საქართველოში საზოგადოების დიდი ნაწილი ჯერ კიდევ ტელევიზიის თაობას წარმოადგენს. ტელეთაობას, რომელიც სამყაროზე წარმოდგენას ტელევიზორით იქმნის. ტელევიზია სამყაროსთან დამაკავშირებელი წყაროა, სამყაროს მოდელია, ან თავადაა სამყარო ტელემანის თვალში. სამყარო ასეთია, რასაც ამ ყუთში გვთავაზობენ. თუმცა აღმოჩნდა, რომ საკმაოდ არასრული სამყარო. ამ სამყაროს ბევრი რამ აკლია. აი, მაგალითად, ტელეჟურნალისტები. სად არიან ისინი?! ყოველ შემთხვევაში, ქართულ ცენტრალურ ტელევიზიებში მათი პოვნა შეუძლებელია. სამაგიეროდ, ისინი არსებობენ სხვაგან. მართალია, არცისე ბევრი, მაგრამ მაინც საკმარისი საიმისოდ, რომ ჟურნალისტზე წარმოდგენა შეგექმნეს და მისი სახე და მოვალეობა არ დაავიწყდეს ადამიანს. ამ იშვიათი ეგზემპლარებით თუ ვიმსჯელებთ, ჟურნალისტია პირი, რომელიც რეალობას, სინამდვილეს ასახავს. შეიძლება ტელევიზიებში ეს ვინმეს დააბრალო? ძალიან გაგიჭირდება. ეს ჯერჯერობით არავის უკადრებია. ანუ ჟურნალისტის საპოვნად ეს ნიშანი არ გამოდგება, მეტისმეტად არარეალურია. მეორე ნიშანია - დამოუკიდებლობა, ეს საერთოდ გაუგებარია. ფანტაზიის სუნი უფრო უდის. მართალია ტელევიზიებში ფანტაზია არ აკლიათ, მაგრამ არც იმდენი, ასეთ მასშტაბებზე გავიდნენ. მესამე ნიშანი ობიექტურობაა. ეს რომელია? სუბიექტურობის ჩრდილოვანი მხარე? მთვარის უკანა ნაწილი, რომელიც არასდროს ჩანს, რაც უნდა მოუახლოვდეს დედამიწას?! ვკითხოთ ასტრონომებს, იქნებ იციან რა ხილია ეს „ობიექტურობა"?! თურმე მეოთხე, რასაც ჟურნალისტი უნდა აკეთებდეს, წყაროების გადამოწმებაა. განა სიტყვა „წყაროს" მრავლობითი გააჩნია?! რადგან ქართულ ტელევიზიებში ასე იციან, რომ მხოლოდ ერთი წყარო არსებობს ავტორიტეტული და შეუმცდარი.
შეუმცდარის პრეტენზია შეიძლება გააჩნდეს თავად ტელევიზიასაც ტელეთაობის თვალში. და ეს ავტორიტეტი აჩვენებს, რომ ტელეჟურნალისტები არ არსებობენ. ისინი გადაშენებული, ან გადაშენების გზაზე მდგომი პოპულაციაა.
აბა ისინი ვინ არიან, საინფორმაციოები რომ მიყავთ? ძნელი გასარკვევია. ალბათ უფრო მეკონსერვეები. ხალხი, რომელიც სინამდვილიდან, ობიექტურობიდან, საღი აზრიდან ანუ ვიტამინებიდან გამოცლილ ინფორმაციას მკვდარი სახით მიაწოდებს საზოგადოებას. ტელევიზია კი კონსერვის ქილა, სადაც დრო, ისტორია, სინამდვილე კვდება, აკლდება ყველა ის ინგრედიენტი, რაც მას ღირებულს და ცოცხალს ხდიდა, ამის შემდეგ რამდენიც არ უნდა აწერო Live, ამით იგი ცოცხალი ვერ გახდება.
ტელევიზიაში დრო კვდება, მხოლოდ მისი აჩრდილი დაბოდიალობს. აჩრდილი სიცრუისა..

სამაგიეროდ, ცენტრალურ ტელევიზიებში თავად ქმნიან დროს და დროის გმირებს, ქმნიან ღირებულებებს, თავადვე ამკვიდრებენ რაღაც ფასეულობებს და მერე ამაზე პასუხს საზოგადოებას თხოვენ. საზოგადოებაზე ქილიკობენ მათი დამკვიდრებული ღირებულებების და გმირების მიღების გამო.
ბიჭოლა ქართული ტელევიზიების გმირი, ტელესახე, ტელეშოუების ხშირი სტუმარი გასულ კვირას დამამცირებელ კონტექსტში მოიხსენიეს. საზოგადოებას დანაშაულად და უვიცობად ჩაეთვალა ბიჭოლას პიროვნების ცნობა და ცოდნა. ის, რომ მას ახალი თაობა პეტრე მელიქიშვილზე უკეთ იცნობს. არადა, ეს გმირი თავად შექმნეს. თავად გახადეს ცნობადი. ძნელია გაიხსენო ბოლოს როდის ილაპარაკა ქართულმა ტელევიზიებმა, და კონკრეტულად „იმედმა", პეტრე მელიქიშვილის დამსახურებაზე ქიმიის დარგში. ან ვინმე სხვა მეცნიერზე როდის გააკეთა ბოლოს გადაცემა?! „იმედის" ცნობით და მატიანეზე დაყრდნობით სამყაროში არა მხოლოდ ტელეჟურნელისტები გადაშენდნენ, არამედ საერთოდ არ არსებობენ მეცნიერები, არ არსებობს მეცნიერება, ლიტერატურა, ხელოვნება, არ არსებობს ისტორია და სინამდვილე, არ არსებობს დოკუმენტალიზმი, არც მხატვრული სამყარო. შედევრები ჯერ არ შექმნილა, შემოქმედებითი უნარები ადამიანებს საერთოდ არ გააჩნიათ. რადგან ყველა ზემოთჩამოთვლილის პოვნა ძალიან გაჭირდება ქართულ ტელეარხებზე. შლინრიკ შლიმანსაც რომ აღემატებოდეთ ძიების დაარგში. სხვის არცოდნაზე მითითებით საკუთარი უვიცობის გამართლებას ცდილობენ, მერე რა, რომ მაგალითად, ამინდის პროგნოზში მინუს ნულს და პლუს ნულს წერენ, სამაგიეროდ ახალგაზრდები მათზე უვიცები არიან. ახალი თაობა წიგნს არ შლის, ან როგორ გადაშლის, როცა ეუბნები, რომ ამ წიგნებში მაინცადამაინც ფეკალიებზე საუბრობენ. საბავშვო ლიტერატურა ტელევიზიებს მანამ არ გახსენებიათ, სანამ თხუნელას ვიღაცამ თავზე არ დაასაქმა. ყოჩაღ, თხუნელას!... როგორც ჩანს, მხოლოდ ასე თუ მიაპყრობ ტელევიზიების ყურადღებას წიგნზე. ტელეარხებზე მერე გმირებსაც თავად ქმნიან და მტრის ხატებსაც, მერე თავადვე უპირისპირდებიან მათ. უფრო იოლია საკუთარ გამოგონილთან დაპირისპირება.
21 მარტი ქართული ჟურნალისტიკის დღეა, თუმცა საეჭვოა ეს აღნიშნონ ტელეჟურნალისტებმა. ქართველი ტელეჟურნალისტები ხომ ბუნებაში არ არსებობენ.

ეკა კუხალაშვილი
No comments:
Post a Comment