Monday, September 12, 2011

ნამახვანის ენერგოპროექტი რეგიონს რისკის ქვეშ აქცევს

საქართველოს მთავრობა კომუნისტების გრანდიოზულ ენეგეტიკულ იდეებს უბრუნდება. დასავლეთ საქართველო - ტვი­ში-ნა­მახვა­ნი-ჟონე­თი, ეს ის მო­ნაკ­ვე­თი­ა, სა­დაც 2011 წლის მი­წუ­რულს მდი­ნა­რე რი­ონ­ზე თურ­ქულ-კო­რე­­ლი ინ­ვეს­ტი­ციებით ნა­მახვა­ნის ჰიდ­რო­­ლექ­ტრო­სად­გუ­რების კას­კა­დის მშე­ნებლობის დაწყება იგეგ­მება. მა­შინ, რო­დე­საც მო­სახლეობის ინ­ტე­რე­სები ამ დრომ­დე მთავ­რობისა და ინ­ვეს­ტო­რების ყურად­ღების მიღ­მა რჩება.

გა­რე­მოს დაც­ვის სა­კითხებზე მო­მუ­შა­ვე არა­სამ­თავ­რობო ორ­გა­ნი­ზა­ციები და სპე­ცი­­ლის­ტები ირ­წმუ­ნებიან, რომ ჰიდ­რო­­ლექ­ტრო­სად­გუ­რების მშე­ნებლობა სე­რი­­ზულ საფრთხეს შე­უქ­მნის რე­გი­ონ­ში არ­სებულ ეკო­ლო­გი­ურ სი­ტუ­­ცი­ას და კი­დევ უფ­რო რთულ მდგო­მა­რეობაში ჩააყენებს სე­ის­მუ­რად არამ­დგრად ზო­ნას.

72 წლის მე­რი იობიძე დაბადე­ბი­დან სო­ფელ მა­მა­წმინ­და­ში ცხოვ­რობს. მა­მაწ­მინ­და ერთ-ერ­თი იმ სო­ფელ­თა­გა­ნი­ა, რო­მე­ლიც ნა­მახვა­ნის ჰიდ­რო­­ლექ­ტრო­სად­გუ­რების კას­კა­დის მშე­ნებლობის შემთხვე­ვა­ში მო­სახლეობის­გან უნ­და და­­ცა­ლოს, რად­გან ჰესის მშე­ნებლობას ტე­რი­ტო­რი­ის დატბორ­ვა მოჰყვება. ცნობილი­ა, რომ ჰესი სულ 14 სო­ფელს და­­ზა­რა­ლებს, რის გა­მოც 800 ადა­მი­ანს გა­­სახლებენ.

„ბევ­რი მაქვს თუ ცო­ტა, წლების მან­ძილ­ზე ჩე­მი ხელით მოწყობილი ეზო და სახლი მაქვს. არ მინ­და აქე­დან წას­ვლა. რომ გა­დაგ­ვა­სახლონ, რა­ღას მო­ვეს­წრები, ნე­ტა ვერ გა­­კე­თებდნენ" - ამბობს მე­რი იობიძე.

აა­შე­ნე, მარ­თე, მი­­ღე მფლობელობაში

ტვი­ში - ნა­მახვა­ნი - ჟონე­თის მო­ნაკ­ვეთ­ში (ლეჩხუმის ტერიტორიაზე) ჯერ კი­დევ გა­სუ­ლი სა­­კუ­ნის 1930-ია­ნი წლებიდან მი­­დი­ნა­რეობდა კვლე­ვი­თი სა­მუ­შა­ოები გა­ცი­ლებით მცი­რე მო­ცუ­ლობის ჰესის ასა­შე­ნებლად. ამ პრო­ექ­ტის გა­ნახლების მცდე­ლობები იყო 1960-იან და 1980-იან წლებში. თუმ­ცა, ექ­სპერ­ტთა დას­კვნების სა­ფუძ­ველ­ზე საბჭო­თა სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რობის მი­ერ უა­რი ეთ­ქვა მის განხორ­ცი­­ლებას. ბოლოს კაშხლის იდეა დღის წეს­რი­გი­დან 1990-ია­ნი წლების და­საწყის­ში მოიხსნა.

20-წლი­­ნი ინ­ტერ­ვა­ლის შემ­დეგ, ენერ­გოპ­რო­ექ­ტზე საუბარი 2008 წლი­დან გა­ნახლდა, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლოს ხელი­სუფ­ლებამ დი­დი ენერ­გოჰესებით მსხვი­ლი უცხოუ­რი ინ­ვეს­ტი­ციების მო­ზიდ­ვა გა­დაწყვი­ტა. შე­მუ­შავ­და „გრინ­ფილდ" (ნუ­ლო­ვა­ნი, ანუ სიმბოლუ­რი ინ­ვეს­ტი­ცია) ინ­ვე­სი­ტი­ციების სა­შუ­­ლებით ჰიდ­რო­­ლექ­ტრო­სად­გუ­რების მშე­ნებლობის მოთხოვ­ნები, შემ­დე­გი პრინ­ცი­პით - აა­შე­ნე, მარ­თე, მი­­ღე მფლობელობაში ~BOO: Build-Oper­ate-Own`8

ნა­მახვა­ნის ჰესების კას­კა­დის პრო­ექ­ტის მშე­ნებლობა „ჰიდ­რო­­ნერ­გე­ტი­კა­ში განხორ­ცი­­ლებული „გრი­ფილდ" ინ­ვეს­ტი­ციების" პრო­ექ­ტის შე­მად­გე­ნე­ლი ნა­წი­ლი­ა. სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რობამ გა­მო­აქ­ვეყნა იმ 80 მცი­რე და სა­შუ­­ლო პო­ტენ­ცი­­რი სად­გუ­რის ნუსხა, რო­მელ­თა აშე­ნებასაც სახელ­მწი­ფო ინ­ვეს­ტო­რებს სთა­ვა­ზობდა. და­ინ­ტე­რე­სების შე­საბამი­სად, სა­მი მას­შტაბური ენერ­გო­პო­რექ­ტი: ხუდო­ნის ჰესი და ონი­სა და ნა­მახვა­ნის ჰესების კას­კა­დი კვლავ განხილ­ვის სა­გა­ნი გახდა. შედ­გა კონ­კრე­ტუ­ლი შე­თანხმებებიც.

ნა­მახვა­ნის კას­კა­დის (სა­მი 450 მე­გა­ვა­ტი­­ნი ჰესის) მშე­ნებლობას­თან და­კავ­ში­რებით სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რობასა და Nurol Energy Production and Marke­ting Inc- (თურ­ქუ­ლი კომ­პა­ნია), Korea Ele­ctric Power Corporation-c (კო­რე­­ლი კომ­პა­ნია) და SK Engine­ering and Constr­uction Co, Ltd-c (კო­რე­­ლი კომ­პა­ნია) შო­რის მე­მო­რან­დუ­მი 2009 ­ლის ბოლოს გა­ფორ­მდა. მე­მო­რან­დუმს ხელი მო­­წე­რეს: სა­ქარ­თვე­ლოს ენერ­გე­ტი­კის მი­ნის­ტრმა ალექ­სან­დრე ხეთა­გურ­მა, KEPCO- ვი­ცე-პრე­ზი­დენ­ტმა ჰურ კი­ონგ-გო­ომ, SK-ს ვი­ცე პრე­ზი­დენ­ტმა სეო სე­ოკ-ჯაემ და Nurol Holding-ის ვი­ცე-პრე­ზი­დენ­ტმა ჰუს­ნო დო­გან­მა. შე­თანხმების თა­ნახმად, კონ­სორ­ცი­­მი კას­კა­დის მშე­ნებლობას 2011 წლის მე­­რე ნახევარ­ში და­იწყებს და ექვს წე­ლი­წად­ში და­ას­რუ­ლებს. და­გეგ­მი­ლი ინ­ვეს­ტი­ცი­ის ოდე­ნობა ერთ მი­ლი­არდ აშშ დო­ლარს შე­ად­გენს. კას­კა­დის წლი­­რი გა­მო­მუ­შა­ვება 1,5 მი­ლი­არდ კვ/სთ იქ­ნება.

დღე­­სათ­ვის არ­სებული ნა­მახვა­ნის ჰიდ­რო­­ლექ­ტრო­სად­გუ­რების კას­კა­დის პრო­ექ­ტი წარ­მო­ად­გენს 800იან წლებში შე­მუ­შა­ვებულის ანა­ლოგს. იგი სა­მი კას­კა­დის აშე­ნებას ით­ვა­ლის­წი­ნებს: ტვი­შის ჰიდ­რო­­ლექ­ტრო­სად­გუ­რი, რომ­ლის სიმ­ძლავ­რეც 100 მე­გა­ვა­ტი­ა, ნა­მახვა­ნის (250 მე­გა­ვა­ტი) და ჟონე­თის (100 მე­გა­ვა­ტი) და მო­­ცავს სა­ქარ­თვე­ლოს ორ რე­გი­ონს: იმე­რე­თი­სა და რა­ჭა-ლეჩხუმ­/ქვე­მო სვა­ნე­თს.

„ეს იძუ­ლებითი გა­და­ად­გი­ლება"

ად­გი­ლობრი­ვი მო­სახლეობის აზ­რი ნა­მახვა­ნის კას­კა­დის მშე­ნებლობის სა­კითხის გა­მო ორად არის გაყოფი­ლი. მო­სახლეობის უმე­ტე­სობას საცხოვ­რებელი ტე­რი­ტო­რი­ის და­ტო­ვება არ სურს. ნა­წი­ლი კი ფიქ­რობს, რომ მათ­თვის მი­სა­ღები კომ­პენ­სა­ცი­ის შემთხვე­ვა­ში, გან­სახლებას დას­თანხმდებიან.

„მთლი­­ნად სო­ფე­ლი აყრის ზო­ნა­ში­ა. ასე­თი­ვე მდგო­მა­რეობაშია სხვა სოფ­ლებში. გვაქვს ინ­ფორ­მა­ცი­ა, რომ სო­ფელ მა­მაწ­მინ­და­ში სა­საფ­ლა­ოს აყრა­საც აპი­რებენ. ჩვენ არა­ვინ არა­ფერს გვეუბნება. უც­ნობია, რას გვი­პი­რებენ, ამბობენ 20 000 - 25 000 დო­ლა­რამ­დე მოგ­ცე­მენ სახლის ნაც­ვლა­დო. ზო­გი იმა­საც ამბობს, შე­იძ­ლება ამ­დე­ნიც არ მოგ­ცენ და მა­ინც მო­გი­წევთ სახლების და­ტო­ვება და გა­და­სახლებაო. ჩვენ რომ არ გვინ­დო­დეს, წი­ნა­აღ­მდე­გი მა­ინც ვერ წა­ვალთ. იმე­დი­ა, შეგ­ვირ­ჩე­ვენ ად­გილს, რო­მე­ლიც იქ­ნება ჩვენ­თვის ხელ­საყრე­ლი. გა­ჭირ­ვებული ხალხია, სა­მუ­შაო არა­ვის აქვს, მო­სახლეობის და­ინ­ტე­რე­სებაც ის არის, მის­ცენ ორი კა­პი­კი," - ამბობს სო­ფელ ჟონეთ­ში მცხოვ­რები ელ­გუჯა ბობოხიძე.

მე­რაბ კინ­წუ­რაშ­ვი­ლის სახლი სო­ფელ ჟონეთ­ში მდი­ნა­რე რი­ონ­თან ნახევა­რი მეტ­რი­თაა და­შო­რებული. ამბობს, რომ თუ­კი კომ­პენ­სა­ცი­ის ოდე­ნობა მათ­თვის მი­სა­ღები არ იქ­ნება, მშობლი­ურ სახლს არ და­ტო­ვებენ.

„სო­ფე­ლი სოფ­ლად აღარ ვარ­გა, დატბორი­ლია ყვე­ლა­ფე­რი, ვე­ლო­დებით ჰესის მშე­ნებლობის დაწყებას. არც ის იწყება და ჩვენც ვე­რა­ფერს ვერ ვა­კე­თებთ. სახლი ჩა­მონ­გრე­­ლი­ა, მი­წები გამხმა­რი­ა, სახლის გა­კე­თება გვინ­და და ვერ ვა­კე­თებთ, შე­იძ­ლება უცებ დაგ­ვინ­გრი­ონ ყვე­ლა­ფე­რი. გვეუბნებიან: „ხვალ და­იწყება, ზეგ და­იწყება" და ამ­დე­ნი ხანი­ა, არა­ვინ არა­ფერს აკე­თებს. ჩვენ სო­ფელ­ში ვი­საც სახლები დან­გრე­­ლი ქონ­და, 10 000 დო­ლა­რი მის­ცეს კომ­პენ­სა­ცი­ა. 10 000 დო­ლა­რი რა არის? სა­ქონ­ლის სად­გომს ვერ აა­შე­ნებ და იმით რა უნ­და გა­­კე­თო? ანაზ­ღა­­რება ყოველ ხეზე და ვე­ნახზე იქ­ნებაო, თუ არ მოგ­ვცე­მენ, არა­ვინ არ წა­ვა სოფ­ლი­დან. ოფი­ცი­­ლუ­რად ამ დრომ­დე არა­ვინ არ მო­სუ­ლა ჩვე­ნამ­დე," - ამბობს მე­რაბ კინ­წუ­რაშ­ვი­ლი.

„კარ­გად თუ ცუ­დად, ხალხი ცხოვ­რობს აქ. უმე­ტე­სობას არ უნ­და რომ წა­ვი­დეს. მაგ­რამ ჯერ არა­ფე­რი ვი­ცით, რა და რო­გორ მოხდება. ერ­თი წლის წინ იყვნენ ინ­ვეს­ტო­რი კომ­პა­ნი­ის წარ­მო­მად­გენ­ლები მო­სულ­ნი, აღ­წე­რა ჩა­­ტა­რეს. მა­შინ კომ­პენ­სა­ცი­­ზე საუბარიც არ ყოფი­ლა. თუ­კი გაგ­ვა­სახლებენ, უნ­და გა­ით­ვა­ლის­წი­ნონ, ვინ რო­გორ ცხოვ­რობს. თი­თო­­­ლი ხის ფა­სი უნ­და აა­ნაზ­ღა­­რონ. ეს ხომ სტი­ქი­­რი უბედუ­რება არ არის. ეს იძუ­ლებითი გა­და­ად­გი­ლება," - ამბობს სო­ფელ მა­მაწ­მინ­და­ში მცხოვ­რები ელ­გუჯა იობიძე.

დაახლოებით ერ­თი წლის წინ ად­გი­ლობრი­ვი მო­სახლეობის აღ­წე­რი­სა და მა­თი ტე­რი­ტო­რი­ის დათ­ვა­ლი­ე­რების შე­დე­გები ინ­ვეს­ტო­რი კომ­პა­ნიების წარ­მო­მად­გენ­ლებმა გა­რე­მო­ზე ზე­მოქ­მე­დების შე­ფა­სების ან­გა­რიშ­ში ასახეს. თუმ­ცა, 1000-გვერ­დი­ან დო­კუ­მენ­ტში არ­სებულ სა­მოქ­მე­დო გეგ­მა­ში ად­გი­ლობრი­ვი მო­სახლეობის გან­სახლებისა და კომ­პენ­სა­ცი­ის სა­კითხები მხოლოდ ზო­გა­დი ფრა­ზებით შე­მო­ი­ფარ­გლება. დე­ტა­ლები სოფ­ლის მცხოვ­რებლების­თვის არც ან­გა­რი­შის საჯარო განხილ­ვების დროს გა­ნუ­მარ­ტავთ. ბოლოს, მიმ­დი­ნა­რე წლის 10 ივ­ნისს, ქუ­თა­ი­სის სამხარეო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში ჩა­ტა­რებულ შეხვედ­რა­ზე (რო­მელ­საც ინ­ვეს­ტო­რი კომ­პა­ნი­ის წარ­მო­მად­გენ­ლების გარ­და, ცენ­ტრა­ლუ­რი და ად­გი­ლობრი­ვი მთავ­რობის წარ­მო­მად­გენ­ლებიც ეს­წრებოდ­ნენ) მოწ­ვე­ულ მო­სახლეობას მხოლოდ იმის მოს­მე­ნა მოუხდათ, თუ რა გავ­ლე­ნა ექ­ნება ჰესის მშე­ნებლობას ეკო­ლოგი­ა­სა და ბუნებრივ პი­რობებზე.

გიგანტური ენერგოპროექტი vs მოსახლეობის ინტერესები

„სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ფი­ნან­სო ინ­ტი­ტუ­ტების მო­ნი­ტო­რინ­გის პროგ­რა­მების" კო­ორ­დი­ნა­ტო­რი, ასო­ცი­­ცია „მწვა­ნე ალ­ტერ­ნა­ტი­ვას" წარ­მო­მად­გე­ნე­ლი და­ვით ჭი­პაშ­ვი­ლი, აღ­ნიშ­ნავს, რომ უკ­ვე უნ­და არ­სებობდეს გან­სახლების სა­მოქ­მე­დო გე­მა, სა­დაც იქ­ნებოდა მო­ცე­მუ­ლი ის მე­თო­დო­ლო­გი­ა, თუ რო­გორ მოხდება კომ­პენ­სა­ცი­ა: „სამ­წუხაროდ, ეს გეგ­მა არ არ­სებობს დღეს­დღეობით. არა­თუ ეს დო­კუ­მენ­ტი, არა­მედ თვით ის სახელ­მძღვა­ნე­ლო პრინ­ცი­პებიც არ არ­სებობს, რომ­ლის მიხედ­ვი­თაც ეს გეგ­მა უნ­და შედ­გეს. შე­საბამი­სად, უც­ნობია, თუ რა პრინ­ცი­პებსა და სტან­დარ­ტებს და­ემყარება მო­სახლეობის იძუ­ლებითი გა­და­სახლება - სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებლობის მოთხოვ­ნებს, თუ გან­სახლება და კომ­პენ­სა­ცია მოხდება სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტების (ერგბ-სა და სსკ-ს წე­სების) მიხედ­ვით," - ამბობს და­ვით ჭი­პაშ­ვი­ლი.

Nurol Constr­uction-ის გე­ნე­რა­ლუ­რი მე­ნეჯერის თა­ნა­შემ­წის იუ­ნეს ბაი­რა­კა­რის განცხადებით, პრო­ექ­ტი სა­მი ეტა­პი­სა­გან შედ­გება. პირ­ვე­ლი გუ­ლისხმობს პრო­ექ­ტის ტექ­ნი­კურ-ეკო­ნო­მი­კუ­რი და­საბუთების განხილ­ვას. მე­­რე ეტა­პი უკავ­შირ­დება შეხვედ­რებს, გა­რე­მო­ზე და სო­ცი­­ლუ­რი ზე­მოქ­მე­დების შე­ფა­სებასა და გან­სახლების სა­მოქ­მე­დო გეგ­მებთან და­კავ­ში­რებით. მე­სა­მე ეტა­პი კი ით­ვა­ლის­წი­ნებს დე­ტა­ლურ დი­ზა­ინს, რომ­ლის მიხედ­ვი­თაც გა­მოჩ­ნდება გზების ზუს­ტი გან­ლა­გება, გან­სა­სახლებელ ადა­მი­ან­თა რა­­დე­ნობა და მო­საჭ­რე­ლი ხეების რიცხვი.

რაც შეეხება კომ­პენ­სა­ცი­ის სა­კითხს, თუ რა კრი­ტე­რი­­მები იქ­ნება გა­მოყენებული ზა­რა­ლის ასა­ნაზ­ღა­­რებლად, ენერ­გე­ტის სა­მი­ნის­ტრო­ში აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ კერ­ძო სა­კუთ­რების შემთხვე­ვა­ში, კომ­პენ­სა­ცია გა­დახდი­ლი იქ­ნება საბაზ­რო ფას­ზე დაყრდნობით, არ­სებული კა­ნონ­მდებლობის გათ­ვა­ლის­წი­ნებით. მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის მა­რი­ამ ვა­ლიშ­ვი­ლის თქმით, აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­კითხები ჯერჯერობით და­მუ­შა­ვების პრო­ცეს­შია და დე­ტა­ლები მოგ­ვი­­ნებით გახდება ცნობილი.

„პრო­ექ­ტის თა­ნახმად, სულ 900 დროებითი სა­მუ­შაო ად­გი­ლი შე­იქ­მნება. ამას­თან, რე­გი­­ნის არ­სებული დე­მოგ­რა­ფი­­ლი სი­ტუ­­ცი­ის გათ­ვა­ლის­წი­ნებით, მუ­შა-მო­სამ­სახურე­თა ძი­რი­თა­დი მა­სა იქ­ნება არა რე­გი­­ნის მცხოვ­რებლები, არა­მედ დროებით ჩა­მო­სუ­ლი, რაც შე­საბამი­სად, კი­დევ უფ­რო ამ­ცი­რებს რე­გი­­ნის გან­ვი­თა­რების პერ­სპექ­ტი­ვებს. ამას­თან, არ­სებული გა­მოც­დი­ლებით (ბაქო-თბილი­სი-ჯეიჰანი, ფა­რა­ვან-ჰესი და სხვ.), სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახლეობა, ძი­რი­თა­დად, საქ­მდება არაკ­ვა­ლი­ფი­ცი­რებულ სა­მუ­შა­­ზე," - ასე­თია „მწვა­ნე ალ­ტერ­ნა­ტი­ვას" შე­ნიშ­ვნები ნა­მახვა­ნის პრო­ექ­ტის გა­რე­მო­ზე და სო­ცი­­ლუ­რი ზე­მოქ­მე­დების შე­ფა­სების ან­გა­რიშ­ზე, რო­მე­ლიც ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ 14 ივ­ნისს მო­ამ­ზა­და.

თუმ­ცა, ად­გი­ლობრივ მცხოვ­რებლებს და­პი­რებული, თუნ­დაც „ა­რაკ­ვა­ლი­ფი­ცი­­რი" სა­მუ­შა­ოს იმე­დიც აღარ აქვთ. „ად­გი­ლობრივ მცხოვ­რებლად არ ით­ვლები შენ, თუ­კი ექ­ვემ­დებარები გან­სახლებას. ამი­ტომ სა­მუ­შა­ოს ვერ მი­­ღებ," - ასე­თი იყო პირ­და­პი­რი პა­სუხი ინ­ვეს­ტო­რის­გან, რო­მე­ლიც ად­გი­ლობრივ­მა მო­სახლეობამ 10 ივ­ნისს, ქუ­თა­ის­ში გა­მარ­თულ საჯარო შეხვედ­რა­ზე მი­­ღეს.

„სა­ქარ­თვე­ლო­ში, ხში­რად, ისე­თი მე­გა-პრო­ექ­ტების და­გეგ­მვი­სას, რო­გო­რი­ცაა ხუდო­ნი­სა და ნა­მახვა­ნის ჰესები, ის ადა­მი­­ნები, ად­გი­ლობრი­ვი თე­მები თუ სხვა მხარეები, რომ­ლებიც პრო­ექ­ტების უშუ­­ლო ზე­გავ­ლე­ნის ქვეშ ექ­ცე­ვი­ან, რო­გორც წე­სი, სა­ერ­თოდ არ არი­ან, ან სუს­ტად არი­ან ჩარ­თულ­ნი გა­დაწყვე­ტი­ლებათა მი­ღების პრო­ცეს­ში. შე­დე­გად, პრო­ექ­ტების უარყოფი­თი ზე­გავ­ლე­ნა მათ ლე­გი­ტი­მურ ინ­ტე­რე­სებზე ხში­რად უგულ­ვებელყოფი­ლი­ა," - ამბობს ასო­ცი­­ცია „მწვა­ნე ალ­ტერ­ნა­ტი­ვას" ანა­ლი­ტი­კო­სი, ქე­თი გუჯარა­­ძე.

სწო­რედ ამ პრობლე­მების და­საძ­ლე­ვად და­იწყო „მწვა­ნე ალ­ტერ­ნა­ტი­ვამ" და მის­მა პარ­ტნი­ორ­მა ორ­გა­ნი­ზა­ციებმა „ქუ­თა­­სის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრმა" (იმე­რე­თი) და „მეოხი-2010"-მა (ზე­მო სვა­ნე­თი) ად­ვო­კა­ტი­რების კამ­პა­ნი­ა. „ჩვენ შე­ვეც­დებით, რომ შე­ვავ­სოთ ეს ინ­ფორ­მა­ცი­­ლი ვა­კუ­­მი და ხელ­მი­საწ­ვდო­მი გავხადოთ მო­სახლეობის­თვის პრო­ექ­ტებთან და­კავ­ში­რებული ინ­ფორ­მა­ცი­ა, ხელი შე­ვუწყოთ მათ სრულ­ფა­სო­ვან მო­ნა­წი­ლეობას პროექ­ტების შე­სახებ გა­დაწყვე­ტი­ლებათა მი­ღების პრო­ცეს­ში. ასე­ვე, ჩვენ გავ­წევთ მთელს ძა­ლისხმე­ვას იმი­სათ­ვის, რომ პრო­ექ­ტების გან­მახორ­ცი­­ლებელ­მა კომ­პა­ნიებმა და გა­დაწყვე­ტი­ლებათა მიმ­ღებმა პი­რებმა, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს ხელი­სუფ­ლებაში, ისე პო­ტენ­ცი­ურ დამ­ფი­ნან­სებლებში (სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ფი­ნან­სო ინ­სტი­ტუ­ტებში) გა­ით­ვა­ლის­წი­ნონ და გა­დად­გან ნაბიჯები პრო­ექ­ტებთან და­კავ­ში­რებული პრობლე­მუ­რი სო­ცი­­ლუ­რი, ეკო­ნო­მი­კუ­რი და გა­რე­მოს­დაც­ვი­თი სა­კითხების მო­საგ­ვა­რებლად," - აღ­ნიშ­ნავს გუჯარა­­ძე.




ნაწილი პირველი

Monday, September 5, 2011

ქვეყანა „შუდჰოდანას სტილში"

შაკიების სამეფო გვარის წარმომადგენელი სიდჰარტა გაუტამა, ანუ იგივე მომავალი ბუდა თავისი უფლისწულობის ხანაში ისე იზრდებოდა, რომ არ იცოდა რა იყო სიღარიბე, სიბერე, ავადმყოფობა, სევდა, დარდი. მამა შუდხოდანამ ყველანაირად იზრუნა, რომ მის შვილს ცხოვრების მძიმე, შავი მხარეები, ტანჯვა და განსაცდელები არ ეხილა, მათზე წარმოდგენაც არ ჰქონოდა. უნდოდა მის ძეს სამყარო ნათელი, უღრუბლო, ბედნიერი, მარტივი და უპრობლემო ჰგონებოდა. შუდხოდანას ტაქტიკამ გარკვეული პერიოდის განმავლობაში გაამართლა. სიდჰარტამ მართლაც არ იცოდა სამყაროში არსებული განსაცდელების შესახებ. თუმცა მისი ბოლომდე იზოლაცია მაინც არ მოხერხდა: ბოლოსდაბოლოს მან პირველად ნახა მოხუცი და დაწყლულებული ადამიანი, რამაც მთელი მისი ცხოვრება შეცვალა.

არ ვიცი, მიხეილ სააკაშვილს რა დამოკიდებულება აქვს ბუდასთან, თუმცა, როგორც ჩანს, ცხოვრების უმეცარი გაუტამა მეტად იზიდავს, ვიდრე მოძღვრად და ღმერთად ჩამოყალიბებული ბუდჰა (ბუდჰა - „გასხივოსნებული"). უფრო მეტიც, საფიქრელია, რომ პრეზიდენტს ბუდას მამა განსაკუთრებით უნდა ხიბლავდეს, ვიდრე მისი სახელოვანი შვილი. ისეთი მამა, რომელიც შვილს რეალობას და სინამდვილეს უმალავდა.

ამ არჩევანში საქართველოს პრეზიდენტი მარტო არ არის. ბუდას მამით მოხიბლულია პრეზიდენტის გარემოცვა და პოლიტიკური ელიტა. იგი შუდხოდანასავით იქცევა, დამალობანას ეთამაშება სინამდვილეს. შესაბამისად, მთლიანად პილიტიკაც ამ გემოვნებაზე, შუდხოდანას სურვილებზე, შიშებსა და ვნებებზეა აწყობილი.

ბუდას მამის შეხედულებებით მოქმედებს მედიაც, გულმოდგინედ მალავს, არ ცნობს რეალობას, გასაჭირს, პრობლემებს. შუდხოდანას სამყაროში ადგილი არა აქვს სიბერეს, წარმავალს, დროებითს.

არც საქართველოში ცნობენ მაინცადამაინც ასაკს, სიბერეს, ეს წარმავლობაზე მიანიშნებდათ, ძალაუფლების დროებითობასაც გაუსვამდა ხაზს. ამიტომ სულ უფრო მცირდება ჩინოსნების ასაკი სახელისუფლო წრეში, ამით თითქოს დროს აჩერებენ, დროს ატყუებენ. მარადიულად ამ ვითარებაში, ამ პოსტებზე, ამ მდგომარეობაში ყოფნის ილუზიას იქმნიან.
ილუზიებით დროს აჩერებენ სხვაგანაც.

არ ცნობენ (გარდა არჩევნებისა) და არსად იღებენ მოხუცებს, ამიტომ არსად არ უნდათ ასაკოვანი ადამიანის აყვანა სამსახურში. სიბერე მათ იდილიას და წარმოდგენებს უპრობლემო ქვეყანაზე, უღრუბლო მომავალზე, დაარღვევდა. არ ჭირდებათ ავადმყოფები, ისინი ხამოთხის განცდას შელახავდნენ. მოხუცები და ავადმყოფები თუ მაინცადამაინც შეიძლება შოუს სახით წარმოადგინონ, როგორც სანახაობის ნაწილი რეიტინგულ გადაცემებში.

სამოთხეებად გვევლინებიან მუსიკალურ კლიპებში ქალაქები: ბათუმი, სიღნაღი, ქუთაისი. არცერთ ამ კლიპში არ ჩანს ძველი შენობები, არსად არ ჩანს პრობლემა, არ ჩანან ასაკოვანი ადამიანები. მხოლოდ ახალგაზრდები.

ეს შუდჰოდანას „სტილია" ხელოვნებაშიც დამკვიდრებული, რომელიც მოწონებულია ხელისუფლების მიერ. ამიტომ განსაკუთრებული გაღიზიანებით მოიხსენიებენ ყველა „ანტიშუდჰოდისტს". ყველა იმ კრიტიკოსს, ვინც რეალური სამყაროს, არსებული ანტი თუ სუბკულტურის დანახვას და სხვისთვის დანახვებას ცდილობს. ასეთი შეიძლება საჯაროდ შეაჩვენონ. თანაც არც მეტი, არც ნაკლები, თვით საქართველოს პრეზიდენტმა.

მოკლედ, ერთია როცა გიმალავენ და მეორეა, როცა - თავად ემალები. ამიტომ, ასეთი დამოკიდებულებით რეალობის დანახვაზე ბუდასმაგვარ გაბრწყინებებს და გასხივოსნებებს არ უნდა ველოდოთ.

სიდჰარტა გაუტამა ბუდად, ანუ გასხივოსნებულად მაშინ იქცა, როცა რეალობას თვალი გაუსწორა.

რეალობის დანახვას შეიძლება გასხივოსნება მოყვეს. მაგრამ დღევანდელი „დამალობანას" პირობებში გასხივოსნებას (იგივე „იბერიის გაბრწყინებას") კიდევ დიდხანს დააგვიანდება.

Friday, April 22, 2011

„ღმერთი თავისუფლებასა და უსაზღვროებაშია"



„ღირსე­ულ ადა­მი­ა­ნად ჩვე­ნი შე­საძ­ლებლობები კი არ გვაქ­ცე­ვენ, არა­მედ - ჩვე­ნი არ­ჩე­ვა­ნი", - ამბობს ალბუს დამბლდო­რი, პერ­სო­ნაჟი „ჰარი პო­ტე­რი­დან". ამ უთ­ვა­ლა­ვი ფე­რით სავ­სე სამყარო­ში ასარ­ჩე­ვი მრავ­ლად არის: ღი­რებულებების, პი­როვ­ნებების, ცხოვ­რების წე­სის, სა­ვა­ლი გზის სახით. თუმ­ცა გზა, რო­მელ­საც ჭეშ­მა­რი­ტება და სი­ცოცხლე ახლავს, ან უბრა­ლოდ თა­ვად არის გზაც, ჭეშ­მა­რი­ტებაც და სი­ცოცხლეც მა­ინც მხოლოდ ერთს უკავ­შირ­დება - ასარ­ჩე­ვის სიმ­რავ­ლის და არ­ჩე­ვა­ნის თა­ვი­სუფ­ლების მიუხედა­ვად. მას­ვე უკავ­შირ­დება აღ­დგო­მა და სიკ­ვდილ­ზე გა­მარჯვებაც, კა­ცობრიობის ხსნა, და­კარ­გულ სა­მოთხეში ადა­მი­ა­ნის დაბრუ­ნება. მოკ­ლედ, ყვე­ლა­ფე­რი ის, რაც მის მი­მართ ნდობის­თვის, რწმე­ნი­სა და დი­დი სიყვა­რუ­ლის­თვის საკ­მა­რის­ზე მე­ტი­ა. თუმ­ცა, ამ გზა­ზე მა­ვალთ მა­ინც ახლავთ წი­ნა­აღ­მდე­გობები, ეჭ­ვები, ყალბი და­მო­კი­დებულებები, გა­უც­ნობიე­რებელი ქმე­დებანი, კითხვები. კითხვები, რომ­ლებიც ხში­რად პა­სუხგა­უ­ცე­მე­ლი რჩება, წვე­ულ­თა მი­ერ სიყალბით და ფა­რი­სევ­ლობით ნა­შე­ნი ყრუ კედ­ლების გა­მო. თუმ­ცა, ამ უამ­რავ წვე­ულს შო­რის საბედ­ნი­ე­როდ რჩე­ულ­ნიც ურე­ვი­ა, რო­მელ­თაც გაც­ნობიე­რებული აქვთ სა­კუ­თა­რი მი­სი­ა. სა­კუ­თარ და ზო­გა­დად­ ქრის­ტი­ა­ნის მი­სი­ა­ზე, რწმე­ნა­ზე, აღ­დგო­მის მნში­ნვე­ლობაზე, ქრის­ტეს პი­როვ­ნების გა­მორ­ჩე­ულობასა და ბევრ სხვა სა­კითხზე გვე­საუბრება თბილი­სის ნა­რიყალას წმინ­და ნი­კო­ლო­ზის ტაძრის დე­კა­ნო­ზი ზა­ზა თევ­ზა­ძე.
- ზოგჯერ ქრის­ტეს მოიხსე­ნიებენ ბუდას, მუჰამე­დის, ში­ვას და სხვა ღმერ­თთა, თუ წი­ნას­წარ­მეტყველ­თა გვერ­დით. მათ უთა­ნაბრებენ, ბევრ სა­ერ­თოს უძებნი­ან. იქამ­დე ზე­მოთ ჩა­მოთ­ვლილ წი­ნას­წარ­მეტყველ­თა სიბრძნეს ქრის­ტეს სწავ­ლებაზე აღ­მა­ტებულა­დაც მი­იჩ­ნე­ვენ. რი­თაა ქრის­ტე გა­მორ­ჩე­უ­ლი და უნი­კა­ლუ­რი? რა­ტომ გა­კეთ­და მას­ზე თქვე­ნი პი­რა­დი არ­ჩე­ვა­ნი? რა­ტომ უნ­და გვიყვარ­დეს იე­სო?
- ერთხელ იე­სომ ჰკითხა თა­ვის მო­წა­ფეებს, რას ამბობს ხალხი ჩემ­ზე - ვინ ვგო­ნი­ვარ მე. მო­წა­ფეებმა უთხრეს, რომ ზოგს ილია ჰგო­ნიხარ, ზოგ­საც იე­რე­მი­ა, ზოგ­საც სხვა წი­ნას­წარ­მეტყვე­ლი... იე­სოს თა­ნა­მე­მა­მუ­ლეებმა ყვე­ლა­ზე დი­დებულ პი­როვ­ნებათა რიგ­ში მი­უ­ჩი­ნეს ად­გი­ლი, უფ­რო მე­ტიც, გა­ა­ი­გი­ვეს მათ­თან. და თუ პი­რობითად ის­ტო­რი­ულ კონ­ტექსტს შევ­ცვლით თა­ნა­მედ­რო­ვე­თი, მა­შინ ეს უკა­ნას­კნელ­ნი უკ­ვე კოს­მო­პო­ლი­ტი ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლები, უთუ­ოდ თქვენს მი­ერ ზე­მოთ ჩა­მოთ­ვლილ წი­ნას­წარ­მეტყველ-მოძ­ღვარ­თა და ღმერ­თთა რიგ­ში მოიხსე­ნიებდნენ, ან მათ­თან გა­ა­ი­გი­ვებდნენ იე­სო ქრის­ტეს. ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი ამ დი­ა­ლო­გის მე­ო­რე ნა­წი­ლი­ა, რო­ცა იე­სო ეკითხება - თქვენ რას ფიქ­რობთ ჩემ­ზე­ო, მა­შინ პეტ­რე წარ­მოს­დგება და გა­ნუცხადებს - შენ ხარ ქრის­ტე, ცოცხალი ღმერ­თის ძე­ო; სწო­რედ ეს განცხადებაა ქრის­ტი­ა­ნობის ბირ­თვი, ის კლდე, ის მყარი ნი­ა­და­გი, რო­მელ­საც ქრის­ტი­ა­ნუ­ლი ცნობიე­რება ეფუძ­ნება. ქრის­ტე ცოცხალი ღმერ­თის ძე­ა, რომ­ლი­თაც და რომ­ლის­გა­ნა­ცაა ყოვე­ლი­ვე არ­სებული.
მე ჩემს თავს მი­ვა­კუთ­ვნებ იმ ადა­მი­ა­ნების რიცხვს, ვი­საც ქრის­ტე სა­ზო­გა­დოებრი­ვი უმ­რავ­ლე­სობის სა­შუ­ა­ლებით არ მი­უ­ღი­ა, არა­მედ ღმერ­თის ძიების შე­დე­გად იმ­დრო­ინ­დე­ლი ღვთის­მგმობი გა­რე­მოს დი­დი წი­ნა­აღ­მდე­გობის მიუხედა­ვად იპო­ვა. იე­სო ჩემ­თვის ცოცხალი ღმერ­თის გა­მოცხადებაა.
მაცხოვარს თავ­და­პირ­ვე­ლად ბევ­რად მე­ტი მო­წა­ფე ჰყავ­და, მაგ­რამ მი­სი მოძ­ღვრება ბევ­რის­თვის გა­უ­გებარი და ბუნ­დო­ვა­ნი შე­იქ­მნა და მა­ლე­ვე ჩა­მო­შორ­დნენ მას. მა­შინ მან მო­წა­ფეების ყვე­ლა­ზე ერ­თგულ ნა­წილს ჰკითხა, თქვენც ხომ არ გაქვთ სურ­ვი­ლი რომ წახვი­დე­თო. მა­თი პა­სუხი ძალ­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო, - ჩვენ სად უნ­და წა­ვი­დეთ, რო­ცა სი­ცოცხლის სიტყვები შენ­თა­ნა­ა­ო. ვინც და­ი­ნახა იე­სო, რო­გორც სი­ცოცხლე, მას არ აქვს სხვა არ­ჩე­ვა­ნი. რო­გორც წმი­და იო­ა­ნე სი­ნე­ლი ამბობს, შე­უძ­ლებელია ადა­მი­ანს ას­წავ­ლო მხედ­ვე­ლობა სიტყვების სა­შუ­ა­ლებით, თუ მას თვა­ლი არა აქ­ვსო; ასე­ვე შე­უძ­ლებელია ას­წავ­ლო ადა­მი­ანს რწმე­ნა - ეს ადა­მი­ა­ნურ უნარს აღე­მა­ტება. რო­გორც პეტ­რეს უთხრა უფალ­მა იე­სო ქრის­ტემ - ნე­ტარ ხარ შენ პეტ­რე იო­ნას ძე­ო, იმი­ტომ რომ ეს შენ­მა სისხლმა და ხორ­ცმა კი არ გა­მო­გიცხადა შენ, არა­მედ ჩემ­მა ზე­ცი­ერ­მა მა­მა­მო. სიფრთხილე გვმარ­თებს არ შე­ვუწყოთ ხელი სარ­წმუ­ნოების პრო­ფა­ნა­ცი­ას, და რწმე­ნის ძა­ლა­დობრი­ვად თავს მოხვე­ვას ადა­მი­ა­ნებზე, რად­გა­ნაც ეს ჭეშ­მა­რი­ტებას და სიყვა­რულს გა­მო­რიცხავს.
- რე­ლი­გია და კონ­კრე­ტუ­ლად ქრის­ტი­ა­ნუ­ლი რე­ლი­გია ბევრ ჩვენ­თა­განს დაშ­ვება-აკ­რძალ­ვების სის­ტე­მა გო­ნი­ა. იგი ჩვე­ნი ცხოვ­რების და­ნა­მა­ტი ხდება, რო­მელ­საც პე­რი­ო­დუ­ლად ან სის­ტე­მა­ტუ­რად გარ­კვე­ულ ხარკს მი­ვა­გებთ, თუმ­ცა ნაკ­ლებად ვუშ­ვებთ ჩვენს ცხოვ­რებაში. იგი გა­მოყოფი­ლია და ცალ­კე­ა, რო­გორც სამ­ლოც­ვე­ლო კუთხეები ჩვენს სახლებში. რამ­დე­ნად სწო­რი და­მო­კი­დებულებაა რწმე­ნის და სარ­წმუ­ნოების ასე­თი „გა­რიყვა" ჩვე­ნი ცხოვ­რებიდან?
- უფა­ლი იე­სო ამბობს - ჩვენ­თვის მთა­ვა­რი და პირ­ვე­ლა­დი ზრუნ­ვის და ძიების სა­გა­ნი უნ­და იყოს ღმერ­თის სა­სუ­ფე­ვე­ლი და მი­სი სი­მარ­თლე, რის შე­დე­გა­დაც ცხოვ­რების სხვა სფე­როები უად­ვი­ლე­სად მო­წეს­რიგ­დებაო. რო­გორც მო­ცი­ქუ­ლი გვას­წავ­ლის - რწმე­ნა საქ­მეებად უნ­და იქ­ცეს, ცხოვ­რების სუ­ლი და სუნ­თქვა უნ­და იყოს. აკ­რძალ­ვა, შეზ­ღუდ­ვა ცოდ­ვით და­ცე­მუ­ლი ცხოვ­რების თა­ნამ­დე­ვი­ა, ღმერ­თი თა­ვი­სუფ­ლებაში და უსაზ­ღვროებაში­ა. ძა­ლი­ან მცდა­რი­ა, რო­ცა რე­ლი­გი­უ­რობა ასო­ცირ­დება ბორ­კი­ლებთან, ნე­ტა­რი ავ­გუს­ტინე გვას­წავ­ლის - იმი­სათ­ვის რომ ვი­ცოცხლოთ, მხოლოდ ერ­თი პი­რობის დაც­ვა­აო აუ­ცი­ლებელი: გვიყვარ­დეს ღმერ­თი, ესეც იმი­ტომ, რომ თა­ვად ღმერ­თია ჭეშ­მარ­ტი სი­ცოცხლე.
- სარ­წმუ­ნოების მი­მართ გან­სა­კუთ­რებული მო­წი­წება არ­სებობს. ხში­რად იმ­დე­ნად დი­დია ეს მო­წი­წება, რომ თავს უფ­ლებას არ ვაძ­ლევთ გავ­კად­ნი­ერ­დეთ და სახარება წა­ვი­კითხოთ; უფ­ლებას არ ვაძ­ლევთ წა­კითხულ­ზე ვი­ფიქ­როთ, გა­ვა­ა­ნა­ლი­ზოთ, გა­ვი­აზ­როთ, კითხვები დავ­სვათ, ეჭ­ვები შე­ვი­ტა­ნოთ, პა­სუხები ვე­ძებოთ. რამ­დე­ნად მარ­თებულია ეს მო­წი­წება და ქვია თუ არა სა­ერ­თოდ ამას „მო­წი­წება"?
- მარ­თა­ლია სარ­წმუ­ნოებას ახლავს მო­წი­წება, კრძალ­ვა, ში­ში, რაც სავ­სებით ბუნებრი­ვი­ა, მაგ­რამ გარ­კვე­ულ დი­ა­პა­ზონ­ში; თუ იგი გარ­კვე­ულ ზღვარს გა­დას­ცდება - ცრუ მო­წი­წებად იქ­ცე­ვა, და­ვემ­სგავ­სებით იმ უგუ­ნურ მო­ნას, ტა­ლან­ტები მი­წა­ში რომ დაფ­ლა ბატო­ნის ში­შის გა­მო და ამით და­იმ­სახურა რისხვა და შეჩ­ვე­ნება მის­გან. ჩვენ მო­წო­დებულ­ნი ვართ, ვუს­მი­ნოთ უფალს - რად­გა­ნაც მი­სი სიტყვები სი­ცოცხლის სიტყვებია; მას არ რცხვე­ნი­ა, ჩვენ ძმებად და მე­გობრებად წარ­გვად­გი­ნოს, ამ­დე­ნად თა­ვად უფა­ლი მოგ­ვი­წო­დებს საღ­მრთო კად­ნი­ე­რებისა­კენ.
- რით გა­უ­მარ­თლათ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლებიც ქრის­ტეს შემ­დგომ, ანუ „მად­ლის ეპო­ქა­ში" დაიბად­ნენ? და რა არის მად­ლი, ზო­გა­დად?
- უფა­ლი იე­სო ქრის­ტე იუ­და­ვე­ლებთან საუბრი­სას ბრძა­ნებს, წი­ნას­წარ­მეტყვე­ლებს - ძვე­ლი აღ­თქმის ამ ბრწყინ­ვა­ლე მა­მებს ენატ­რებოდათ და ოც­ნებობდნე­ნო ეხილათ გან­კა­ცებული ღმერ­თის ძე, თუმ­ცა მათ ეს ვერ იხილე­სო; ამას ამბობს, რა­თა და­ე­ფა­სებინათ ის, რაც მათ მი­ე­მად­ლათ უფ­ლის­გან. ახალი აღ­თქმის ეპო­ქა იე­სო ქრის­ტეს ერა­ა, მი­სი სი­ცოცხლით გა­მოსყიდუ­ლი სა­უ­კუ­ნე; ქრის­ტეს მოს­ვლით ნა­თე­ლი ამობრწყინ­და, ღმერ­თი ხორ­ცი­ელ იქ­მნა, მი­წა და ზე­ცა, კა­ცი და ღმერ­თი შე­ერ­თდა, საღ­მრთო მად­ლი რო­გორც ზე­ცი­უ­რი მა­ნა­ნა მო­ე­ფი­ნა ქვეყნი­ე­რებას. მად­ლი ზო­გა­დად ღმერ­თის უსაზ­ღვრო სი­კე­თე, მოწყალებაა და ენერ­გი­ა­ა, მომ­მად­ლებელი ჩვენ­თვის ყოველ­გვა­რი ნი­ჭი­სა და სი­კე­თი­სა, რა­საც ჩვენ კი არ ვიმ­სახურებთ, არა­მედ მოგ­ვებოძება ღმერ­თის სახიე­რების გა­მო. ამის დას­ტუ­რი ქრის­ტეს მარ­თალ­თა ცხოვ­რებაა, რო­მელ­თა ნი­მუ­შები არც თუ ისე ცო­ტა შე­მო­უ­ნახავს ის­ტო­რი­ას.
- ერ­თი თე­ო­ლო­გი ამბობდა, რომ მა­რი­ლის გა­რე­შე განსხვა­ვებულ კერ­ძებს ერ­თნა­ი­რი გე­მო აქვთ, მხოლოდ მა­რი­ლი აძ­ლევს მათ გა­მორ­ჩე­ულ და უნი­კა­ლურ გე­მოს. ქრის­ტი­ა­ნობაც სწო­რედ ის მა­რი­ლი­ა, რო­მე­ლიც ადა­მი­ანს უნი­კა­ლუ­რობას და პი­როვ­ნუ­ლობას სძენს. ეკ­ლე­სი­ამ ადა­მი­ა­ნის უნი­კა­ლუ­რობა უნ­და და­იც­ვას და არა „პი­როვ­ნუ­ლობაწაშ­ლილ" მრევ­ლის წევ­რად აქ­ცი­ო­სო. რამ­დე­ნად უთანხმდება ერ­თმა­ნეთს დღე­ვან­დელ ქარ­თულ ეკ­ლე­სი­ა­ში ადა­მი­ა­ნის პი­როვ­ნუ­ლობა და მრევ­ლის წევ­რობა?
- მარ­თა­ლი ბრ­ძა­ნებაა, ქრის­ტი­ა­ნობა ქრის­ტეს მოძ­ღვრება, ის ჭეშ­მა­რი­ტი მა­რი­ლია, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ფერს თა­ვის გე­მოს აძ­ლევს და თა­ვის სახეს უბრუ­ნებს. სწო­რედ ეს უნ­და იყოს მარ­თლმა­დი­დებლობის მარ­თლმსახურების გან­მსაზ­ღვრე­ლი; მას ძა­ლა შეს­წევს გარ­დაქ­მნას ადა­მი­ა­ნი, გა­მო­ავ­ლი­ნოს თა­ვი­სი უნი­კა­ლუ­რობა და გა­ნუ­მე­ო­რებლობა, ადა­მი­ა­ნი თა­ვი­სი პი­როვ­ნუ­ლი სინ­დი­სით ხდება პა­სუხის­მგებელი და მო­ნა­წი­ლე მის გარ­შე­მო მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებისა. სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სი­ა­ში, რო­გორც ბევრ სხვა ად­გი­ლობრივ ეკ­ლე­სიებშიც, არის პრობლე­მები, რომ­ლებიც უნ­და გვტკი­ო­დეს, ვის­წრა­ფო­დეთ მის დაძ­ლე­ვი­სა­კენ და არ ვიყოთ ჩვე­ნი სამ­შობლო­სა და ეკ­ლე­სი­ის ცრუ პატ­რი­ო­ტები, რომ­ლებიც ავ­ზე კარგს იტყვი­ან - აქა­ო­და, დი­დი მა­მუ­ლიშ­ვი­ლები ვარ­თო.
- რა­ტომ კეთ­დება ძი­რი­თა­დი აქ­ცენ­ტები შიშ­ზე ქრის­ტი­ა­ნულ რე­ლი­გი­ა­ში, რო­ცა საღ­ვთო წე­რილს სახარება ქვი­ა? ქრის­ტეც ხომ იმას მო­უ­წო­დებს მის მო­ცი­ქუ­ლებს - ახარე­თო და არა და­ა­ში­ნე­თო?
- აღ­თქმა­ში მეფ­სალ­მუ­ნე ამბობს: მო­ვე­დით ყრმა­ნო ის­მი­ნეთ ჩე­მი, ში­ში უფ­ლი­სა გას­წა­ოთ თქვენ ... ეს ის საღ­მრთო და წმი­და ში­ში­ა, რო­მე­ლიც სიბრძნედ და სიყვა­რუ­ლად ტრან­სფორ­მირ­დება, მი­სი სწავ­ლაა სა­ჭი­რო, რომ გო­ნი­ე­რებით გა­ვი­გოთ, თუ რო­მე­ლი ში­შის­თვის მოგ­ვი­წო­დებს უფა­ლი. საღ­მრთო წე­რილ­ში ეს იგი­ვე სიყვა­რუ­ლი­ა, თუმ­ცა ჯერ კი­დევ არა სრულ­ქმნი­ლი; ახალი აღ­თქმა არა შიშ­ზე, არა­მედ სრულ სიყვა­რულ­ზეა ორი­ენ­ტი­რებული, ღმერ­თის არ­სების მას­ზე დი­დად გა­მომ­სახველს, ადა­მი­ა­ნუ­რი გო­ნება არ იც­ნობს. აი, რას გვას­წავ­ლის იო­ანე მახარებელი: „სიყვა­რუ­ლი სულ­გრძე­ლია და კე­თილ­მო­სიყვა­რუ­ლის­თვის უცხოა ში­ში, რად­გა­ნაც სრულ­ქმნი­ლი სიყვა­რუ­ლი აძე­ვებს შიშს; ვი­ნა­ი­დან შიშს თან ახლავს ტანჯვა, ხოლო მო­ში­ში არას­რულ­ქმნი­ლია სიყვა­რულ­ში."”
ასე­ვე მო­ვიყვა­ნოთ საღ­მრთო სიყვა­რუ­ლის დი­დი მქა­და­გებელის - პავ­ლე მო­ცი­ქუ­ლის სიტყვები: „სიყვა­რუ­ლი არ უკე­თუ­რობს, არ ეძებს თა­ვი­სას, არ მრისხანებს, არ იზ­რახავს ბოროტს; არ შეჰხარის უსა­მარ­თლობას, არა­მედ ჭეშ­მა­რი­ტებით ხარობს; ყვე­ლა­ფერს იტანს, ყვე­ლა­ფე­რი სწამს, ყვე­ლაფ­რის იმე­დი აქვს, ყვე­ლა­ფერს ით­მენს. სიყვა­რუ­ლი არა­სო­დეს არ გა­და­ვა, თუმ­ცა­ღა წი­ნას­წარ­მეტყვე­ლებანი გან­ქარ­დებიან, ენები და­დუმ­დებიან და უქ­მი გახდება ცოდ­ნა."”
- სჭირ­დება თუ არა ქრის­ტე ყვე­ლას? თუ იგი მე­ტის­მე­ტი ცოდ­ვი­ლებით­ვის არის ან გა­მორ­ჩე­უ­ლი წმინ­და­ნების­თვის? ქრის­ტე, ეკ­ლე­სი­ა, მად­ლი, რწმე­ნა ვი­სი­ა?
- ქრის­ტეა სი­ცოცხლის წყარო, სი­ცოცხლის და­უს­რუ­ლებელი ნა­კა­დი, ამ­დე­ნად იგი ყვე­ლას სჭირ­დება. იმ­დე­ნად ვი­ტანჯებით, რამ­დე­ნა­დაც იგი გვაკ­ლია და პი­რი­ქით; უბრა­ლოდ, დი­დი ცოდ­ვი­ლები უკი­დუ­რე­სი გან­შო­რებისას ხელახლა აღ­მო­ა­ჩე­ნენ მას, მსგავ­სად უძ­ღები შვი­ლი­სა. არის ერ­თი დი­დი საფრთხე - ფა­რი­სევ­ლობა, რე­ლი­გი­უ­რობის ავ­თვი­სებია­ნი გა­დაგ­ვა­რება, ცრუ ღვთის მო­საობა, რის გა­მოც ადა­მი­ა­ნი კარ­გავს ცოცხალი ღმერ­თის გან­ცდის უნარს, გა­უც­ნობიე­რებლად უპი­რის­პირ­დება ქრის­ტეს და ჯვარს აც­ვამს მას.
- რა მი­ე­ცა კა­ცობრიობას ქრის­ტეს ად­დგო­მით?
- ქრის­ტეს აღ­დგო­მა უდი­დე­სი მოვ­ლე­ნაა - მას მრა­ვა­ლი ას­პექ­ტი გა­აჩ­ნი­ა, მი­სი მის­ტი­უ­რი მხარე კა­ცობრიობის სიკ­ვდილ­ზე გა­მარჯვება, ღმერ­თთან დაბრუ­ნება, მი­სი და­ცე­მუ­ლი ბუნების გან­ღმრთობაა; რა­მე­თუ ქრის­ტემ თა­ვის აღ­დგო­მით ზე­ცას აღიყვა­ნა ადა­მი­ა­ნუ­რი ბუნება და მას­ში აღ­ვდე­ქით და ავ­მაღ­ლდით თვი­თე­უ­ლი ჩვენ­თა­გა­ნი; მე­ო­რე - სარ­წმუ­ნოებრი­ვი მარ­ტი­რო­ლო­გი­უ­რი ას­პექ­ტი­ა, რად­გა­ნაც თა­ვი­სი აღ­დგო­მით უფალ­მა იე­სო ქრის­ტემ და­ა­დას­ტუ­რა თა­ვი­სი ღვთაებრიობა, რო­გორც პავ­ლე მო­ცი­ქუ­ლი ბრძა­ნებს: „ხოლო თუ ქრის­ტე არ აღ­მდგა­რა, ფუ­ჭია ჩვე­ნი ქა­და­გება და ფუ­ჭია თქვე­ნი რწმე­ნაც."”
და­სას­რულს მინ­და წი­ნას­წარ მი­ვუ­ლო­ცო თქვე­ნი გა­ზე­თის მკითხველს და ზო­გა­დად, ყვე­ლა ქრის­ტი­ანს და არა ქრის­ტი­ანს ჩვე­ნი უფ­ლის იე­სო ქრის­ტეს ბრწყინ­ვა­ლე აღ­დგო­მა და ვუ­სურ­ვო აღ­დგო­მის და გა­ნახლების მად­ლით ცხოვ­რება.


ეკა კუხალაშვილი