Monday, March 12, 2012

ქუთაისელი „რესპუბლიკელები“ კონტროლის პალატაში დაიბარეს

კონტროლის პალატაში ახსნა-განმატების მისაცემად „რესპუბლიკური პარტიის“ ქუთაისის საქალაქო ორგანიზაციის წევრებიც დაიბარეს. გუშინ ღამით, კონტროლის პალატიდან შეტყობინება პარტიის საქალაქო ორგანიზაციის 14-მა წვერმა და ამავე პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაიციის ორმა წარმომადგენლმა მიიღო. „რესპუბლიკურ პარტიაში“ აცხადებენ, რომ ხელისფლება მათ წევრებზე ტერორს ახორციელებს და დაშინებას ამ გზით ცდილობს.

კონტროლის პალატიდან მიღებულ შეტყობინებაში აღნიშნულია: „საქართველოს კონტროლის პალატის პარტიების ფინანსების მონიტორინგის სამსახურში, პოლიტიკური სიბიექტების მოჩვენებითი, თვალთმაქცობის და გარიგების გზით დაფინანსების ფაქტზე ადმინსტრაციული წარმოება მიმდინაროებს. რასთან დაკავშირებითაც, დაბარებული ხართ ახსნა-გნამარტების მისაცემად“.

„რესპუბლიკური პარტიის“ ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელის ნატო ქათამაძის თქმით: „ყველა ადამიანი, ვისაც კონტროლის პალატიდან შეტყობინება მიუვიდა ქუთაისში, არის პარტიის წევრი. მათი უმრავლესობა 2004 წლიდან მოყოლებული მონაწილებდა არჩვენებში და იყვნენ კომისიის წევრები, ხოლო ახალგაზრდული ორგანიზაციის ორი წევრის „ბრალეულობა“ ალბათ არის ის, რომ 2011 წლის შემოდგომაზე, ახალგაზრული პოლიტიკური თმაშების დროს, ჩვენმა ორგანიზაციამ მოუგო „ნაციონალურ მოძრაობის“ ახალგაზრდულ ჯგუფს“.

„რესპუბლიკური პარტიის“ ქუთაისის ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ 14 წევრიდან 2-მა შეტყობინება არ ჩაიბარა, ხოლო ერთს - ვერ მიაგნეს. კონტროლის პალატიდან მიღებული უწყების თანახმად, ყველა პირი კონტროლის პალატაში დაბარებულია 2012 წლის 13 მარტს, დილის 10 საათიდან 17-საათამდე.

„უწყებები უცხო პირებმა დაარიგეს, რომლებიც უფრო უშიშროების თანაშრომლებს გავდნენ. თუმცა, აცხადებდნენ, რომ საქართველოს ფოსტიდან იყვნენ, რაც საეჭვოა. რადგან, არცერთ წერილს არ ქონდა ბეჭედი. ამაზე გვიპასუხეს, რომ წერილების დარიგება სასწრაფო იყო და ვერ მოასწრეს. შეტყობინებები თბილისიდან გამოგზავნილია 10 მარტს, შაბათს, რომლებიც ქუთაისში დაარიგეს მეორე დღეს, კვირას. ასევე, არცერთ მათგანზე არ არის მითითებული ქალაქი, თუ სად იბარებენ ამ ხალხს. მაინტერესებს, რატომ ეჩქარება ამ ხელისუფლებას ჩვენი ხალხის დაკითხვა? უნდათ რომ ხალხი შეაშინონ, მაგრამ „რესპუბლიკური პარტიის“ წევრები არ შეშინდებიან,“ - აცხადებს ნატო ქათამაძე.

პარტიის წევრებისთვის შეტყობინებები გაგზავნილია კონტროლის პალატის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის მოადგილის გიოროგი ამირანაშვილის ხელმოწერით.

„ჯერჯერობით არავინ აპირებს კონტროლის პალატაში მოსვლას. დღეს ქუთაისში ველოდებით დავით უსუფაშვილს. ის ადგილზე გაეცნობა არსებულ მდგომარეობას, შეხვდება ყველა პირს და ამის შემდეგ გვეცოდინება რა და როგორ იქნება“ - ამბობს ნატო ქათამაძე.

„რესპუბლიკური პარტიის“ აქტივისტებზე კონტროლის პალატის მხრიდან განხორციელებული ქმედების შესახებ დღეს, კოალიციაქართული ოცბნებისწევრმა, რესპუბლიკელების ერთ-ერთმა ლიდერმა თინათინ ხიდაშელმა განცხადა. მისი თქმით, საქართველოს ყველა რაიონსა თუ ქალაქში, მათ აქტივისტებზე ტერორი მიმდინარეობს.

თეა ზიბზიბაძე



No comments:

Post a Comment