ქუთაისის მთავრობის სახლში გახსნილ მედიაცენტრში, დღეს
პირველი ოფიციალური კომენტარი უმრავლესობის წევრმა აკაკი ბობოხიძემ გააკეთა.
„ერთიანი საქართველოს ყველა პერიოდში, თბილისის და ქუთაისის
ერთობა იყო საფუძველი ჩვენი ქვეყნის დიდების. ნებისმიერი ქართველის ცნობიერებაში ქუთაისი
წარმოადგენდა მეორე დედაქალაქს. და ეს ამ ხელისუფლებამ, საქართველოს ამ მოწვევის პარლამენტმა,
გააფორმა იურიდიულ აქტად,“ – აცხადებს აკაკი ბობოხიძე.
ბობოხიძემ მედიაცენტრში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ
ქუთაისი დღეს მზად არის, მიიღოს აღლუმი. „მზად არის იმისთვის, რომ ჩატარდეს პირველი,
ერთჯერადი, საზეიმო სხდომა. მიმაჩნია რომ ჩვენი რაოდენობის ერს, არ აქვს უფლება, გააკეთოს
მეგაპოლისები. არ აქვს უფლება მხოლოდ ერთ ქალაქში
მოუყაროს ყველაფერს თავი. ის გადაწყვეტილება,
რომელიც იქნა საქართველოს ხელისუფლების მიერ მიღებული, ხელს შეუწყობს არა მარტო ქუთაისის,
არამედ მთლიანად რეგიონის განვითარებას. ეს არის წინაპირობა იმისა, რომ არა მხოლდო
ქუთაისი, არამედ სრულიად საქართველო იქნეს ჩართული, ჩვენი ქვეყნის როგორც პოლიტიკური,
ისე სოციალური და ეკონომიკური განვითარების გეგმაში,“ – განაცხადა აკაკო ბობოხიძემ.
ქუთაისის ახალ პარლამენტში პირველი საზეიმო სხდომა
17:00 საათზე დაიწყება, ხოლო 18:00 საათზე სამხედრო აღლუმია დაგეგმილი.
რომელ საათზე დამთავრდება სამხედრო აღლუმი?
ReplyDelete