვალია სანებართვო მოწმობების გაცემის პირობებით შევაფასოთ სატრანსპორტო საშუალებები," - ამბობს ტრანსპორტის სამსახურის უფროსი ვიტალი ბოჭორიშვილი. მისი თქმით, თავადაც ფლობს მძღოლებისგან მიღებულ ინფორმაციას, რომ სახელაშვილი ძველ ავტობუსებს ყიდულობს იაფად - 2000 დოლარად და შემდეგ მას თავის ხაზებიანად - 12-13 000 დოლარად ყიდის.
"უკვე ვიწყებთ ავტობუსების დათვალიერებას, თუკი არ იქნება პირობებთან შესაბამისი, მე პირადად ხელს არ მოვაწერ ნებართვის გაცემას," - ამბობს ბოჭორიშვილი.
რამდენად კატეგორიული იქნება სამსახურის უფროსი გადაწყვეტილების მიღების პორცესში, ეს სულ მალე გამოჩნდება. საავტომობილო ხაზებზე ტენდერი 15 ნოემბერს უნდა ჩატარდეს. თუმცა, აღსანიშნავია ისიც, რომ ბოჭორიშვილის ზემოაღნიშნული განცხადება ნაკლებად სავარაუდოა მის პრინციპულობას უკავშირდებოდეს. საქმე ის არის, რომ ბოჭორიშვილს ნებართვის გაცემაზე ხელის მოწერა შესაძლოა ისედაც აღარ მოუწიოს, რადგან ის საკრებულოში შესასასვლელად ემზადება. შესაბამისი წერილი საოლქო საარცევნო კომისიისგან მან უკვე მიიღო.
სახელაშვილი კი საკმაოდ თვითდაჯერებულია და იმასაც აცხადებს, რომ საავტომობილო ხაზებზე მონოპოლიის გასამყარებლად მიკროსაავტობუსო ხაზების წინააღმდეგ ბრძოლისთვის ემზადება.
მანამდე კი "სამგზავრო" იმ 6 ავტობუსის ამუშავებას შეეცდება, რომელიც მას "ბარეულისაგან" იჯარით გადაეცა და დღემდე უფუნქციოდ დგას, რადგან მათი პასპორტები კვლავ "ავტოტრანსდიზელის" დირექტორის ხელშია. ამ პრობლემის მოსაგვარებლად, "ბარეულის" დირექტორი საპატრულო პოლიციაში დუბლიკატების დამზადებას მოითხოვს.
აღსანიშნავია, რომ საავტობუსო ხაზებზე ჩასატარებელ ტენდერზე "სამგზავროს" განაცხადი არ აქვს შეტანილი. სახელაშვილი ქალაქში არსებულ ყველა საავტობუსო ხაზზე პრეტენზიას სხვა ფირმების სახელით გამოთქვამს. შპს "თეგეტა სითი ლაინი" და შპს "იმერტრანსი" ის ორადორი ფირმაა, რომელმაც საავტობუსო ხაზებზე გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა და ორივე მათგანის დირექტორი ზაალ სახელაშვილია.
თეა ზიბზიბაძე

7 comments:

  1. შეიტანეთ განცხადება სესხის მისაღებად ACCESS FINANCE- ში (accessloanfirm2030@gmail.com) 3% პროცენტით.

    ახალი ფინანსები მოქნილია: შეგიძლიათ ისესხოთ 1000 ევროდან 5 მილიონ ევრომდე (5,000,000.00 ევრო), დაფარვის შესაბამისი პერიოდებით 6 თვიდან 30 წლამდე. ჩვენ გთავაზობთ პერსონალურ, ბიზნეს, საცხოვრებელ და საკონსოლიდაციო სესხების ფართო სპექტრს, რომლებიც ადაპტირდება თქვენი ცვალებად საჭიროებებსა და გარემოებებზე 3% პროცენტით.

    ? თანხებზე დაუყოვნებლივი წვდომა დამტკიცებისთანავე
    ? კონკურენტული პროცენტები
    ? დაფარვის მოქნილი პირობები
    ? სესხის უფრო სწრაფი დაფარვის შესაძლებლობა (დამატებითი გადახდები ამცირებს სესხის ოდენობას)
    ? მარტივი დამტკიცება, თუ დამატებითი თანხები გჭირდებათ
    ? თქვენი პირველი სესხის დაფარვა დაიწყება დამტკიცებიდან ექვსი თვის შემდეგ.

    სესხის აღება სწრაფად და მარტივია!
    კომპანიებმა ან იმ პირებმა, რომლებიც დაინტერესებულნი არიან სესხის მისაღებად, სესხის მისაღებად, რომელთაც სჭირდებათ მეტი ინფორმაცია, თუ როგორ უნდა შეიტანონ განცხადება, უნდა გამოაგზავნონ ელ.ფოსტაზე (accessloanfirm2030@gmail.com)

    WhatsApp ნომერი: +79258159150

    გაითვალისწინეთ
    მისტერ სკოტი
    accessloanfirm2030@gmail.com

    ReplyDelete
  2. გჭირდებათ სასწრაფო სესხი თქვენი ფინანსური საჭიროებების დასაკმაყოფილებლად? ჩვენ გთავაზობთ სესხებს 2,000-დან 50,000,000.00 ევრომდე, ჩვენ ვართ საიმედო, ეფექტური, სწრაფი და დინამიური, კრედიტუნარიანობის შემოწმების გარეშე და გთავაზობთ უცხოური სესხების 100%-იან გარანტიას ტრანსფერის პერიოდში.

    ჩვენ ასევე გავცემთ სესხებს ყველა ვალუტაში 3%-იანი საპროცენტო განაკვეთით ყველა სესხზე... დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ კომპანიის ელფოსტით: accessloanfirm2030@gmail.com

    მომსახურებაში შედის:
    * პერსონალური სესხები
    * ბიზნეს სესხები
    *
    რემონტი * კლიენტური სესხები
    * ავტო სესხები
    და ა.შ..

    Როგორ უნდა მიმართოს:
    სესხზე განაცხადი სწრაფი და მარტივია!
    კომპანიებმა ან პირებმა, რომლებიც დაინტერესებულნი არიან განაცხადონ სესხზე წვდომით Finance, რომლებსაც სჭირდებათ მეტი ინფორმაცია განაცხადის შეტანის შესახებ, უნდა გამოგვიგზავნონ ელფოსტა შემდეგ მისამართზე:  accessloanfirm2030@gmail.com

    WhatsApp ნომერი: +79258159150

    პატივისცემით
    მისტერ სკოტი
    accessloanfirm2030@gmail.com

    ReplyDelete
  3. დაინტერესებული ხართ სესხით?

    ვაძლევთ სესხებს სხვადასხვა ვალუტაში. 24 საათის დამტკიცების პროცესი. ჩვენ გთავაზობთ სესხს დაბალი საპროცენტო განაკვეთით. ჩვენ გარანტიას ვაძლევთ ნებისმიერი სახის სესხს, მთავრობის დაფინანსების პროექტს და ინვესტორს, ბიზნეს სესხს, პერსონალურ სესხს და ა.შ.

    მომსახურებაში შედის:

    * პირადი სესხები (უზრუნველყოფილი და არაუზრუნველყოფილი)
    * ბიზნეს სესხები (უსაფრთხო და უსაფრთხო)
    * სახლის გაუმჯობესება
    * გამომგონებელი
    სესხები * ავტო სესხები
    და მეტი. ..

    დაგვიკავშირდით ელექტრონული ფოსტით: ecofinance2020@gmail.com

    WhatsApp ნომერი: +79258159150


    მოგვწერეთ: ecofinance2020@gmail.com

    მითითება
    მისტერ ოსკარ
    ecofinance2020@gmail.com

    ReplyDelete
  4. გჭირდებათ სესხი??? მიმართეთ დღესვე 2%-იანი პროცენტისთვის დაგვიკავშირდით: (dakany.endre@gmail.com) დამატებითი ინფორმაციისთვის.

    სასწრაფო სესხის შეთავაზება.

    ReplyDelete
  5. გჭირდებათ სასწრაფო სესხი? ჩვენ გთავაზობთ 2%-იან სესხებს, გთავაზობთ ვალის კონსოლიდაციურ სესხებს, ბიზნეს სესხებს, პერსონალურ სესხებს, მანქანის სესხებს, სასტუმროს სესხებს, სტუდენტურ სესხებს, პერსონალურ სესხებს სახლის რეფინანსირების სესხები, დამატებითი ინფორმაციისთვის ელფოსტა: (dakany.endre@gmail.com)

    Სესხის შეთავაზება.

    ReplyDelete
  6. გჭირდებათ რაიმე სახის ფინანსური დახმარება? პერსონალური სესხები? ბიზნეს სესხები? იპოთეკური სესხი? კომპანიის სესხები? სოფლის მეურნეობის და პროექტების დაფინანსება? ვაძლევთ სესხებს 2%-იანი საპროცენტო განაკვეთით! კონტაქტი: (dakany.endre@gmail.com)

    სასწრაფო სესხის შეთავაზება.

    ReplyDelete
  7. გჭირდებათ სესხი? პირადი სესხი? ბიზნეს სესხები? იპოთეკური სესხი? სოფლის მეურნეობის და პროექტების დაფინანსება, სწრაფი სესხი, გჭირდებათ სესხი ვალის დასაფარად, გადასახადების დასაფარად ან კარგი ბიზნესის დასაწყებად? ? ვაძლევთ ყველა სახის სესხს 2%-იანი პროცენტით! საკონტაქტო ელფოსტა:accessloanfirm2030@gmail.com

    დაგვიკავშირდით შემდეგ მისამართზე: accessloanfirm2030@gmail.com

    whatapp: +2348029970634

    პატივისცემით
    accessloanfirm2030@gmail.com

    ReplyDelete