Thursday, March 22, 2012

ქუთაისი - დასავლეთის გზით


თვლის, რომ უფ­რო მი­ზან­და­სახული­ა, ვიდ­რე ამბიცი­უ­რი. ამი­ტო­მაც მის­თვის ბედ­ნი­ე­რების გან­მარ­ტება და­სახული მიზ­ნის მიღ­წე­ვა­ა. მი­იჩ­ნევს, რომ სამ­სახურის სიყვა­რუ­ლი - ეს აქ­სი­ო­მა­ა. თუმ­ცა, დატ­ვირ­თუ­ლი სა­მუ­შაო გრა­ფი­კის მიუხედა­ვად ოჯახის­თვის დრო ყოველ­თვის რჩება. რო­გორც თა­ვად ამბობს, საკ­მა­ოდ მზრუნ­ვე­ლი მე­უღ­ლე და მა­მა­ა. თა­ვად მი­სი მე­უღ­ლე კი ცნობილი მწე­რა­ლი თე­ო­ნა დო­ლენჯაშ­ვი­ლი­ა. ქუ­თა­ი­სის მე­რი­ის ეკო­ნო­მი­კუ­რი პო­ლი­ტი­კი­სა და სტრა­ტე­გი­უ­ლი გან­ვი­თა­რების სამ­სახურის უფ­რო­სი მალხაზ ჭრე­ლაშ­ვი­ლი თვლის, რომ მო­მა­ვა­ლი წლი­დან ქუ­თა­ი­სი ერთ-ერ­თი აქ­ტი­უ­რი და ეკო­ნო­მი­კუ­რად გა­უმჯობესებული ქა­ლა­ქი უნ­და გახდეს.

მი­სი კა­რი­ე­რა ქუ­თა­ის­ში, ელექ­ტრო-მე­ქა­ნი­კუ­რი ქარხნის ინჟინერ-კონ­სტრუქ­ტო­რობიდან და­იწყო. კონ­სტრუქ­ტო­რის სპე­ცი­ა­ლობით ერ­თწლი­ა­ნი მუ­შაობის შემ­დეგ, სურ­ვი­ლი აიხდი­ნა და თბილი­სის ი.ჯავახიშ­ვი­ლის სახელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტი გახდა - ეკო­ნო­მი­კუ­რი სპე­ცი­ა­ლობით. უნი­ვერ­სი­ტე­ტის დას­რუ­ლების პე­რი­ოდს ქვეყანა­ში არე­უ­ლობის წლები (1990-ია­ნი წლები) და­ემთხვა, ამი­ტომ, ახალი ცოდ­ნი­სა, თუ გა­მოც­დი­ლების პრო­ფე­სი­უ­ლად გა­მოყენება ვერ მოახერხა. სა­მა­გი­ე­როდ, იმ პე­რი­ოდ­ისათ­ვის მის­თვის კარ­გი საწყისი აღ­მოჩ­ნდა ახალ­გაზ­რდუ­ლი სა­მეც­ნი­ე­რო ცენ­ტრი ქუ­თა­ის­ში, სა­დაც მი­იწ­ვი­ეს. შემ­დგომ სა­ი­ნი­ცი­ა­ტი­ვო ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რი გახდა. 1990-ია­ნი წლების ბოლოს კი უკ­ვე პრო­ფე­სი­უ­ლი კუთხით და­იწყო მუ­შაობა სახელმწიფო ხაზი­ნა­ში. შემ­დეგ ფი­ნან­სთა სა­მი­ნის­ტრო­ში საკ­მა­ოდ სე­რი­ო­ზუ­ლი დატ­ვირ­თვი­სა და პა­სუხის­მგებლობის თა­ნამ­დებობაზე გა­და­ი­ნაც­ვლა და გე­ნე­რა­ლურ ინ­სპექ­ცი­ა­ში მუ­შაობდა, სა­ი­და­ნაც უკ­ვე პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის აპა­რატ­ში მოხვდა. ერთ წე­ლი­წად­ში კი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის თა­ნა­შემ­წე გახდა. ახლა მალხაზ ჭრე­ლაშ­ვი­ლი ქუ­თა­ი­სის მე­რი­ა­ში ქა­ლა­ქის ეკო­ნო­მი­კუ­რი გან­ვი­თა­რების­თვის მუ­შაობს.

- ყოველ­თვის ვცდი­ლობდი იმ გზით მევ­ლო, რა მი­ზან­საც და­ვი­სახავ­დი. საკ­მა­ოდ ხში­რია კითხვა და მე­რე გან­მარ­ტების ძიება იმი­სა, თუ რა არის ბედ­ნი­ე­რება?! ჩემ­თვის ბედ­ნი­ე­რების გან­მარ­ტება და­სახული მიზ­ნის მიღ­წე­ვა­ა. შე­საძ­ლებლობების რე­ა­ლი­ზა­ცია ყოველ­თვის ში­ნა­გან კმაყოფი­ლებას იწ­ვევ­და ჩემ­თვის. ნების­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნი, რო­დე­საც მი­ზანს სახავს და ში­ნა­გა­ნად გრძნობს მის მიზ­ნობრიობას, ეს კმაყოფი­ლებისა და ბედ­ნი­ე­რების შეგ­რძნებას იწ­ვევს. ეს ასეა ცხოვ­რების ყვე­ლა სფე­რო­სა თუ მოვ­ლე­ნა­ში. ეს შე­იძ­ლება იყოს ოჯახის შექ­მნა, მე­გობრებთან ურ­თი­ერ­თობა, სამ­სახურეობრი­ვი ცხოვ­რება, სა­ზო­გა­დოებას­თან მი­მარ­თება, გნებავთ, მოგ­ზა­უ­რობა.

- რო­გო­რი თქვენ­თვის კარ­გი ხელ­მძღვა­ნე­ლი, რო­გო­რი თვი­სებებით უნ­და გა­მო­ირ­ჩე­ო­დეს ის?

- მთა­ვა­რი ფაქ­ტო­რი კარ­გი ხელ­მძღვა­ნე­ლი­სა და ხელ­მძღვა­ნე­ლობისათ­ვის - გა­მოც­დი­ლებაა. აუ­ცი­ლებელია ხელ­მძღვა­ნე­ლის კვა­ლი­ფი­კა­ცია მის თა­ნამ­დებობას­თან შე­საბამი­სობაში მო­დი­ო­დეს და არ უნ­და ჰქონ­დეს იმის გან­ცდა, რომ ამ ად­გილ­ზე დროებით, ან გა­რან­ტი­რებულად იქ­ნება. ნების­მი­ერ შემთხვე­ვა­ში, ხელ­მძღვა­ნე­ლი მთლი­ა­ნად უნ­და იხარჯებოდეს. რო­ცა ეს შეგ­რძნება არ­სებობს, არ­სებობს შე­დე­გიც. გარ­და ამი­სა, უნ­და გიყვარ­დეს შე­ნი სამ­სახური, ეს აქ­სი­ო­მა­ა.

- თა­ნამ­შრომ­ლებთან ურ­თი­ერ­თობაში ადა­მი­ა­ნუ­რი და სამ­სახურეობრი­ვი პრინ­ცი­პები რამ­დე­ნად მო­დის თანხმობაში?

- ხელ­მძღვა­ნე­ლი გარ­და იმი­სა, რომ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი უნ­და იყოს, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ფლობდეს გა­მოც­დი­ლებას კად­რებთან ურ­თი­ერ­თობაში. უნ­და გრძნობდე ადა­მი­ა­ნებში ვის რა რე­სურ­სი გა­აჩ­ნი­ა, რა­თა შრო­მის გა­და­ნა­წი­ლება სწო­რად გა­ნახორ­ცი­ე­ლო. არი­ან ადა­მი­ა­ნები, რომ­ლებიც შე­იძ­ლება დი­ლი­დან სა­ღა­მომ­დე დაიხარჯონ, მაგ­რამ მა­თი შრო­მის ნაყოფი­ე­რება არა­ე­ფექ­ტუ­რი იყოს და არი­ან ადა­მი­ა­ნები, რომ­ლებიც ორი სა­ა­თით დაიხარჯებიან და მა­თი გა­კე­თებული საქ­მე გა­ცი­ლებით უფ­რო ეფექ­ტუ­რი აღ­მოჩ­ნდება. ამი­ტომ ხელ­მძღვა­ნელ­მა კარ­გად უნ­და გან­საზ­ღვროს, სად არის სა­ჭი­რო ლმობიე­რება და სიმ­კაც­რე.

- თა­ვად რო­გორ ანა­წი­ლებთ დროს სამ­სახურ­სა და ოჯახს შო­რის?

რთუ­ლი­ა, მაგ­რამ ვცდი­ლობ, რომ რა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ვიყო .

- რო­გორ აფა­სებთ ქუ­თა­ის­ში დღეს­დღეობით არ­სებულ ეკო­ნო­მი­კურ ვი­თა­რებას?

- ვერ ვიტყვი, რომ ამ კუთხით ქუ­თა­ი­სი გარ­კვე­ულ­წი­ლად არ შე­იც­ვა­ლა. ყვე­ლა­ზე მე­ტად ქუ­თა­ის­ში ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი ცენ­ტრის გად­მო­ტა­ნის პერ­სპექ­ტი­ვა მახარებს. კმაყოფი­ლი ვარ, რომ ქუ­თა­ი­სი ხდება სა­პარ­ლა­მენ­ტო ქა­ლა­ქი. ეს ისე­თი მო­ცე­მუ­ლობაა, რო­მე­ლიც ამ ქა­ლა­ქის ეკო­ნო­მი­კუ­რი პო­ტენ­ცი­ის ზრდას ძა­ლი­ან დიდ ბიძგს მის­ცემს და ეს ცხადი­ა.

- და თვლით, რომ ეკო­ნო­მი­კუ­რი უძ­რაობა, რო­მე­ლიც ჯერ კი­დევ იგ­რძნობა ქუ­თა­ის­ში, აღ­მო­იფხვრება?

- ეკო­ნო­მი­კუ­რი უძ­რაობა ად­რე უფ­რო იყო. ახლა პი­რი­ქით, ეს მდგო­მა­რეობა გა­უმჯობესების­კენ და­იძ­რა. მე არ ვამბობ, რომ ყვე­ლა­ფე­რი წეს­რიგ­ში­ა, მაგ­რამ ყვე­ლა­ფე­რი ხომ შე­და­რებითი სხვა ხარისხისა­ა. პრო­ცე­სები ქა­ლა­ქის ეკო­ნო­მი­კუ­რი გან­ვი­თა­რებისათ­ვის დაწყებულია და კი­დევ უფ­რო უნ­და გა­უმჯობესდეს. ქუ­თა­ისს ნამ­დვი­ლად აქვს ამი­სათ­ვის სა­ჭი­რო რე­სურ­სი და მა­ლე, ის გა­ცი­ლებით უკე­თე­სი იქ­ნება, ვიდ­რე 4-5 წლის წინ იყო.

- რო­გო­რია ინ­ვეს­ტორ­თა და­ინ­ტე­რე­სების მაჩ­ვე­ნებელი ქუ­თა­ის­ში?

- ინ­ვეს­ტო­რების ინ­ტე­რე­სი გა­ი­ზარ­და ქუ­თა­ი­სის მი­მართ. სა­ინ­ვეს­ტი­ციო ფონ­დებმა აქ­ტი­უ­რად და­იწყეს თა­ნამ­შრომ­ლობა ჩვენს ქა­ლაქ­თან. მე გეტყვით, რომ ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი ცენ­ტრის გად­მო­ტა­ნით, ქა­ლა­ქის მო­სახლეობა დღეს თუ 250 000 ადა­მი­ა­ნი­ა, 20 წლი­ან პერ­სპექ­ტი­ვა­ში, იმ ეკო­ნო­მი­კუ­რი ზრდის პა­რა­მეტ­რებით, რომ­ლი­თაც ახლა ჩვე­ნი ქვეყანა მი­დის, გა­ორ­მაგ­დება.

- იგეგ­მება თუ არა ახალი პრო­ექ­ტების განხორ­ცი­ე­ლება ქა­ლა­ქის გან­ვი­თა­რებისათ­ვის?

- ქა­ლაქ­ში გან­სახორ­ცი­ე­ლებელი პრო­ექ­ტები ქუ­ჩების, გზებისა და შე­ნობების გა­ნახლებას გუ­ლისხმობს. იგი­ვე პარ­ლა­მენ­ტის შე­ნობა და მის გარ­შე­მო მდებარე ტე­რი­ტო­რია. შე­მოდ­გო­მა­ზე ფაქ­ტი­უ­რად ახალი რე­ა­ლობა გვექ­ნება აღ­ნიშ­ნულ უბან­ში. ანა­ლო­გი­უ­რად მსგავ­სი ტი­პის ახალი პრო­ექ­ტებია სა­ჭი­რო იმ და­ნიშ­ნუ­ლებიდან გა­მომ­დი­ნა­რე, რაც სა­მო­მავ­ლოდ ქუ­თა­ისს უნ­და ჰქონ­დეს, რო­გორც მე­ო­რე დე­და­ქა­ლაქს. ყვე­ლა­ზე ახალი და მთა­ვა­რი ისევ და ისევ არის ის, რომ მა­ლე ჩვენს ქა­ლაქ­ში ფუნ­ქცი­ო­ნი­რებას იწყებს პარ­ლა­მენ­ტი. ამას რე­ა­ლუ­რად მა­შინ ვიგ­რძნობთ, რო­დე­საც ქა­ლაქ­ში სხვაგ­ვა­რი, აქ­ტი­უ­რი და უფ­რო საქ­მი­ა­ნი მი­მოს­ვლები იქ­ნება. ეს ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სებია, ესეც ფი­ნან­სებია. ამას მოყვება სა­ზო­გა­დოებრი­ვი ტრან­სპორ­ტის კუთხით მდგო­მა­როების გა­უმჯობესება, ასე­ვე, მომ­სახურეობის სფე­რო­ში ახალი ობიექ­ტების არ­სებობა.

- კონ­კრე­ტუ­ლად, რა პრო­ექ­ტებზეა საუბარი?

- ერთ-ერ­თი სა­მო­მავ­ლო პრო­ექ­ტის მა­გა­ლი­თია მთლი­ა­ნად ქუ­თა­ის­ში თა­ნა­მედ­რო­ვე ტი­პის გა­ნა­თების მოწყობა, რო­მე­ლიც ჩარ­თუ­ლი იქ­ნება ენერ­გო­ე­ფექ­ტუ­რობის პრო­ექ­ტის ფარ­გლებში. აღ­ნიშ­ნუ­ლი პროგ­რა­მა ენერ­გო­რე­სურ­სების და­ზოგ­ვას გუ­ლისხმობს. ჩვენ თუ ამ თა­ნა­მედ­რო­ვე რე­სურსს კარ­გად ავით­ვი­სებთ, რე­ზულ­ტა­ტი იმა­ში გა­მოიხატება, რომ ელექ­ტრო­ე­ნერ­გი­ის და­ნახარჯები ფაქ­ტი­უ­რად გა­ნახევ­რდება. თა­ნა­მედ­რო­ვე ტი­პის ენერ­გო ეფექ­ტუ­რი ნა­თუ­რა ჩვე­უ­ლებრივ, საბჭო­თა ტი­პის ნა­თუ­რას­თან შე­და­რებით დაახლოებით ათჯერ ნაკ­ლებ ელექ­ტრო­ე­ნერ­გი­ას ხარჯავს. ასე რომ, გა­კეთ­დება აღ­წე­რა, და­ვად­გენთ სად რა გა­ნა­თებაა და მა­თი ენერ­გო ეფექ­ტუ­რი ნა­თუ­რების ჩა­ნაც­ვლებით მი­ვი­ღებთ საკმა­ოდ დიდ და­ნა­ზოგს.

მე­ო­რე პრო­ექ­ტი შე­ნობა-ნა­გებობების გა­ნახლებაა. კერ­ძოდ, იგეგ­მება შე­ნობების თა­ნა­მედ­რო­ვე ტი­პის სახურა­ვებით მოწყობა ქა­ლაქ­ში, რო­მე­ლიც უსახურს აღარ გახდის შე­ნობებს. ამა­ში ქა­ლა­ქი გარ­კვე­ულ­წი­ლად ხარჯავს ინ­ვეს­ტი­ციებს. ეს იქ­ნება ჩვე­უ­ლებრი­ვი საცხოვ­რებელი სახლებისა და კორ­პუ­სების მან­სარ­დუ­ლი ტი­პის სახურა­ვებით მოწყობა. ასე­ვე, იგეგ­მება ვე­ლო ბილი­კების სრუ­ლი მოწყობა, სა­დაც გა­კეთ­დება გა­ჩე­რებები და ვე­ლო­სი­პე­დების აღება, გა­ქი­რა­ვება თუ დაბინა­ვება იქ­ნება შე­საძ­ლებელი. ეს თა­ნა­მედ­რო­ვე ტი­პის მობილუ­რი სის­ტე­მა­ა, რო­მე­ლიც აუ­ცი­ლებელია მო­წეს­რი­გებული იყოს.

- ვინ და­ა­ფი­ნან­სებს პრო­ექ­ტებისათ­ვის სა­ჭი­რო თანხებს?

- გარ­კვე­უ­ლი ფი­ნან­სუ­რი ნა­კა­დები მო­ძიებული უნ­და იქ­ნას ად­გი­ლობრი­ვი თვით­მმარ­თვე­ლობიდან. მაგ­რამ, ამას მხოლოდ ად­გი­ლობრი­ვი რე­სურ­სების ფონ­ზე ვერ გან­ვახორ­ცი­ე­ლებთ. ქუ­თა­ი­სის ბიუჯეტი არ არის ჯერჯერობით ისე­თი ძლი­ე­რი, რო­გო­რი ფი­ნან­სებიც ამ ყვე­ლა­ფერს დას­ჭირ­დება. ამი­ტომ უკ­ვე მიმ­დი­ნა­რეობს ფი­ნან­სუ­რი ნა­კა­დების ძიება ინ­ფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი, თუ ბიზ­ნეს-პრო­ექ­ტების გან­ვი­თა­რებისათ­ვის. ჩვენ ამ კუთხით ევ­რო­კავ­ში­რის სტრუქ­ტუ­რებთან ვთა­ნამ­შრომ­ლობთ, ასე­ვე - ევ­რო­კავ­ში­რის დო­ნორ ორ­გა­ნი­ზა­ციებთან, სა­ი­და­ნაც შე­იძ­ლება იქ­ნას მო­ძიებული ფი­ნან­სები, რო­გორც გრან­ტის, ასე­ვე, სესხის სახით.

ფი­ნან­სების მო­ძიება ჩვენ მი­ზან­მი­მარ­თულ პო­ლი­ტი­კად უნ­და ვაქ­ცი­ოთ. წელს იგეგ­მება თვით­მმარ­თვე­ლობაში განყოფი­ლების შექ­მნა, რო­მე­ლიც უშუ­ა­ლოდ ასეთ სა­კითხებზე იქ­ნება ორი­ენ­ტი­რებული და იმუ­შა­ვებს ევ­რო­კავ­ში­რის სტრუქ­ტუ­რებთან. ასე­ვე, სულ მა­ლე შე­იქ­მნება კონ­კრე­ტუ­ლი სა­ი­ტი „ინ­ვეს­ტ ინ ქუ­თა­ი­სი" - ინ­ვეს­ტი­ციების მო­ზიდ­ვი­სა და ინ­ვეს­ტორ­თა იფორ­მი­რებულობისათ­ვის. დაწყებულია ამა­ზე მუ­შაობა და სა­ვა­რა­უ­დოდ, მა­ის­ში მზად იქ­ნება. მოხდება ქუ­თა­ი­სის მთლი­ა­ნი ეკო­ნო­მი­კუ­რი სპექ­ტრის ასახვა. ვებ-გვერდს ად­მი­ნის­ტრი­რებას გა­უ­წევს კერ­ძო წარ­მო­მად­გენ­ლობა, ასე­ვე, ჩვენ ვიქ­ნებით ჩარ­თუ­ლი, რო­გორც თვით­მმარ­თვე­ლი ერ­თე­უ­ლი.

- რო­დე­საც ბიზ­ნეს-პრო­ექ­ტების განხორ­ცი­ე­ლებაზეა საუბარი­, გეგ­მავს თუ არა ად­გი­ლობრი­ვი თვით­მმარ­თვე­ლობა მცი­რე ბიზ­ნესის მხარ­და­ჭე­რას და რა ფორ­მით?

- წელს უნ­და და­ვიწყოთ ია­ფი სესხის გა­ცე­მა ბიზ­ნე­სის ხელ­შეწყობისათ­ვის. გვაქვს სა­პი­ლო­ტე 85 ათა­სი ლა­რი ბიჯეტ­ში, რო­მე­ლიც სა­ინ­ტე­რე­სო ბიზ­ნეს გეგ­მებზე იქ­ნება მი­მარ­თუ­ლი. მერ­თან არ­სებული ბიზ­ნეს საბჭო გა­ნიხილავს ამ პრო­ექ­ტებს, სა­დაც მო­ნა­წი­ლეობა აბსო­ლუ­ტუ­რად ღია იქ­ნება. სა­ვა­რა­უ­დოდ, 10-15 პრო­ექ­ტი უნ­და და­ფი­ნან­სდეს. სესხის პი­რობების უპი­რა­ტე­სობა იმა­ში მდგო­მა­რეობს, რომ თუ­კი საბან­კო ან საბაზ­რო სექ­ტორ­ში გა­ი­ცე­მა 12 პრო­ცენ­ტი­ა­ნი სეხი, ჩვენ 6 ან 8 პრო­ცენ­ტზე ვი­მუ­შა­ვებთ, ანუ გა­ნახევ­რებული პრო­ცენ­ტუ­ლი მაჩ­ვე­ნებლით.

- ეკო­ნო­მი­კუ­რი გან­ვი­თა­რებისათ­ვის მარ­თვის რო­გორ სის­ტე­მას მი­იჩ­ნევთ ყვე­ლა­ზე ეფექ­ტუ­რად?

- ჩვენ უნ­და გა­ვი­ა­როთ ის გზა, რაც გავ­ლი­ლი აქვს და­სავ­ლეთს. რაც შე­იძ­ლება სწრა­ფად უნ­და ვი­ა­როთ, რად­გან სწრა­ფი ტემ­პი და თავ­და­უ­ზო­გა­ვი შრო­მა სჭირ­დება ამ პერ­სპექ­ტი­ვას. ეს სა­ზო­გა­დო სურ­ვი­ლი­თა და სა­ერ­თო მზაობით უნ­და მოხდეს. ერ­თსუ­ლოვ­ნებას ყოველ­თვის ეფექ­ტუ­რი შე­დე­გები მო­აქვს.

ანა ჯანაშია

No comments:

Post a Comment