Monday, March 19, 2012

ქუთაისს ქალი წარადგენს


ქუთაისში არ­სებულ მრა­ვალ სიმბოლოს და ძეგლს სა­ვა­რა­­დოდ, კი­დევ ახალი ქან­და­კება შე­­მა­ტება. ქუ­თა­­სის მე­რი­ამ ტენ­დე­რი უკ­ვე გა­მო­აცხადა ქა­ლის ნა­ტუ­რა­ლუ­რი ზო­მის ქან­და­კების დამ­ზა­დებას­თან და­კავ­ში­რებით. ხსე­ნებული ძეგ­ლი თეთ­რი ხიდის ტე­რი­ტო­რი­­ზე და­იდ­გმება და ორ მა­ისს სა­ზე­­მოდ გაიხსნება.

ქუ­თა­­სი თა­ვი­სი სახელობის დღე­სას­წა­ულს „ქუ­თა­­სობას" ახალი ძეგ­ლის აღ­მარ­თვი­თაც აღ­ნიშ­ნავს. ძეგ­ლის, რო­მე­ლიც გარ­კვე­ულ­წი­ლად „გვი­რი­ლობის" დღე­სას­წა­­ლის დამ­ფუძ­ნებელ ქუ­თა­­სელ ქალბატონს სა­შა ჩი­ქო­ვანს და მის თა­ნა­მო­აზ­რე გიმ­ნა­ზი­ელ გო­გო­ნებს და­­კავ­შირ­დება. „გვი­რი­ლოს­ნები" ტუბერ­კუ­ლო­ზით და­­ვა­დებულებს უგ­რო­ვებდნენ თანხებს, ყვე­ლა ქველ­მოქ­მედს კი მად­ლი­­რების ნიშ­ნად მკერ­დზე გვი­რი­ლებს უმაგ­რებდნენ. აქ­ცი­ამ თან­და­თან მა­სობრი­ვი ხასი­­თი მი­­ღო და სა­ზე­­მო მსვლე­ლობაში გა­და­­ზარ­და. იმ ზე­­მის სახე მი­­ღო, რო­მელ­საც დღეს „ორ­მა­­სობისა" და „ქუ­თა­ის ქა­ლა­ქობის" სახელით ვიც­ნობთ. თუმ­ცა, აქამ­დე არ ვიც­ნობდით ძეგლს ამ დღე­სას­წა­ულ­თან და­კავ­ში­რებით. ორ მა­ისს ქუ­თა­­სე­ლები ახლად­რეს­ტავ­რი­რებულ მესხიშ­ვი­ლის თე­ატ­რსა და ქა­ლა­ქის ცენ­ტრში აღ­მარ­თულ შად­რე­ვან­თან ერ­თად, თა­ვი­სი ქა­ლა­ქის სიმბოლო­საც იხილავს. სწო­რედ სიმბოლოს! რად­გან, თუ­კი „გვი­რი­ლობა" და „ქუ­თა­­სობა" ერ­თი და იგი­ვე­ა, მა­შინ „გვი­რი­ლობის" სიმბოლო - ქა­ლის ქან­და­კება - ქა­ლა­ქის სიმბოლო­დაც შე­იძ­ლება მი­ვიჩ­ნი­ოთ, ანუ ქუ­თა­­სის სიმბოლო ქა­ლი იქ­ნება. ამით შე­ირყევა მი­თი ქუ­თა­­სის მა­მა­ქა­ლა­ქობაზე და მის „მას­კუ­ლი­ნურ საწყის­ზე". ქუ­თა­ისს ქა­ლი წა­რად­გენს, თა­ნაც არც ხმლით, ან ცე­ლით, არა­მედ სა­ვა­რა­­დოდ, გვი­რი­ლით ხელ­ში.

ქა­ლის ფი­გუ­რის ქან­და­კების­თვის ად­გი­ლობრი­ვი ბიუჯეტი­დან 28 670 ლა­რია გა­მოყოფი­ლი. შემ­სრუ­ლებლის ვი­ნაობა მიმ­დი­ნა­რე წლის 4 აპ­რილს უნ­და გა­ირ­კვეს.

ეკა კუხალაშვილი

No comments:

Post a Comment