„ღირსეულ ადამიანად ჩვენი შესაძლებლობები კი არ გვაქცევენ, არამედ - ჩვენი არჩევანი", - ამბობს ალბუს დამბლდორი, პერსონაჟი „ჰარი პოტერიდან". ამ უთვალავი ფერით სავსე სამყაროში ასარჩევი მრავლად არის: ღირებულებების, პიროვნებების, ცხოვრების წესის, სავალი გზის სახით. თუმცა გზა, რომელსაც ჭეშმარიტება და სიცოცხლე ახლავს, ან უბრალოდ თავად არის გზაც, ჭეშმარიტებაც და სიცოცხლეც მაინც მხოლოდ ერთს უკავშირდება - ასარჩევის სიმრავლის და არჩევანის თავისუფლების მიუხედავად. მასვე უკავშირდება აღდგომა და სიკვდილზე გამარჯვებაც, კაცობრიობის ხსნა, დაკარგულ სამოთხეში ადამიანის დაბრუნება. მოკლედ, ყველაფერი ის, რაც მის მიმართ ნდობისთვის, რწმენისა და დიდი სიყვარულისთვის საკმარისზე მეტია. თუმცა, ამ გზაზე მავალთ მაინც ახლავთ წინააღმდეგობები, ეჭვები, ყალბი დამოკიდებულებები, გაუცნობიერებელი ქმედებანი, კითხვები. კითხვები, რომლებიც ხშირად პასუხგაუცემელი რჩება, წვეულთა მიერ სიყალბით და ფარისევლობით ნაშენი ყრუ კედლების გამო. თუმცა, ამ უამრავ წვეულს შორის საბედნიეროდ რჩეულნიც ურევია, რომელთაც გაცნობიერებული აქვთ საკუთარი მისია. საკუთარ და ზოგადად ქრისტიანის მისიაზე, რწმენაზე, აღდგომის მნშინველობაზე, ქრისტეს პიროვნების გამორჩეულობასა და ბევრ სხვა საკითხზე გვესაუბრება თბილისის ნარიყალას წმინდა ნიკოლოზის ტაძრის დეკანოზი ზაზა თევზაძე.
- ზოგჯერ ქრისტეს მოიხსენიებენ ბუდას, მუჰამედის, შივას და სხვა ღმერთთა, თუ წინასწარმეტყველთა გვერდით. მათ უთანაბრებენ, ბევრ საერთოს უძებნიან. იქამდე ზემოთ ჩამოთვლილ წინასწარმეტყველთა სიბრძნეს ქრისტეს სწავლებაზე აღმატებულადაც მიიჩნევენ. რითაა ქრისტე გამორჩეული და უნიკალური? რატომ გაკეთდა მასზე თქვენი პირადი არჩევანი? რატომ უნდა გვიყვარდეს იესო?
- ერთხელ იესომ ჰკითხა თავის მოწაფეებს, რას ამბობს ხალხი ჩემზე - ვინ ვგონივარ მე. მოწაფეებმა უთხრეს, რომ ზოგს ილია ჰგონიხარ, ზოგსაც იერემია, ზოგსაც სხვა წინასწარმეტყველი... იესოს თანამემამულეებმა ყველაზე დიდებულ პიროვნებათა რიგში მიუჩინეს ადგილი, უფრო მეტიც, გააიგივეს მათთან. და თუ პირობითად ისტორიულ კონტექსტს შევცვლით თანამედროვეთი, მაშინ ეს უკანასკნელნი უკვე კოსმოპოლიტი ინტელექტუალები, უთუოდ თქვენს მიერ ზემოთ ჩამოთვლილ წინასწარმეტყველ-მოძღვართა და ღმერთთა რიგში მოიხსენიებდნენ, ან მათთან გააიგივებდნენ იესო ქრისტეს. ყველაზე მთავარი ამ დიალოგის მეორე ნაწილია, როცა იესო ეკითხება - თქვენ რას ფიქრობთ ჩემზეო, მაშინ პეტრე წარმოსდგება და განუცხადებს - შენ ხარ ქრისტე, ცოცხალი ღმერთის ძეო; სწორედ ეს განცხადებაა ქრისტიანობის ბირთვი, ის კლდე, ის მყარი ნიადაგი, რომელსაც ქრისტიანული ცნობიერება ეფუძნება. ქრისტე ცოცხალი ღმერთის ძეა, რომლითაც და რომლისგანაცაა ყოველივე არსებული.
მე ჩემს თავს მივაკუთვნებ იმ ადამიანების რიცხვს, ვისაც ქრისტე საზოგადოებრივი უმრავლესობის საშუალებით არ მიუღია, არამედ ღმერთის ძიების შედეგად იმდროინდელი ღვთისმგმობი გარემოს დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად იპოვა. იესო ჩემთვის ცოცხალი ღმერთის გამოცხადებაა.
მაცხოვარს თავდაპირველად ბევრად მეტი მოწაფე ჰყავდა, მაგრამ მისი მოძღვრება ბევრისთვის გაუგებარი და ბუნდოვანი შეიქმნა და მალევე ჩამოშორდნენ მას. მაშინ მან მოწაფეების ყველაზე ერთგულ ნაწილს ჰკითხა, თქვენც ხომ არ გაქვთ სურვილი რომ წახვიდეთო. მათი პასუხი ძალზე მნიშვნელოვანი იყო, - ჩვენ სად უნდა წავიდეთ, როცა სიცოცხლის სიტყვები შენთანააო. ვინც დაინახა იესო, როგორც სიცოცხლე, მას არ აქვს სხვა არჩევანი. როგორც წმიდა იოანე სინელი ამბობს, შეუძლებელია ადამიანს ასწავლო მხედველობა სიტყვების საშუალებით, თუ მას თვალი არა აქვსო; ასევე შეუძლებელია ასწავლო ადამიანს რწმენა - ეს ადამიანურ უნარს აღემატება. როგორც პეტრეს უთხრა უფალმა იესო ქრისტემ - ნეტარ ხარ შენ პეტრე იონას ძეო, იმიტომ რომ ეს შენმა სისხლმა და ხორცმა კი არ გამოგიცხადა შენ, არამედ ჩემმა ზეციერმა მამამო. სიფრთხილე გვმართებს არ შევუწყოთ ხელი სარწმუნოების პროფანაციას, და რწმენის ძალადობრივად თავს მოხვევას ადამიანებზე, რადგანაც ეს ჭეშმარიტებას და სიყვარულს გამორიცხავს.
- რელიგია და კონკრეტულად ქრისტიანული რელიგია ბევრ ჩვენთაგანს დაშვება-აკრძალვების სისტემა გონია. იგი ჩვენი ცხოვრების დანამატი ხდება, რომელსაც პერიოდულად ან სისტემატურად გარკვეულ ხარკს მივაგებთ, თუმცა ნაკლებად ვუშვებთ ჩვენს ცხოვრებაში. იგი გამოყოფილია და ცალკეა, როგორც სამლოცველო კუთხეები ჩვენს სახლებში. რამდენად სწორი დამოკიდებულებაა რწმენის და სარწმუნოების ასეთი „გარიყვა" ჩვენი ცხოვრებიდან?
- უფალი იესო ამბობს - ჩვენთვის მთავარი და პირველადი ზრუნვის და ძიების საგანი უნდა იყოს ღმერთის სასუფეველი და მისი სიმართლე, რის შედეგადაც ცხოვრების სხვა სფეროები უადვილესად მოწესრიგდებაო. როგორც მოციქული გვასწავლის - რწმენა საქმეებად უნდა იქცეს, ცხოვრების სული და სუნთქვა უნდა იყოს. აკრძალვა, შეზღუდვა ცოდვით დაცემული ცხოვრების თანამდევია, ღმერთი თავისუფლებაში და უსაზღვროებაშია. ძალიან მცდარია, როცა რელიგიურობა ასოცირდება ბორკილებთან, ნეტარი ავგუსტინე გვასწავლის - იმისათვის რომ ვიცოცხლოთ, მხოლოდ ერთი პირობის დაცვააო აუცილებელი: გვიყვარდეს ღმერთი, ესეც იმიტომ, რომ თავად ღმერთია ჭეშმარტი სიცოცხლე.
- სარწმუნოების მიმართ განსაკუთრებული მოწიწება არსებობს. ხშირად იმდენად დიდია ეს მოწიწება, რომ თავს უფლებას არ ვაძლევთ გავკადნიერდეთ და სახარება წავიკითხოთ; უფლებას არ ვაძლევთ წაკითხულზე ვიფიქროთ, გავაანალიზოთ, გავიაზროთ, კითხვები დავსვათ, ეჭვები შევიტანოთ, პასუხები ვეძებოთ. რამდენად მართებულია ეს მოწიწება და ქვია თუ არა საერთოდ ამას „მოწიწება"?
- მართალია სარწმუნოებას ახლავს მოწიწება, კრძალვა, შიში, რაც სავსებით ბუნებრივია, მაგრამ გარკვეულ დიაპაზონში; თუ იგი გარკვეულ ზღვარს გადასცდება - ცრუ მოწიწებად იქცევა, დავემსგავსებით იმ უგუნურ მონას, ტალანტები მიწაში რომ დაფლა ბატონის შიშის გამო და ამით დაიმსახურა რისხვა და შეჩვენება მისგან. ჩვენ მოწოდებულნი ვართ, ვუსმინოთ უფალს - რადგანაც მისი სიტყვები სიცოცხლის სიტყვებია; მას არ რცხვენია, ჩვენ ძმებად და მეგობრებად წარგვადგინოს, ამდენად თავად უფალი მოგვიწოდებს საღმრთო კადნიერებისაკენ.
- რით გაუმართლათ ადამიანებს, რომლებიც ქრისტეს შემდგომ, ანუ „მადლის ეპოქაში" დაიბადნენ? და რა არის მადლი, ზოგადად?
- უფალი იესო ქრისტე იუდაველებთან საუბრისას ბრძანებს, წინასწარმეტყველებს - ძველი აღთქმის ამ ბრწყინვალე მამებს ენატრებოდათ და ოცნებობდნენო ეხილათ განკაცებული ღმერთის ძე, თუმცა მათ ეს ვერ იხილესო; ამას ამბობს, რათა დაეფასებინათ ის, რაც მათ მიემადლათ უფლისგან. ახალი აღთქმის ეპოქა იესო ქრისტეს ერაა, მისი სიცოცხლით გამოსყიდული საუკუნე; ქრისტეს მოსვლით ნათელი ამობრწყინდა, ღმერთი ხორციელ იქმნა, მიწა და ზეცა, კაცი და ღმერთი შეერთდა, საღმრთო მადლი როგორც ზეციური მანანა მოეფინა ქვეყნიერებას. მადლი ზოგადად ღმერთის უსაზღვრო სიკეთე, მოწყალებაა და ენერგიაა, მომმადლებელი ჩვენთვის ყოველგვარი ნიჭისა და სიკეთისა, რასაც ჩვენ კი არ ვიმსახურებთ, არამედ მოგვებოძება ღმერთის სახიერების გამო. ამის დასტური ქრისტეს მართალთა ცხოვრებაა, რომელთა ნიმუშები არც თუ ისე ცოტა შემოუნახავს ისტორიას.
- ერთი თეოლოგი ამბობდა, რომ მარილის გარეშე განსხვავებულ კერძებს ერთნაირი გემო აქვთ, მხოლოდ მარილი აძლევს მათ გამორჩეულ და უნიკალურ გემოს. ქრისტიანობაც სწორედ ის მარილია, რომელიც ადამიანს უნიკალურობას და პიროვნულობას სძენს. ეკლესიამ ადამიანის უნიკალურობა უნდა დაიცვას და არა „პიროვნულობაწაშლილ" მრევლის წევრად აქციოსო. რამდენად უთანხმდება ერთმანეთს დღევანდელ ქართულ ეკლესიაში ადამიანის პიროვნულობა და მრევლის წევრობა?
- მართალი ბრძანებაა, ქრისტიანობა ქრისტეს მოძღვრება, ის ჭეშმარიტი მარილია, რომელიც ყველაფერს თავის გემოს აძლევს და თავის სახეს უბრუნებს. სწორედ ეს უნდა იყოს მართლმადიდებლობის მართლმსახურების განმსაზღვრელი; მას ძალა შესწევს გარდაქმნას ადამიანი, გამოავლინოს თავისი უნიკალურობა და განუმეორებლობა, ადამიანი თავისი პიროვნული სინდისით ხდება პასუხისმგებელი და მონაწილე მის გარშემო მიმდინარე მოვლენებისა. საქართველოს ეკლესიაში, როგორც ბევრ სხვა ადგილობრივ ეკლესიებშიც, არის პრობლემები, რომლებიც უნდა გვტკიოდეს, ვისწრაფოდეთ მის დაძლევისაკენ და არ ვიყოთ ჩვენი სამშობლოსა და ეკლესიის ცრუ პატრიოტები, რომლებიც ავზე კარგს იტყვიან - აქაოდა, დიდი მამულიშვილები ვართო.
- რატომ კეთდება ძირითადი აქცენტები შიშზე ქრისტიანულ რელიგიაში, როცა საღვთო წერილს სახარება ქვია? ქრისტეც ხომ იმას მოუწოდებს მის მოციქულებს - ახარეთო და არა დააშინეთო?
- აღთქმაში მეფსალმუნე ამბობს: მოვედით ყრმანო ისმინეთ ჩემი, შიში უფლისა გასწაოთ თქვენ ... ეს ის საღმრთო და წმიდა შიშია, რომელიც სიბრძნედ და სიყვარულად ტრანსფორმირდება, მისი სწავლაა საჭირო, რომ გონიერებით გავიგოთ, თუ რომელი შიშისთვის მოგვიწოდებს უფალი. საღმრთო წერილში ეს იგივე სიყვარულია, თუმცა ჯერ კიდევ არა სრულქმნილი; ახალი აღთქმა არა შიშზე, არამედ სრულ სიყვარულზეა ორიენტირებული, ღმერთის არსების მასზე დიდად გამომსახველს, ადამიანური გონება არ იცნობს. აი, რას გვასწავლის იოანე მახარებელი: „სიყვარული სულგრძელია და კეთილმოსიყვარულისთვის უცხოა შიში, რადგანაც სრულქმნილი სიყვარული აძევებს შიშს; ვინაიდან შიშს თან ახლავს ტანჯვა, ხოლო მოშიში არასრულქმნილია სიყვარულში."”
ასევე მოვიყვანოთ საღმრთო სიყვარულის დიდი მქადაგებელის - პავლე მოციქულის სიტყვები: „სიყვარული არ უკეთურობს, არ ეძებს თავისას, არ მრისხანებს, არ იზრახავს ბოროტს; არ შეჰხარის უსამართლობას, არამედ ჭეშმარიტებით ხარობს; ყველაფერს იტანს, ყველაფერი სწამს, ყველაფრის იმედი აქვს, ყველაფერს ითმენს. სიყვარული არასოდეს არ გადავა, თუმცაღა წინასწარმეტყველებანი განქარდებიან, ენები დადუმდებიან და უქმი გახდება ცოდნა."”
- სჭირდება თუ არა ქრისტე ყველას? თუ იგი მეტისმეტი ცოდვილებითვის არის ან გამორჩეული წმინდანებისთვის? ქრისტე, ეკლესია, მადლი, რწმენა ვისია?
- ქრისტეა სიცოცხლის წყარო, სიცოცხლის დაუსრულებელი ნაკადი, ამდენად იგი ყველას სჭირდება. იმდენად ვიტანჯებით, რამდენადაც იგი გვაკლია და პირიქით; უბრალოდ, დიდი ცოდვილები უკიდურესი განშორებისას ხელახლა აღმოაჩენენ მას, მსგავსად უძღები შვილისა. არის ერთი დიდი საფრთხე - ფარისევლობა, რელიგიურობის ავთვისებიანი გადაგვარება, ცრუ ღვთის მოსაობა, რის გამოც ადამიანი კარგავს ცოცხალი ღმერთის განცდის უნარს, გაუცნობიერებლად უპირისპირდება ქრისტეს და ჯვარს აცვამს მას.
- რა მიეცა კაცობრიობას ქრისტეს ადდგომით?
- ქრისტეს აღდგომა უდიდესი მოვლენაა - მას მრავალი ასპექტი გააჩნია, მისი მისტიური მხარე კაცობრიობის სიკვდილზე გამარჯვება, ღმერთთან დაბრუნება, მისი დაცემული ბუნების განღმრთობაა; რამეთუ ქრისტემ თავის აღდგომით ზეცას აღიყვანა ადამიანური ბუნება და მასში აღვდექით და ავმაღლდით თვითეული ჩვენთაგანი; მეორე - სარწმუნოებრივი მარტიროლოგიური ასპექტია, რადგანაც თავისი აღდგომით უფალმა იესო ქრისტემ დაადასტურა თავისი ღვთაებრიობა, როგორც პავლე მოციქული ბრძანებს: „ხოლო თუ ქრისტე არ აღმდგარა, ფუჭია ჩვენი ქადაგება და ფუჭია თქვენი რწმენაც."”
დასასრულს მინდა წინასწარ მივულოცო თქვენი გაზეთის მკითხველს და ზოგადად, ყველა ქრისტიანს და არა ქრისტიანს ჩვენი უფლის იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომა და ვუსურვო აღდგომის და განახლების მადლით ცხოვრება.

ეკა კუხალაშვილი