Friday, February 24, 2012

ქუთაისის მერიაში კონტროლის პალატა შევიდა

ქუ­თა­ი­სის მე­რი­ა­ში არ­სებულ დო­კუ­მენ­ტა­ცი­ას ამჟამად კონ­ტრო­ლის პა­ლა­ტა ამოწ­მებს. საუბარი ეხება 2009-2010 წლების მო­ნა­ცე­მების შეს­წავ­ლას. კერ­ძოდ, კონ­ტრო­ლის პა­ლა­ტა საგ­ზაო და სხვა ინ­ფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი პრო­ექ­ტების მო­ნი­ტო­რინგს ახორ­ცი­ე­ლებს.

სა­ქარ­თვე­ლოს კონ­ტრო­ლის პა­ლა­ტის ად­გი­ლობრი­ვი თვით­მმარ­თვე­ლი ერ­თე­უ­ლების აუ­დი­ტის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სის ვა­სილ გი­გო­ლაშ­ვი­ლი გან­მარ­ტავს, რომ ქუ­თა­ი­სის მე­რი­ა­ში გეგ­მი­უ­რი შე­მოწ­მება ხორ­ცი­ელ­დება. შე­მოწ­მების მიზ­ნით ქუ­თა­ი­სის მე­რი­ა­ში კონ­ტრო­ლის პა­ლა­ტა მიმ­დი­ნა­რე წლის იან­ვრი­ს ბოლო­დან შე­ვი­და.

,,კონ­ტრო­ლი ძი­რი­თა­დად ეხება საგ­ზაო ინ­ფრას­ტრუქ­ტუ­რა­სა და გამ­წვა­ნების სა­მუ­შა­ოებს, რო­გო­რი­ცა­ა: ყვა­ვი­ლების დარ­გვა, მო­ნიშ­ვნის ხაზები, შუქ­ნიშ­ნები და სხვა. ჩვე­ნი მხრი­დან გარ­კვე­ულ­წი­ლად მოხდა ამ სა­კითხების წი­ნას­წა­რი შეს­წავ­ლა," - აცხადებს ვა­სილ გი­გო­ლაშ­ვი­ლი.

რო­დის და­ას­რუ­ლებს კონ­ტრო­ლის პა­ლა­ტა ქუ­თა­ი­სის მე­რი­ა­ში არ­სებული დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის შე­მოწ­მებას, ამ­დრო­ის­თვის უც­ნობია. კონ­ტრო­ლის პა­ლა­ტის ად­გი­ლობრი­ვი თვით­მმარ­თვე­ლი ერ­თე­უ­ლების აუ­დი­ტის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სის განცხადებით, ვა­დები შეზ­ღუ­დუ­ლი არ არის.

„ეს და­მო­კი­დებულია იმა­ზე, რამ­დე­ნად სწრა­ფად მოხდება სა­ჭი­რო დო­კუ­მენ­ტების მო­წო­დება. სა­ვა­რა­უ­დოდ, მა­ლე უნ­და და­ვას­რუ­ლოთ," - ამბობს ვა­სილ გი­გო­ლაშ­ვი­ლი.

No comments:

Post a Comment