„ქუთაისი მზად არის ღირსეულად დახვდეს 26 მაისის დამოუკიდებლობის
დღესასწაულს. ასევე, უმასპინძლოს სამხედრო აღლუმს. 24 საათიან რეჟიმში მიმდინარე სამუშაოები
ამ მომენტამდე გრძელდება. კეთილმოწყობილია პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია,“ – განაცხადა
ქუთაისის მერმა, გია თევდორაძემ მთავრობის სახლში გახნილ მედიაცენტრში.
თევდორაძის ინფორმაციით, პარმანეტის სხდომისა და აღლუმის გარდა, დაგეგმილია რამდენიმე სხვა ღონისძიება.
„16:00 საათიდან ველოდებით ღონისძიებებზე მოქალაქეების
მოსვლას. დაგეგმილია რამდენიმე ღონისძიება, სხვადასხვა შემსრულებლებისა და მოძრაობის
თეატრის მონაწილეობით. 21:00 საათზე კი გრადნიოზული
გალა კონცერტი დაიწყება, მსოფლიო დონის შემსრულებლების მონაწილეობით. ამ ყველაფერს
დააგვირგვინებს უპრეცედენტო, სანახაობრივი და მასშტაბური ფეიერვერკი,“ – აღნიშნა გია თევდორაძემ.
ქუთაისის მერმა მოსახლეობას ახალ პარლამენტთან შეკრებისაკენ
მოუწოდა. „ერთად შევხვდეთ ქუთაისისთვის ეპოქალურ დამოუკიდებლობის დღეს,“ – განაცხადა
ქუთაისის მერმა.
No comments:
Post a Comment